ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის შესახებ მიღწეული შეთანხმება დიდი წარმატებაა

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიებმა, 19 აპრილს მიღებული ოქმის შესაბამისად, სოფლებში: ბაგანისში-ბაგანის-აირუმში, ვოსკეპარში – აშაგი-ასკიპარაში, კირანცში- ხეირიმლში, ბერკაბერს-კიზილ ჰაჯილში საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე შეთანხმებას მიაღწიეს, -ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. „მათ ხელი მოაწერეს ამ სასაზღვრო ტერიტორიების აღწერა-ოქმებს. მინდა ვთქვა, რომ ეს დიდ წარმატებად მიმაჩნია ორი მიზეზის გამო – ჯერ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი საძირკველი […]
საქართველოს ეროვნული ბანკი – ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.მათივე ცნობით, ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით მიიღო, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები. „შედეგად, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა. ამასთან განვმარტავთ, რომ სავალუტო ბაზარზე […]
შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის მიერ ევროპული პლატფორმის შექმნის იდეაზე – ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, მაგრამ მას არ აინტერესებს კონსტიტუცია, ამ სახელმწიფოს ნაწილად თავს არ მიიჩნევს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპული პლატფორმის შექმნის იდეა კონსტიტუციის დარღვევის დაანონსებაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „ეს არის კიდევ ერთი დაანონსება კონსტიტუციის დარღვევის. სალომე ზურაბიშვილმა ერთხელ უკვე უხეშად, ღიად დაარღვია კონსტიტუცია, ეს სასამართლო დონეზე აღიარებული და დადასტურებულია. პოლიტიკური განაჩენიც საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ამასთან დაკავშირებით არის. ახლა ის ხელახლა აანონსებს კონსტიტუციის […]
„ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე – ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში არანაირი ორგანიზება არ სჭირდება

ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში არანაირი ორგანიზება არ სჭირდება – ეს აქცია არის იმდენად გულწრფელი, რომ ხელისუფლებას არანაირი დისკრედიტაცია არ გამოუვა, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე, თემურ ცამციშვილი ხელისუფლების ბრალდებას, რომ აქციების უკან ოპოზიცია, კერძოდ კი „ნაციონალური მოძრაობა“ დგას. მისივე განმარტებით, ეს გულწრფელი პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. „ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის […]
შალვა პაპუაშვილი – სკანდალი და უპატივცემულობაა ქართველი ხალხის, როდესაც უცხო ქვეყნის პოლიტიკოსები ანტისამთავრობო მიტინგზე გამოდიან – ეს დაუშვებელი და არაევროპული ქცევაა

საქართველოს 30-წლიან ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსები ანტისამთავრობო მიტინგზე გამოვიდნენ, თან იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენი პარტნიორები არიან, არამედ რომლებთანაც ჩვენ ისტორიული კავშირი გვაქვს, ჩვენი დამოუკიდებლობის ბრძოლის გზაზე – რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ქართველი ხალხის მიმართ ძალიან არასწორი საქციელი იყო, ეს რა თქმა უნდა, დაუშვებელია და ზუსტად ეს არის არაევროპული ქცევა, – […]
ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი დებატებს 27 ივნისს და 10 სექტემბერს გამართავენ

აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატები, ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი დებატებს 27 ივნისს და 10 სექტემბერს გამართავენ. „დემოკრატიული“ და „რესპუბლიკური“ პარტიების ლიდერების პირველი დებატები CNN-ის ატლანტას სტუდიაში, აუდიტორიის გარეშე ჩატარდება. დებატების მოდერატორი ჯეიკ ტეპერი და დანა ბაში იქნებიან. დებატების მეორე რაუნდი ABC-ში 10 სექტემბერს შედგება. საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 5 ნოემბერს გაიმართება.
აჭარის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს წევრები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ბოიკოტის რეჟიმში გადადიან

აჭარის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს წევრები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ბოიკოტის რეჟიმში გადადიან. მათ ერთობლივი ბრიფინგი, პარტიის ოფისში გამართეს და განაცხადეს, რომ საკრებულოებთან ყოველგვარ თანამშრომლობას წყვეტენ. დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ “ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით არის “რუსული რეჟიმი”. “პირველ რიგში, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პატრიოტ და მებრძოლ ახალგაზრდებს, რომლებმაც აქტიურ ფაზაში შეიყვანეს ევროპისკენ სვლა. რეგიონში ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში […]
უკრაინის ჯარებმა რუსეთის არმია აიძულეს, შეანელოს იერიში ხარკოვის ჩრდილოეთში

უკრაინის არმიის თანახმად, 16 მაისის თავდაცვითი ქმედებების შედეგად აიძულა რუსეთის ჯარები, იერიში შეანელოს ხარკოვის რეგიონის ჩრდილოეთში. არმიის ცნობით, ბრძოლა გრძელდება ვოვჩანსკის ჩრდილოეთ არეალში და უკრაინის ძალები ვითარებას აკონტროლებენ. უკრაინის გენერალური შტაბი იუწყება, რომ მოხდა 23 სამი საბრძოლო შეტაკება და უკრაინის არმიის პოზიციებს ცეცხლი 564-ჯერ დაუშინეს. კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ძალები ჯავშანტექნიკის საშუალებით ცდილობენ იერიშს კროხმალნოე-ბერესტოვოეს მიმართულებით. […]
სია: ქალი დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კვოტირების გაუქმებაზე ვეტოს დაძლევას

პარლამენტმა არჩევნებში ქალთა სავალდებულო კვოტირების გაუქმებაზე დადებული ვეტო 87 ხმით დაძლია. ამ საკითხის მხარდამჭერთა შორის 14 ქალი დეპუტატია – ყველა მათგანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრია. 2020 წლის ოქტომბერში, როცა ეს ქალები დეპუტატები გახდნენ, კვოტირების სავალდებულო წესი მოქმედებდა. 15 მაისს პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარი მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ქალმა დეპუტატებმა დაუჭირეს. მათ […]
“წუხელი მამუკა მდინარაძე მესიზმრა…” – სარიშვილი

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი: წუხელი მამუკა მდინარაძე მესიზმრა ტანზე თაფლწასმული თაკარა მზეზე იჯდა და ირინას ბანკის ვალები მე დამაწერეთო ბუტბუტებდა. მადლობა მამუ ❤️