ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჩვენ არაფერს ხელვყოფთ, არაფერს ვაიძულებთ – ევროკავშირში ყოფნა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას ნიშნავს

არავინ აიძულებს აზერბაიჯანს მიიღოს რამე კანონი, მაგრამ არიან ისინი ევროკავშირისკენ გზაზე? არა, არ არიან. ევროკავშირში ყოფნა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას ნიშნავს, ასე მუშაობს ეს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი არავის არაფერს აიძულებს. “დღის განმავლობაში არაერთხელ გვითხრეს, რომ სუვერენიტეტის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არსებობს. რომ ყველა ქვეყანას აქვს […]

აქციის მონაწილეებმა შეძახილებით „არა რუსულ კანონს“ ბათუმის მთავარი შესავლელი გადაკეტეს

„არა რუსულ კანონს“ – ამ შეძახილებით ბათუმის მთავარი შესავლელი აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს. სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია. აქციის მონაწილეების თქმით, “ქართული ოცნება” ვალდებულია, რომ ხალხის ხმა გაიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი უფრო მასშტაბური იქნება. აქციაზე ისმის საქართველოს ჰიმნი. ბათუმის მთავარ შესასვლელთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებმა უნივერსიტეტიდან, ბათუმის მთავარ შესასვლელამდე აქცია-მსვლელობა მოაწყვეს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” […]

საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, 17 მაისს, 13:00-ზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, პარაკლისის დასრულების შემდეგ კი მსვლელობა დაიწყება. მათივე ცნობით, მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ გაიმართება. “2024 წლის 17 მაისს, 13:00-ზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინება პარაკლისი. პარაკლისის დასრულების შემდეგ დაიწყება მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების […]

გუბაზ სანიკიძე იმუქრება, რომ ვინც ამერიკა დააშანტაჟა საქმე ცუდად წაუვიდათ

გუბაზ სანიკიძე იმუქრება, რომ ვინც ამერიკა დააშანტაჟა საქმე ცუდად წაუვიდათ გუბაზ სანიკიძე იმუქრება, რომ ვინც ამერიკა დააშანტაჟა საქმე ცუდად წაუვიდათ. ამის შესახებ მან “ფორმულას” ეთერში განაცხადა და მაგალითად მოიყვანა ერაყის, სერბეთის და ლიბიის მაგალითები, როდესაც ამ ა, ქვეყნის ლიდერები ძალადობრივად დაამხეს. ლიბიის პრეზიდენტი კი ხალხს ჩააქოლინეს და მოაკვლევინეს. “ბიძინა, ყველაფრის დაშანტაჟება შეიძლება, ამერიკელების დაშანტაჟება არ […]

აქციის მონაწილეებმა ბათუმის ესტაკადა გადაკეტეს

ბათუმში პროტესტი გრძელდება – რუსული კანონის მოწინააღმდეგეებმა ბათუმის ესტაკადა გადაკეტეს. ისინი ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე “ქართული ოცნება” უარს არ იტყვის რუსულ კანონზე. როგორც ისინი აცხადებენ, ყველა დაწესებულებასთან მივლენ, სადაც შეიძლება, რომ ხელისუფლებას ხალხის ხმა გააგონონ.

4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე

, საპროტესტო მსვლელობას შეუერთდა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას ევროკავშირის დროშა აქვს შემოხვეული. ისინი, მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართავენ. მას შემდეგ, რაც გმირთა მოედანზე მყოფმა აქციის მონაწილეებმა გაიგეს, რომ უცხოელი სტუმრები რუსთაველზე უნდა მისულიყვნენ, გმირთა მოედნიდან პარლამენტისკენ დაიძრნენ

ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივიდნენ

ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველზე მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ. საგრეო საქმეთა მინისტრები პარლამენტისკენ მიმავალ მსვლელობას შეუერთდნენ. რუსთაველის გამზირზე ევროპელი პოლიტიკსოების გამოჩენას მოქალაქეების ოვაციები მოჰყვა. “საქართველოს კანონიერი ადგილი ევროკავშირშია და, როგორც ვხედავთ, ქართველი ხალხი ამას მხარს უჭერს, ასე რომ, ამაში ერთად ვართ. მარტონი არ არიან, ქართველი ხალხი […]

აზაროვის საგოლე პასი – “შახტარი” თასის მფლობელიც გახდა

უკრაინის თასის ფინალში „შახტარმა“ „ვორსკლა“ 2:1 დაამარცხა და მეთოთხმეტედ მოიპოვა ტიტული. დონეცკური გუნდი მე-40 წუთზე დაწინაურდა, როდესაც ირაკლი აზაროვმა ჩინებული პასი გაუკეთა დანილო სიკანს და მან თავურით დალაშქრა პოლტაველთა კარი. შესვენების შემდეგ მეტოქეს მეორე გოლი ეფიმ კონოპლიამ გაუტანა. 85-ე წუთზე კი ანგარიში “კოლხეთისა” და “დილას” ყოფილმა თავდამსხმელმა ნიკოლა კოვტალიუკმა შეამცირა. ასე და ამრიგად, „შახტარმა“ მიმდინარე […]

ბაიდენი აპირებს ისრაელს ახალი იარაღის შესაძენად $1 მლრდ-ზე მეტი გამოუყოს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ აცნობა კონგრესს, რომ პრეზიდენტი ისრაელისთვის ახალი იარაღის შესაძენად, $1 მლრდ-ზე მეტის გამოყოფას აპირებს. ამის შესახებ Wall Street Journal ინფორმირებული წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. მათი თქმით, საუბარია 700 მილიონი დოლარის ტანკების, საბრძოლო მასალის, 500 მილიონი დოლარის ტაქტიკური მანქანების და 60 მილიონი დოლარის ნაღმსატყორცნი ჭურვების მიწოდებაზე. აღნიშნულია, რომ საბრძოლო მასალა გამიზნულია „ჰამასთან“ ომის […]

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – ერთადერთი ომის პარტია მოსკოვშია

ერთადერთი ომის პარტია მოსკოვშია, ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მათი, ვინც თავისუფლებას აფასებს, ვალდებულებაა, ებრძოლონ და მოუგონ. “ერთადერთი ომის პარტია მოსკოვში არის. ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, ეს არის პარტია, რომელიც თავს […]