ივანიშვილის ცოლი რუსულ კანონსა და რეჟიმს ექომაგება

ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ცოლმა, ეკატერინე ხვედელიძემ გაავრცელა წერილი, რომლითაც ის ლექტორ როსტონ ცხვედიანის მიერ Formula-ს ეთერში გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება. ივანიშვილის ცოლი რუსულ კანონსა და რეჟიმს ექომაგება და წერს, რომ აღნიშნული კანონი გამჭვირვალეობას უზრუნველყოფს, ხოლო მისი ქმრის, ბიძინა ივანიშვილის მთავარი ინტერესი “ქვეყნის სიყვარულია”. მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ, შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტოვებინა თქვენი ემოციური სატელევიზიო მომართვა ჩემ მიმართ. […]
პაპუაშვილი: მტერიც და მოყვარეც, ქართველებისთვის ყველა უცხო ქვეყანაა

დღეს საქართველოს გამოწვევები აქვს იმასთან დაკავშირებით, უცხო ქვეყნები როგორ ცდილობენ, რომ ქართველ ხალხზე გავლენა ჰქონდეთ – ამაში აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო იგულისხმება. მტერიც და მოყვარეც, ქართველი ხალხისთვის ყველა უცხო ქვეყანაა. საქართველოში დასაფინანსებლად შემოსული ევროპული და ამერიკული ფული ნაწილობრივ გაუმჭვირვალეა. ამას რეგულირება სჭირდება.
Financial Times: EU გაყინავს საქართველოს განაცხადს გაწევრიანებაზე, თუ კანონს მიიღებენ

გამოცემა Financial Times საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ “ევროკავშირი გაყინავს საქართველოს განაცხადს წევრობაზე, თუ თბილისი მიიღებს სადავო კანონს “უცხოელ აგენტებზე”, რომელიც კრიტიკოსების თქმით, ვლადიმერ პუტინის რუსეთით არის შთაგონებული”. გამოცემა წერს, რომ ერთ თვიანი დემონსტრაციებისა და ბრიუსელიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მმართველმა პარტიამ სამშაბათს კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. Financial Times ევროკავშირიდან 3 წყაროზე […]
“მუხლზე დაჩოქილი გთხოვ, გემუდარები, შვილო ეკა, გააკეთე ის, რაც ლუდას და ფედიას შვილს ეკუთვნის“ – როსტომ ცხვედიანი ეკა ხვედელიძეს

ლექტორი როსტომ ცხვედიანი ბიძინა ივანიშვილის ცოლს, ეკა ხვედელიძეს მიმართავს: „მჯერა, შენს ოჯახში ხმა გაქვს და სიტყვა გეთქმის, ჩააგდე მანდილი სამოქალაქო დაპირისპირებულ მხარეებს შორის… თუ შენ შენს ოჯახში სიტყვა არ გეთქმის და ამ სიტუაციის განტვირთვის ვერაფერს აკეთებ, მაშინ შუშანიკი გაიხსენე… მუხლზე დაჩოქილი გთხოვ, გემუდარები შვილო ეკა, გააკეთე ის, რაც ქართველ ქალს, რაც ქალბატონი ლუდას და ფედიას […]
“მე გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს” – ბიძინა ივანიშვილის მეუღლე

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი როსტომ ცხვედიანს პასუხობს. „მოგესალმებით, ბატონო როსტომ, შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტოვებინა თქვენი ემოციური სატელევიზიო მომართვა ჩემ მიმართ. სამწუხაროდ, ვერც მე და ვერც ჩემმა დამ ვერ შევძელით, ჩვენი ბავშვობის მოგონებებში აღგვედგინა თქვენთან ურთიერთობის სცენები, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ თქვენ იცნობდით ჩემს მამას და ბრძანდებით მისი თაობის წარმომადგენელი, საშუალებას […]
საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს

საქართველოს ეროვნული პლატფორმა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს, – აღნიშნულის შესახებ განცახდებას საქართველოს ეროვნული პლატფორმა ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეროვნულმა პლატფორმამ პარლამენტთან გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი, თუმცა მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ანტი-ევროპული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ დაარეგისტრირა, ეროვნულმა პლატფორმამ ზემოაღნიშნული მემორანდუმი 4 აპრილს შეაჩერა და საქართელოს პარლამენტს მოუწოდა, რომ ეს ინიციატივა […]
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე – სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას – ხან არის პოზიციები, რომ დისკუსია, დიალოგი კი არ სურს ზოგიერთს, არამედ, მითითებების მიცემა

სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს საერთოდ ჩაბარებას. დამოკიდებულებების სამწუხარო ტენდენციებს ვხედავ, მათ შორის, გუშინ ჩვენი შეხვედრიდან გამომდინარე, ხან არის პოზიციები საქართველოს მიმართ, რომ ჩვენთან მოლაპარაკება, დისკუსია, დიალოგი კი არ სურს ზოგიერთს, მითითებების მიცემა სურს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გუშინ აღნიშნა, რომ ევროკავშირში […]
თურქული მედია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თურქეთში ვიზიტს ეხმაურება

თურქული მედია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თურქეთში ვიზიტს ეხმაურება. როგორც გამოცემა „ჰაბერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალური ცერემონიით დახვდება. „პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ ერდოღანი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად სადილი გაიმართება“, – აღნიშნულია „ჰაბერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ფავლენიშვილი – „ნაციონალურ მოძრაობას“ არაერთხელ განუცხადებია, რომ ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ერთობისთვის, რომელიც არის აუცილებელი და საჭირო ივანიშვილის ბანდის დასამარცხებლად

„ნაციონალურ მოძრაობას“ არაერთხელ განუცხადებია, რომ ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ერთობისთვის, რომელიც არის აუცილებელი და საჭირო ივანიშვილის ბანდის დასამარცხებლად. ივანიშვილის დამქაშებისგან განსხვავებით, ჩვენთვის მთავარია ქვეყნის ეროვნული ინტერესი, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაზე განაცხადა. როგორც ფავლენიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნულ ინტერესს პირად ინტერესზე მაღლა აყენებს“. „ნაციონალურ მოძრაობას“, […]
„საქპატენტის“ თანამშრომლები ბიოტექნოლოგიისა და ფარმაციის სფეროში სწავლებას გადიან

ევროპის საპატენტო უწყების (EPO) ექსპერტებმა საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის ქიმიის, მედიცინისა და ბიოლოგიის სამმართველოს თანამშრომლებისთვის ბიოტექნოლოგიისა და ფარმაციის სფეროში სასწავლო სესიები ჩაატარეს. შეხვედრა ჰიბრიდულ რეჟიმში განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “საქპატენტი“ ავრცელებს. „საქპატენტის“ ცნობით, სესიებზე ბიოტექნოლოგიისა და ფარმაციის სფეროში პატენტუნარიანობისა და აღწერილობის სისრულის შეფასების თავისებურებები განიხილეს. აგრეთვე, შემდეგი საკითხები: ობიექტები, რომლებიც გამოგონებად არ მიიჩნევა; […]