საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილი სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ 17 აპრილიდან მოყოლებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 10 შეხვედრა გამართა, 5 ათასამდე ადამიანს შევხვდით. მინდა გითხრათ, რომ ამ ცვლილებებს ყველგან ძალიან დიდი მოწონებით და მხარდაჭერით შეხვდნენ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს და სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის სხდომის […]

ზურაბ ჩიკვილაძე – შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისა და მოზარდების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები იხვეწება და უფრო სრულყოფილი ხდება

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე აცხადებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისა და მოზარდების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები, რომლებსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს, წლიდან წლამდე იხვეწება და უფრო სრულყოფილი ხდება. ზურაბ ჩიკვილაძის თქმით, წარმატებით ხორციელდება პროგრამა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ შესახებ. მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობის […]

გმირთა მემორიალთან, ხვალ, დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინება

გმირთა მემორიალთან, 17 მაისს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებსა და უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით პანაშვილი 11:00 საათზე დაიწყება. მათივე ცნობით, პანაშვიდს, სასულიერო პირებთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობასთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრებიან ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები […]

სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმაში ეჭვმიტანილს ბრალი მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს

სლოვაკეთის პოლიციამ მამაკაცს, რომელიც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმისთვის დააკავეს, ბრალი მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, – ინფორმაციას CNN-ი სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. სლოვაკური მედიის ცნობით, დაკავებული 71 წლის სლოვაკი მწერალი და პოეტი, მისი სახელი და გვარი ოფიციალურად იდენტიფიცირებული არ არის. გუშინ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო სროლის დროს დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტი დედაქალაქ ბრატისლავიდან […]

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. დღეს თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი […]

“ეს მიგვიყვანს ეკონომიკურ კოლაფსამდე, რაც ნიშნავს პროდუქტის, საწვავის, ენერგოტარიფების გაძვირებას” – ოთო აბესაძე

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ოთო აბესაძე პროფესიული თვალით რომ შევხედო – რა არის სანქცირებული მთავრობა? სანქცირებული მთავრობა ნიშნავს ნულოვან ინვესტიციას ქვეყანაში. დასავლური მხრიდან სანქცირებული მთავრობა ნიშნავს, რომ არც გამოიხედებიან და არ მოხდება არანაირი მოლაპარაკება ტრანსნაციონალური, მულტინაციონალური და ა.შ. კორპორაციების მხრიდან. ეს მიგვიყვანს ეკონომიკურ კოლაფსამდე. საქართველო ეკონომიკურად მოექცევა იზოლაციაში, რაც ნიშნავს, დამატებით ფასების ზრდას, დამატებით პროდუქტის გაძვირებას, […]

ხარკოვის რეგიონში სიტუაცია კონტროლდება, მაგრამ ეს მიმართულება რჩება “უკიდურესად რთულად” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის რეგიონში საერთო სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ ეს ტერიტორია სამხედრო საფრთხის თვალსაზრისით კვლავ “უკიდურესად რთულად რჩება.” “დღეის მდგომარეობით, ხარკოვის რეგიონში სიტუაცია, ზოგადად, კონტროლდება. ჩვენი ჯარისკაცები მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ ოკუპანტს, მაგრამ მიმართულება უკიდურესად რთული რჩება. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს დანაყოფებს”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ხარკოვში უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის გასვლითი სხდომის დასრულების […]

ჰუმელსი, გორეცკა, გნაბრი და ბრანდტი განაცხადს მიღმა – ნაგელსმანმა ევრო 2024-ისთვის შემადგენლობა დაასახელა

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. “ბუნდესნაკრების” განაცხადს მიღმა ისეთი ფეხბურთელები დარჩნენ, როგორებიც მატს ჰუმელსი, ლეონ გორეცკა, იულიან ბრანდტი, კარიმ ადეიემი, ნიკლას ზულე, ტიმო ვერნერი და სერჟ გნაბრი არიან. ნაგელსმანმა ტურნირისთვის 27 ფეხბურთელს უხმო, თუმცა, საბოლოო განაცხადში მხოლოდ 26 მოთამაშე მოხვდება. მეკარეები: ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი), ალექსანდერ ნიუბელი (შტუტგარტი), […]

დეპუტატები საგამოძიებოს მოუწოდებენ, ძალის გადამეტებაზე გამოძიების დეტალები წარადგინონ

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე დაწყებული გამოძიების დეტალების გასაჯაროებას მოითხოვენ. კერძოდ, დეპუტატები მოითხოვენ პასუხს შემდეგ კითხვებზე: · შედგა თუ არა თითოეულ დაკავებულზე დაკავების ოქმი, · კონკრეტულად რომელი ქვედანაყოფი იდგა შესაბამის ადგილებში. სადაც მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდნენ. […]

მიხეილ სააკაშვილი – ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ტრიბუნასთან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის“ ხსენებით იწყებენ – საქართველო მსოფლიო რუკაზე, თავისი საუკეთესო სახით, სწორედ „ვარდების რევოლუციამ“ გამოაჩინა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის” ხსენებით იწყებენ -საქართველო მსოფლიო რუკაზე, თავისი საუკეთესო სახით, სწორედ „ვარდების რევოლუციამ” გამოაჩინა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, ხოლო დღევანდელი მოვლენები და ახალგაზრდობა საქართველოს მსოფლიოს დემოკრატიის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ ლიდერად აქცევს. „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან […]