ილია დარჩიაშვილი პრემიერის ანკარაში ვიზიტზე – მთავრობის მეთაურს ექნება შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, განხილული იქნება საკითხები, რომელიც აერთიანებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს

მთავრობის მეთაურს ექნება შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სადაც იქნება ისეთი საკითხები განხილული, რომელიც აერთიანებს ჩვენი, ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ანკარაში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება. მინისტრის თქმით, თურქეთი არის სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და მთავრობის მეთაურის ვიზიტი ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს ძლიერ იმპულსს […]
შალვა პაპუაშვილი – ადრე მოსკოვში დარბოდნენ და ცენტრისგან ითხოვდნენ თავისი კონკურენტების დასჯას, დღეს იმავე ხალხის შთამომავლები ბრიუსელსა და ვაშინგტონში დარბიან, რათა დააბეზღონ კონკურენტები

საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს არა სანქციების იმედით თუ შიშით, არამედ ქართველი ხალხის მანდატით. ეს არის ჩვენი განმაპირობებელი, თორემ სანქციებით ხან რუსეთი გვემუქრება და ხან ვინ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩვენ გვყოლია ასეთი „ენჯეოები“, პოლიტიკოსები, რომლებიც უცხო ქვეყანაში დადიან და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩარევას ითხოვენ, იქნება ეს სანქცია […]
ხატია დეკანოიძე – საპოლიციო ძალები მშვიდობიან დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ: მუშტებს ურტყამდნენ, თმებში ქაჩავდნენ, წაქცეულებზე წიხლებით დგებოდნენ – ყველა ფაქტი გვაქვს შეკრებილი და გავაგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებში

აქციების დაშლისას, საპოლიციო ძალები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდ ნაწილს. ყველა ფაქტი გვაქვს მოპოვებული და შეკრებილი, რასაც გავაგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მშვიდობიანი აქციების დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო“. „მე […]
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „2024 წლის 16 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა გაყიდა 60 000 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7580 შეადგინა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებს – ყველაზე ძლიერად რუსეთი საქართველოს საკითხებში ერევა ოპოზიციური პარტიებისა და მათი მედიების საშუალებით – ასე რომ, გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ

ყველაზე ძლიერად რუსეთი საქართველოს საკითხებში ერევა ოპოზიციური პარტიებისა და მათი მედიების საშუალებით – ასე რომ, გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ნებისმიერი სამოქალაქო უთანხმოება, დაპირისპირება და პოლარიზაცია რუსეთს აწყობს და ამას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედია. კითხვაზე, ერევა თუ არა […]
გურამ მაჭარაშვილი სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმის შესახებ – ნეოლიბერალები განსხვავებულ აზრს კი არ დევნიან, არამედ – კლავენ

„ხალხის ძალის“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ ნეოლიბერალები განსხვავებულ აზრს კლავენ. მისი შეფასებით, თანამედროვე ლიბერალიზმი, ვერ იტანს განსხვავებულ მოსაზრებას. „აუცილებლად უნდა ითქვას ის ფაქტი, რომ როცა საუბარია ევროპული ღირებულებებისა და საქართველო-ევროპის ურთიერთობის დაზიანებაზე, ის ხალხი, უცხო ქვეყნების მინისტრები, რომ ჩამოვიდნენ, ზუსტად ესენი აზიანებენ. თანამედროვე ლიბერალიზმი, რეალურად, ვერ იტანს განსხვავებულ მოსაზრებას. […]
ლადო მგალობლიშვილი – ჩვენ გვინდა პარტნიორობა დასავლეთთან, როგორიც თანაბარი თანაბართან და არა როგორც ბატონი ვასალთან – ნახევრად დამოუკიდებლობა არ არსებობს

ჩვენ გვინდა პარტნიორობა დასავლეთთან, როგორიც თანაბარი თანაბართან და არა როგორც ბატონი ვასალთან. ნახევრად დამოუკიდებლობა არ არსებობს, დამოუკიდებელი ან ხარ, ან არა, – ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს საკანონმდებლო ორგანოს მორიგ პლენარულ სხდომაზე. როგორც მგალობლიშვილი აცხადებს, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს კანონის მიღებას არავინ […]
პუტინი ახალი ვადის ფარგლებში პირველი საგარეო ვიზიტით ჩინეთს ეწვია

მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა ახალი ვადით მმართველობა დაიწყო, პირველი ვიზიტით ის ჩინეთს ესტუმრა და სი ძინფინგს შეხვდა. “ჩვენ შევქმენით კარგი, კეთილი ტრადიცია, რომლის ფარგლებშიც უცხოეთში პირველ ვიზიტებს ერთმანეთთან ვახორციელებთ და ეს არის ნათელი დამამტკიცებელი საბუთი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის და ჩვენთვის, მოსკოვისთვისა და პეკინისთვის ორმხრივი თანამშრომლობის თანმიმდევრული განვითარების კურსი, ყოვლისმომცველი პარტნიორობა და სტრატეგიული თანამშრომლობა.” […]
რუსი სენატორი: ევროპელმა მინისტრებმა უკანონო, ძალადობრივ აქციებში მიიღეს მონაწილეობა

ლიტვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურებმა ოთხშაბათს უცხოეთის გავლენის აგენტების კანონის საწინააღმდეგო, უკანონო, ძალადობრივ აქციაში მიიღეს აქტიური მონაწილეობა – ეს არის მორიგი სახდეპელი ვიქტორია ნულანდი, რომელიც ორცხობილებს არიგებს კიევის მაიდანზე. ქვეყნები იცვლება, მეთოდები რჩება იგივე – ცდის ობიექტების სუვერენიტეტისადმი სრული სიძულვილი და უცერემონიო, თვალში საცემი ჩარევა. ამ სიტყვებით გამოეხმაურა რუსეთის სენატის წევრი, რუსეთის […]
ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმისთვის ერთ პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ Tbilisi Pride-ის თანადირექტორის, ანა სუბელიანის მამის, თამაზ სუბელიანის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. “გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მაისს, თბილისში, ნუცუბიძის მე-2 მკ/რნ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შელაპარაკებისას, თ.შ.-მ პირადი განაწყენების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მის მეზობელს, თ.ს.-ს სახის არეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიიღო”. – წერია პროკურატურის განცხადებაში. […]