რუსული კანონის სარკისებური ეფექტი ლარის კურსზე და მთავარი მესიჯი ივანიშვილს

ბიძინა ივანიშვილის მიერ ღიად ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული, ე.წ. რუსული კანონის მიღებას, მეორე დღესვე სარკისებური ეფექტი ჰქონდა საქართველოს ეკონომიკაზე. დილიდან, ლონდონის საფონდო ბირჟაზე მკვეთრად დაეცა საქართველოს ორი, ყველაზე მსხვილი ბანკის: Bank of Georgia Group PLC და TBC Bank Group PLC აქციები, შესაბამისად, 13 და 15%-ით, რაც ცალსახად, ამ “რუსულ კანონზე” უცხოელი ინვესტორების რეაქციაა. „ასე რეაგირებენ ინვესტორები […]
ევროკავშირი საქართველოს კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ უკან გაიწვიოს “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის” კანონი. „ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მისი არჩევანის გვერდით დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ დგას. დაუშვებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერებისა და ჟურნალისტების, მათი ოჯახების დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა“, – წერია განცხადებაში. ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია გავრცელებული განცხადებით მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიონ დაშინების, მუქარისა […]
,,ყველაზე კარგ სიზმარშიც ვერ ვნახავდი…” – ირინა სარიშვილი
ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,ყველაზე კარგ სიზმარშიც ვერ ვნახავდი იმას რასაც ახალგაზრდები აკეთებენ! გადარჩება საქართველო!”
ჩხოროწყუში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

ჩხოროწყუში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა ქალი, ანი პაპავა, რომელსაც ოჯახი 10 მაისის შემდეგ ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ოჯახის ახლობლები ავრცელებენ. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა ქალი მდინარე ცხენისწყალში იპოვეს.
ისლანდიის საგარეოს მინისტრი: აქ ვარ, თქვენ გვერდით იმის სათქმელად, რომ მარტო არ ხართ

მე ვარ აქ, რომ გაჩვენოთ ჩვენი საერთო სოლიდარობა საქართველოს მისწრაფებების მიმართ. მე ჩამოვედი ძალიან პატარა ქვეყნიდან, რომელსაც ძალიან განსხვავებული ისტორია აქვს და ძალიან განსხვავებული გამოცდილება. მაგრამ თავისუფლების ფასეულობები, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის არის ის, რაც ფუნდამენტს ქმნის ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, რასაც მოაქვს მშვიდობა და რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ჩვენ ვიყავით პატარა ერი, რომელმაც გაიარა […]
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აქციაზე – არასდროს დაგტოვებთ მარტო

არასდროს დაგტოვებთ მარტო, თუმცა ყველა ჩვენგანმა თავად უნდა შექმნას ისეთი ქვეყანა, რომელზეც კანდიდატი ქვეყანა ოცნებობს , – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა პარლამენტთან დემონსტრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ლანდსბერგისის თქმით, ყველამ ღიად უნდა ვისაუბროთ, რა შედეგები ექნება ამჟამინდელ გადაწყვეტილებებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება. “მინდა, მკაფიოდ ველაპარაკო საქართველოს […]
ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივიდნენ

ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველზე მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრები პარლამენტისკენ მიმავალ მსვლელობას შეუერთდნენ. რუსთაველის გამზირზე ევროპელი პოლიტიკსოების გამოჩენას მოქალაქეების ოვაციები მოჰყვა. “საქართველოს კანონიერი ადგილი ევროკავშირშია და, როგორც ვხედავთ, ქართველი ხალხი ამას მხარს უჭერს, ასე რომ, ამაში ერთად ვართ. მარტონი არ არიან, ქართველი ხალხი […]
,,საპატრიარქომ ჯერ ეკლესიის კარი ჩაუკეტა ახალგაზრდებს, მერე კი უტიფრად განუცხადეს…” – არჩილ გამზარდია

ჟურნალისტი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს: ,,საპატრიარქომ ჯერ ეკლესიის კარი ჩაუკეტა ახალგაზრდებს, რომლებსაც არბევდნენ, იმის ნაცვლად, რომ მღვდლები დაეტოვებინათ მორიგეებად, დახმარებოდნენ დარბეულ ახალგაზრდებს, მერე კი უტიფრად განაცხადეს, „ჩვენ არ ვყოფთ არც ახალგაზრდებს და არც ასაკოვან ადამიანებს იმის მიხედვით, ვინ რა პლატფორმაზე დგას. ჩვენი ახალგაზრდები ეკლესიის წევრები არიან, მის წიაღში იყვნენ და არიან სხვადასხვა პოლიტიკური […]
“ჩვენ არასდროს დაგტოვებთ მარტო”-| ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების მიმართვა აქციის მონაწილეებს

რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები მიმართავენ. “სად მივდივართ?” – ჰკითხა აქციის მონაწილეებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ქართულ ენაზე, რაზეც მათ უპასუხეს: “ევროპაში!” “ჩვენ არასდროს დაგტოვებთ მარტო”, – განაცხადა ლანდსბერგისმა. “სა-ქართ-ვე-ლო”, – აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. “დღეს მე აქ ვარ, თქვენს გვერდით, იმის […]
ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივიდნენ

ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველზე მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ. საგრეო საქმეთა მინისტრები პარლამენტისკენ მიმავალ მსვლელობას შეუერთდნენ. რუსთაველის გამზირზე ევროპელი პოლიტიკსოების გამოჩენას მოქალაქეების ოვაციები მოჰყვა. “საქართველოს კანონიერი ადგილი ევროკავშირშია და, როგორც ვხედავთ, ქართველი ხალხი ამას მხარს უჭერს, ასე რომ, ამაში ერთად ვართ. მარტონი არ არიან, ქართველი ხალხი მარტო […]