საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ქუთაისი-სოხუმის მ/გ-ზე ახლადაშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალში შეჭრის სამუშაოებს განახორციელებს

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ქუთაისი-სოხუმის DN-500მმ მაგისტრალური გაზსადენის 81.6-97.7 კილომეტრებს შორის ახლადაშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალში შეჭრის სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 21 მაისს 08:00-დან 22 მაისის 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხისა და ანაკლიის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ ზუგდიდსა […]
შალვა პაპუაშვილი – სიმართლე არის ის, რომ უცხო ქვეყნებიდან ქართველ ხალხზე გავლენის მოხდენის მცდელობაა

განცხადებებს რომ ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა და არა სიმართლეს, ჩვენ ისეთი განცხადებები მოვისმინეთ ევროპელი მინისტრებისგან ანტისამთავრობო მიტინგზე, რომ მაშინ ამას უნდა ავყვეთ, მაგრამ ჩვენ ხომ ჭეშმარიტება და სიმართლე გვაინტერესებს?! – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარტნიორების მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, სიმართლე არის ის, რომ უცხო ქვეყნებიდან ქართველ ხალხზე გავლენის […]
ევროკავშირი გეგმავს სანქციებს კრემლთან დაკავშირებული პროპაგანდისტული ქსელების წინააღმდეგ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რუსეთის ოთხი მედიასაშუალება შეიტანონ იმ ორგანიზაციების სიაში, რომლებსაც სანქციები დაუწესდება. ისინი პროპაგანდაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ X-ის საშუალებით ცნობა გაავრცელა ევროკავშირის კომისარმა ფასეულობების და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იუროვამ. მისი თქმით, სანქციები შეეხება “ევროპის ხმას”, “რია ნოვოსტის”, “იზვესტიასა” და “როსიისკაია გაზეტას”, ასევე აიკრძალება რუსეთიდან ევროკავშირში მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. […]
ხვედელიძე ცხვედიანს: რომელი პუნქტი არ მოგწონთ და რატომ?

ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ცოლი ეკატერინა ხვედელიძე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეულ ლექტორს, როსტომ ცხვედიანს პასუხობს, რომელმაც მას ფორმულას ეთერით მიმართა. ხვედელიძე ლექტორს მიმართავს, რა არ მოსწონს რუსულ კანონში. “თქვენი თაობის უნიკალურობაა: შეისწავლო სიღრმისეულად საკითხი, გააკეთო ანალიზი და მხოლოდ ამის საფუძველზე გამოიტანო დასკვნა! სწორედ ასეთი შეხედულება მაძლევს საფუძველს, ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ეს კანონმდებლობა თქვენ არამარტო წაკითხული, […]
„არ ვიყოყმანებთ, პასუხისმგებლობა დავაკისროთ რუსული სტილის კანონის მიმღებ პირებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას“ – აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის 14 ქვეყნის პარლამენტარები

„არ ვიყოყმანებთ, პასუხისმგებლობა დავაკისროთ რუსული სტილის კანონის მიმღებ პირებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას“ – აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის 14 ქვეყნის პარლამენტარები არ ვიყოყმანებთ, პასუხისმგებლობა დავაკისროთ იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ რუსული სტილის კანონის მიღებასა და არაძალადობრივი დემონსტრანტების მიზანში ამოღებაში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას, – ამის შესახებ აშშ-ის, ევროკავშირისა […]
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ, სადაც ქალი ქალობს, კაცი კაცობს, დედას დედა ჰქვია და მამას მამა“ – ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილის განცხადება

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ, სადაც ქალი ქალობს, კაცი კაცობს, დედას დედა ჰქვია და მამას მამა“ – ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილის განცხადება ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის, როსტომ ცხვედიანის მიმართვას პასუხობს. „შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტოვებინა თქვენი ემოციური სატელევიზიო მომართვა ჩემ მიმართ. სამწუხაროდ, ვერც მე და ვერც ჩემმა დამ ვერ შევძელით, ჩვენი ბავშვობის […]
„ლარის გაუფასურება, დიდი ალბათობით, მხოლოდ მოლოდინების და პანიკის გამოა“ – სოსო ბერიკაშვილი

საქართველოს ბანკისა“ და „თიბისის“ აქიციების გაუფასურება „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების ბრალია – ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა. „გუშინ მიიღეს კანონი საბოლოოდ, სანამ ახლა პრეზიდენტის ვეტო იქნება, მერე დაძლევა… ამ ყველაფრის შედეგია, აქციების ფასის მკვეთრი დაცემა. ეგ იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები უყურებენ ამ ყველაფერს, ინვესტორები აფასებენ ეკონომიკურ სიტუაციას ქვეყანაში და ეს […]
ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება. პარლამენტში ინიცირებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, საქართველოში ზოგადი განათლების სამი საფეხური შემდეგნაირად განისაზღვრება: – დაწყებითი (6 წელი – I-VI კლასები), საბაზო (4 წელი – VII-X […]
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – ჩვენ მოვისმინეთ მაიკლ როთის სამარცხვინო განცხადება, სადაც ეკლესიას შეეხო ძალიან ცუდად, გამიჯნა ახალგაზრდობისგან და ნათელი მომავლისგან და თავად მისი ცხოვრების წესი ვიცით რაც არის

უხერხულობას ქმნის ის იმპერატიული ტონი და ზეწოლა, რომელიც გარედან ისმის – უბრალოდ მოდის დირექტივა, რომელი კანონი მიიღოს სახელმწიფომ, რომელი არა, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე შეფასებით, გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი ეკლესიას ძალიან ცუდად შეეხო და “ვიცით, თავად […]
შალვა პაპუაშვილი – ევროპის ნატამალი არ იყო უცხოელი თუ შიდა აქტორებისგან, ეს იყო ტიპური რუსული სტილი მსჯელობის დაბლოკვის – თუ ვინმე მზადაა, შინაარსობრივი დისკუსია განაგრძოს, მზად ვართ და თუ შევჯერდებით, ტექნიკური საშუალება არსებობს, როგორ ავსახოთ

ევროპის ნატამალიც არ იყო უცხოელი თუ შიდა აქტორების მხრიდან, ეს იყო ტიპური რუსული სტილი მსჯელობის დაბლოკვისა, უფრო მეტიც – საბჭოთა სტილი, რომ აიკრძალოს დისკუსია [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე] – თუ ვინმე მზადაა, შინაარსობრივი დისკუსია განაგრძოს, მზად ვართ და თუ რამეზე შევჯერდებით, ტექნიკური საშუალება არსებობს, როგორ ავსახოთ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. […]