მარგუს ცაჰკნა – ვიზალიბერალიზაცია გარანტირებული რამ არ არის – 9 ნაბიჯის ნაცვლად საქართველოს მთავრობა ამ კანონს იღებს, ეს სრულიად საპირისპირო მიმართულების მაგალითია: არა ევროკავშირისკენ, არამედ სხვა ქალაქისკენ

ვიზალიბერალიზაცია გარანტირებული რამ არ არის. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან მედიასთან განაცხადა, თუ ყველაფერი ცუდისკენ მიდის, ევროკავშირს შეუძლია სანქციები დააწესოს. ამასთან, მინისტრის თქმით, მაშინ, როცა 9 ნაბიჯის ნაცვლად საქართველოს მთავრობა აღნიშნულ კანონს იღებს, ეს სრულიად საპირისპირო მიმართულების მაგალითია, არა ევროკავშირისკენ, არამედ, სხვა ქალაქის მიმართულებით. “მთავარი მესიჯია, […]
მომიტინგეები გმირთა მოედნიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან

გმირთა მოედანზე შეკრებილი მომიტინგეები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით მივლენ. ცოცხალ ჯაჭვს სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მოუძღვებიან. მათ როგორც საქართველოსა და ევროკავშირის, ისე უნივერსიტეტების დროშები უჭირავთ. “დავიღლებით? არა!”, “სად მივდივართ? ევროპაში!”, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეები სანაპიროს გავლით პარლამენტისკენ მიდიან

გმირთა მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები სანაპიროს გავლით პარლამენტისკენ შენობისკენ მიდიან. მსვლელობას აქციის მონაწილეები მობილური ტელეფონების ფანჯრების ანთებით დაეთანხმნენ. პროტესტი პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდება. ,, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი მესამე მოსმენით პარლამენტმა 14 მაისს მიიღო.
პორტუგალიის პარლამენტში ქართველი ხალხისადმი სოლიდარობისთვის კენჭისყრა შედგება

საქართველოს მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების ფონზე, პორტუგალიის პარლამენტში პარტიამ “ლიბერალური ინიციატივა” ქართველი ხალხისადმი სოლიდარობის გამოსახატავად კენჭისყრის წინადადება წარადგინა. პარტიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, როდესაც 2022 წლის მარტში საქართველომ, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანებაზე შეიტანა განაცხადი, “ცოტა თუ მოელოდა, რომ ორი წლის შემდეგ, ის ქვეყანა, რომელსაც რუსეთი 2008 წელს სასტიკად დაესხა […]
სლოვაკეთის პრემიერს ესროლეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიკო დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს მაშინ, როდესაც ის ხალხს ქალაქ ჰენდლოვაში ესალმებოდა. თვითმხილველების ცნობით, რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა და ყვებიან, რომ დაინახეს პრემიერ-მინისტრის ჭრილობები თავისა და გულმკერდის არეში. სლოვაკეთის ლიდერი ვერტმფრენით გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოში, სავარაუდო თავდამსხმელი კი პოლიციამ დააკავა. 59 წლის ლიდერის მკვლელობის მცდელობის გამო, ევროპელმა ლიდერებმა მწუხარება გამოთქვეს. სლოვაკეთის ოპოზიციამ […]
„საქართველოს მთავრობა არ ასრულებს დაპირებებს, მთავრობა თუ გაჰყვება ნაბიჯებს, რომლებიც უკვე დაგეგმა, ამას შედეგები მოჰყვება“ – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„საქართველოს მთავრობა არ ასრულებს დაპირებებს, მთავრობა თუ გაჰყვება ნაბიჯებს, რომლებიც უკვე დაგეგმა, ამას შედეგები მოჰყვება“ – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მთავრობა არ ასრულებს ევროკავშირისთვის მიცემულ დაპირებებს და საქართველოს მთავრობა თუ გაჰყვება ნაბიჯებს, რომლებიც უკვე დაგეგმა, შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, […]
გმირთა მოედანზე ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

გმირთა მოედანზე ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს გმირთა მოედანზე ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. ადგილზე შეჩერებულია საავტომობილო მოძრაობა. ადგილზე საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მოძრაობა შეაჩერა. მგზავრებმა და მძღოლებმა ავტობუსები დატოვეს. პროტესტის მონაწილეები ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ პროტესტი უწყვეტი იქნება.
უკრაინამ მოცვის ექსპორტის ისტორიული რეკორდი დაამყარა

უკრაინამ მოცვის ექსპორტის ისტორიული რეკორდი დაამყარა უკრაინამ მოცვის ექსპორტის ისტორიული რეკორდი დაამყარა. პირველად, უკრაინელმა მწარმოებლებმა 2023 წელს 4 ათას ტონაზე მეტი ახალი მოცვი მიაწოდეს უცხოურ ბაზრებს. „უკრაინაში მოცვის ბევრი ახალი პლანტაციაა, ამიტომ საშუალო მოსავლიანობა და, შესაბამისად, კენკრის წარმოება ბუნებრივად იზრდება, ფართობის გაზრდის გარეშეც. კენკრის მზარდი ექსპორტის ფონზე, ეს ბიზნესი საინვესტიციოდ მიმზიდველი რჩება, იმ პირობით, რომ […]
გაბრიელიუს ლანდსბერგისი – თუ საქართველოს სურს ევროპულ გზაზე დარჩენა – არ შეგიძლია ცალი ფეხი მოსკოვში გქონდეს

თუ საქართველოს სურს ევროპულ გზაზე დარჩენა, არ შეგიძლია ცალი ფეხი მოსკოვში გქონდეს , – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ იმის გამოსწორება, რაც გატეხილია, შეუძლებელია. “ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმაზე საუბარი, თუ რატომ არის კანონი საჭირო. ეს ვახსენე ჩემი პირველი გამოსვლის დროს. […]
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე მსვლელობას მართავენ – გადაკეტილია გმირთა მოედანი

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე მსვლელობას მართავენ. მომიტინგეთა ნაწილი მსვლელობით აბაშიძის ქუჩაზე მიემართება. ადგილზე პროტესტის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. ამ დროისთვის, აბაშიძეზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია. მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ “გამოდით, გამოდით!”. აქციის მონაწილეებს თან მიჰყვება პოლიციის რამდენიმე ჯგუფი. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თავდაპირველად ვაკის პარკთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი აბაშიძის ქუჩაზე გადაინაცვლეს. […]