სუპერლიგის ჩემპიონობისთვის ფინალურ სერიაში “ქუთაისი” “კავკასიას” დაუპირისპირდება

აპრილის შუა რიცხვებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო 2 მატჩიდან ორივე რომ არ მოეგო, პლეი-ოფში ვერ გადიოდა. “კავკასიამ” ბოლო წამებზე დაამარცხა “რუსთავი”, შემდეგ “რაშსაც” მოუგო და პლეი-ოფში მე-7 ადგილიდან გავიდა. გუნდი, რომელიც პლეი-ოფში ბოლო მომენტში, დიდი ბრძოლის შედეგად გავიდა, ფინალშია. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში არასდროს მომხდარა, რომ ფინალისტი რეგულარული ჩემპიონატის მოწინავე ოთხეულში არ […]

გავიხსენოთ, რა მოხდა საქართველოში 1992-1993 წლებში და არ ჩამოვშალოთ ეკონომიკა – ლაშა პაპაშვილი

„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები საქართველოს ეკონომიკას რისკის ქვეშ აყენებს. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესებმა ქუჩიდან კაბინეტებში გადაინაცვლოს. „კანონი დამტკიცებულია. ახლა ხელისუფლების შესაბამისმა შტოებმა და ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ხელებდაკაპიწებულმა ამ კანონზე, რომ მივიღოთ ევროკავშირისთვის და მოქალაქეებისთვის მისაღები კანონი, რათა ქუჩაში არსებული ვითარება მორჩეს. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, […]

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება – სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება. პარლამენტში ინიცირებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვით, საქართველოში ზოგადი განათლების 3 საფეხური შემდეგნაირად განისაზღვრება: – დაწყებითი (6 წელი – I-VI კლასები), საბაზო (4 წელი – VII-X […]

მიხაილ როთმა ბუნდესტაგის ოფისში „კომერსანტის“ ჟურნალისტის ნაჩუქარი დროშა გამოფინა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა ბუნდესტაგის საკუთარ ოფისში თბილისში ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილის ნაჩუქარი დროშა გამოფინა. მისთვის უცნობი დემონსტრანტი „კომერსანტის“ ჟურნალისტი ბაჩანა საჯაიაა, რომელმაც როთს დროშა თბილისში სტუმრობისას, 14 მაისის აქციაზე აჩუქა. როთი X-ზე წერს, რომ დროშა ახლა ბუნდესტაგის ოფისს ამშვენებს და აქციის მონაწილეს, ვინც მას ეს დროშა მისცა სთხოვს, […]

კანის საერთაშორისო კინოფესტივალში საქართველო ეროვნული პავილიონით მონაწილეობს

14-25 მაისს ქ. კანში იმართება 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელზედაც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პავილიონი გაიხსნა. კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარდგენილი საქართველოს პავილიონი წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინო გადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას. ქართული კინოს სათანადოდ წარდგენისა და პოპულარიზაციის მიზნით კინოცენტრის […]

გიორგი შერმადინი მიმდინარე სეზონის ესპანეთის ლიგის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. გამოკითხვის შედეგები, რომელშიც მონაწილეობას ესპანეთის ჩემპიონატის კლუბების მწვრთნელები, მოთამაშეები, მასმედიის წარმომადგენლები და ქომაგები იღებდნენ, 14 მაისს გახდა ცნობილი. შედეგად, გაირკვა, რომ სიმბოლური ხუთეულში, შერმადინის გარდა, ფაკუ კამპაცო (რეალი), ანდრეს ფელისი (ხუვენტუტი), მარკუს ჰოვარდი (ბასკონია) და დილან ოსეტკოვსკი (უნიკახა) მოხვდნენ. ქართველი კალათბურთელი 2-ჯერ გახდა თვის საუკეთესო მოთამაშე, 4-ჯერ კი […]

„ზღაპრებს ბავშვებისთვის ვწერ და კიდევ იმ დიდებისთვის, რომლებშიც ბავშვი ცოცხლობს“

დღეს ცნობილი ქართველი მეზღაპრე გურამ პეტრიაშვილი 82 წლის გახდა. “ქუჩაში რომ ბავშვი წაიქცევა და მუხლები გადაუტყავდება, მგონია, იმ ადგილას მუხლები მეც გადამიტყავდა. მტკივა და ხელს ვისვამ. ზღაპრებს ბავშვებისთვის ვწერ და კიდევ იმ დიდებისთვის, რომლებშიც ბავშვი ცოცხლობს. სანამ ეს ბავშვია ჩვენში, მანამდე ვართ ადამიანები, როცა ეს ბავშვი აღარ იქნება, მაშინ ჩვენც აღარ ვიქნებით ადამიანები…” – ამბობს […]

“ქართულ კოშმარს” არ ესმის ევროპული თავისუფლებები… ეს პუტინიზმია” – პავილიონისი

“ქართულ კოშმარს” არ ესმის ძირეული ევროპული თავისუფლებები – ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი აკეთებს. “ქართულ კოშმარს” არ ესმის ძირეული ევროპული თავისუფლებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კოპენჰაგენური კრიტერიუმები – დემოკრატია – დაწყებული შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებით. პუტინის კანონის შემოღებით ისინი ამ თავისუფლებებს მათთვის უცხოდ აცხადებენ. ეს პუტინიზმია.” – წერს […]

“დედები შვილების თაობის მხარდასაჭერად” – დღეს დედები მსვლელობას მოაწყობენ

დღეს, 16 მაისს, 16:00 საათზე დედები მარშს მოაწყობენ. “დედები შვილების თაობის მხარდასაჭერად” – ამ სლოგანით გაიმართება მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამავდროულად, დღეს, 19:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოს წინ ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ ერთხმად ეტყვიან ივანიშვილის გუნდის რუსულ კანონს არას.

“შენი მეუღლის მიერ დაგეშილი “კაცები” თავ-პირს ამტვრევენ, აშინებენ ჩვენ შვილებს, შვილიშვილებს და მათ მშობლებს” – ხუხაშვილი ივანიშვილის ცოლს

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის ცოლს, ეკატერინე ხვედელიძეს მიმართავს: ეკა, შენ ხარ ადამიანი, რომელსაც მიუხედავად ბიძინასთან დაკავშირებით უკიდურესი იმედგაცრუებისა და გაბრაზებისა, მე და ჩემი ოჯახი დღემდე პატივს გცემთ და გვიყვარხარ… ამიტომ გეტყვი – ეჭვი ნამდვილად არ მეპარება, რომ გიყვარს შენი ოჯახი. ხარ კარგი დედა და ბებია. საერთოდ ოჯახის ინსტიტუტიც რომ საზოგადოებრივი მშენებლობის ფუნდამენტად მიგაჩნია. ამასთანავე, […]