ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს – მოქალაქეები უცხოელ პოლიტიკოსებს შეძახილებით: „ევროპა“ შეხვდნენ

ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე საგარეო საქმეთა მინისტრების მიმართვის შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა. აქციის მონაწილეების მხრიდან ისმოდა შეძახილები: „ევროპა“. მინისტრებმა ნანა მალაშხიას და ბიჭებს , რომლებიც ევროკავშირის და საქართველოს დროშებით სპეცრაზმის წინ იდგნენ, სიმბოლური საჩუქარები გადასცეს. უცხოელი დიპლომატები […]
ევროპარლამენტში “მწვანეთა პარტიის” საპარლამენტო მრჩეველი – დადასტურებულია საკმარისად სანდო წყაროებისგან, რომ ევროკავშირის საბჭოს განცხადება სლოვაკეთისა და უნგრეთის ლიდერებმა დაბლოკეს

ევროპარლამენტში “მწვანეთა პარტიის” საპარლამენტო მრჩეველი თამარ გაგულაშვილი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთან მიმართებაში ერთობლივი მწვავე განცხადების გასაკეთებლად ემზადებოდნენ, თუმცა ეს განცხადება ორმა ქვეყანამ – სლოვაკეთმა და უნგრეთმა დაბლოკა. ამის შესახებ თამარ გაგულაშვილმა განცხადება “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” გააკეთა. “დიახ, ეს დადასტურებულია საკმარისად სანდო წყაროებისგან, რომ ევროკავშირის საბჭოს წერილობითი განცხადება იყო დაბლოკილი ამ […]
ბექა ლილუაშვილი – უბედურება, რომელიც შეიძლება თავს დაატყდეს ქვეყნის ეკონომიკას ამ შიდა პოლიტიკური პრობლემების ფონზე ეს არის მისი ფინანსური სისტემის ჩამოშლა

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, შიდა პოლიტიკური პრობლემების ფონზე შესაძლოა ქვეყნის ფინანსური სისტემა ჩამოიშალოს. მისივე განცხადებით, თუ ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ვეტო დაძლია, ამ კანონით გამოწვეული პრობლემები ყველას შეეხება, მიუხედავად განწყობებისა. ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში მოქმედი ბანკების აქციების ფასების ვარდნის ამსახველ დიაგრამას აქვეყნებს. „შესაძლო უბედურება, რომელიც შეიძლება თავს დაატყდეს ქვეყნის […]
ცაჰკანა: ქართველო ხალხო, უნდა იცოდეთ, რომ ყველა თქვენთან ვართ, მარტო არასდროს იქნებით

ჩამოგიტანეთ ყველაზე თბილი, კეთილი სურვილები ესტონელი ხალხისგან, თქვენ არ ხართ მარტო. ჩვენი იმდენი რამ გვაქვს საერთო, იმიტომ, რომ ერთ ისტორიას ვიზიარებთ, ჩვენ ზუსტად ვიცით, რა არის თავისუფლების ფასი და ვიცით, რომ თავისუფლება არ მოიპოვება ფასის გადახდის გარეშე. გვჯერა, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, სად იყოს, რა ღირებულებები ჰქონდეს და დაიცვას. მე ვიცი, რომ […]
“ქართველ ხალხს ვუცხადებთ: მარტო არ ხართ” – ევროპელი და ამერიკელი კანონმდებლები

15 ქვეყნისა და ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოების წევრები და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ხელმომწერებს შორის არიან აშშ-ის, ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ევროკავშირის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის 16 კანონმდებელი. “მიუხედავად მეგობრებისა და მოკავშირეების მხრიდან არაერთგზის გამოთქმული შეშფოთებისა, საქართველოს პარლამენტმა გადადგა საგანგაშო და რეპრესიული […]
კანონი პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობას -USAID-ის ხელმძღვანელი

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი, სამანთა პაუერი კატეგორიულად გმობს პარლამენტში „უცხოური გავლენის“ კანონის მხარდასაჭერად გამართულ კენჭისყრას. ის შეშფოთებულია იმ შედეგებით, რასაც მისივე პროგნოზით, “აგენტების კანონი” დემოკრატიულ ინსტიტუტებზე იქონიებს. სამანთა პაუერის განცხადება USAID საქართველოს ფეისბუქგვერდზე გავრცელდა. „კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის“ კანონის მხარდასაჭერად გამართულ კენჭისყრას, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ […]
ომის ერთადერთი პარტია მოსკოვშია – ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ერთადერთი „ომის პარტია“ მოსკოვშია და ის არის პასუხისმგებელია საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაზე. რადიო თავისუფლებამ თბილისში ვიტიზით მყოფ პოლიტიკოსებს, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს ჰკითხა, რას ფიქრობენ „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ ნარატივზე, რომელიც თითქოს საქართველოს ომში ჩაბმას ცდილობს. „ომის ერთადერთი პარტია მოსკოვშია. ეს არის პარტია, […]
“სად მივდივართ? – ევროპაში” – ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები აქციას შეუერთდნენ

15 მაისს საქართველოში ვიზიტით მყოფი ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობას შეუერთდნენ. მათ დემონსტრანტებთან ერთად გაიარეს რუსთაველის გამზირი პარლამენტის შენობამდე. მინისტრებმა შეკრებილ მომიტინგეებს პარლამენტის წინ განთავსებული სცენიდან სიტყვით მიმართეს. გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მას სურს ევროპული მომავალი ქართველებისთვის. “მე მინდა ქართველი ხალხისთვის ის მომავალი, სადაც […]
ლანდსბერგისი: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ

მინდა, ნათლად განვუცხადო ქართველ ხალხს და ეს მოიცავს საქართველოს მთავრობასაც, პარლამენტს, პოლიციას, სამხედროებს, მასწავლებლებს, ექიმებს და ადამიანებს ქუჩაში. მე ვსაუბრობ იმიტომ, რომ ვარ საქართველოს მხარეს, ვარ ევროპული საქართველოს მხარეს. არც ისე დიდი ხნის წინ, ყველა ჩვენ, ქართველები, უკრაინელები, ესტონელები, ლატვიელები, ლიეტუველები, გამოვედით რკინის ფარდის მიღმიდან და ჯერ კიდევ იმ დროს, როცა გაერო და NATO ჯერ […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 16 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 16 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ნაძალადევის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ანაპის, მუხრანის, რატევანის, გარეჯელის, უცნობი გმირის, ნაგომარის, ვანათის, ხორნაბუჯის, გუდამაყრის, ბუაჩიძის, თიანეთის, ჭოპორტის, ჟინვალის, ბოგვის, ლიახვის და ბუაჩიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო […]