საფრანგეთის შს მინისტრის განცხადებით, ახალ კალედონიაში, არეულობაში მონაწილე ძალებს აზერბაიჯანთან კავშირები აქვთ – აზერბაიჯანმა ბრალდება უარყო

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანენის განცხადებით, ახალ კალედონიაში, არეულობაში მონაწილე ძალებს აზერბაიჯანთან კავშირები აქვთ – აზერბაიჯანმა ბრალდება უარყო. „ეს რაიმე სახის გამოგონება არ არის, ეს რეალობაა. ვწუხვარ, რომ კალედონიის დამოუკიდებლობის მომხრე ზოგიერთმა ლიდერმა აზერბაიჯანთან შეთანხმება დადო. ეს ეჭვგარეშეა“, – ასე უპასუხა ჟერალდ დარმანენმა კითხვას იმის შესახებ, ერევიან თუ არა ჩინეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი ახალ […]
გუკა რჩეულიშვილი: პოლიციის კორდონში შემაგდეს, ცემა-ტყეპას შიგნითაც აგრძელებდნენ

ხელის მოხვედრას ჩემზე ისეთი ეფექტი არ ჰქონია, მათმა სიძულვილმა კი მართლა გამაოცა […] აბსოლუტურად ყველას ჰქონდა სურვილი, რომ ხელი დაერტყა – იმის მიუხედავად, თუ სად იდგნენ და საერთოდ რაიმე შეხება ჰქონდათ თუ არა ჩემ დაკავებასთან. მახსოვს, რომ ჩემ გვერდზე ბიჭის დაკავებას ცდილობდნენ. ამ დროს კი, ასე ვთქვათ, მე მას გამოვესარჩლე და ჩემზე გადმოვიდნენ. ეგრევე პოლიციის […]
სად ირიცხება საქართველოდან ფული – ტოპ-10 ქვეყანა

ფულადი გადარიცხვები გაიზარდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის აპრილში, საქართველოდან უცხოეთში 30,438 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც 6,9%-ით მეტია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის აპრილში გადარიცხვებმა 28,478 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება საქართველოში გადმორიცხვებს, 2024 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 24,8%-ით შემცირდა და […]
თბილისში KEBURIA-ს მაღაზია გაიხსნა

თბილისში, მერაბ კოსტავას 13 ნომერში KEBURIA-ს გაიხსნა. დიზაინი სანდრო კვირიკაძეს ეკუთვნის, რომელმაც KEBURIA-ს ნამუშევრების წარმოსაჩენად ვერცხლისფერი მეტალით და სარკეებით მოპირკეთებული მინიმალისტური და ორიგინალური გარემო შექმნა. როგორც გიორგი ქებურიამ fashionholicsonline-თან საუბრისას აღნიშნა მისი მთავარი მოთხოვნა იყო, შედეგი ფუტურისტული, სადა და მკაცრი ყოფილიყო, რომელსაც საკუთარი კოლექციით გაამრვალფეროვნებდა. მაღაზიაში მოხვედრისთანავე, მომხმარებლის ყურადღებას, უპირველესყოვლისა, კედელზე დამონტაჟებული მონიტორი იქცევს, რომელიც […]
ძალადობის დაგმობისთვის სამთავრობო POSTV-დან მსახიობი ანა ამილახვარი გაათავისუფლეს

მსახიობი და ტელეწამყვანი ანა ამილახვარი წერს, რომ ძალადობის დაგმობისა და რუსული კანონის შემობრუნების გამო გაოცებისთვის სამთავრობო ტელევიზია POSTV-დან გაათავისუფლეს. მისი თქმით, დაიბარეს და უთხრეს, რომ ტელევიზიაში მათგან განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანი ვერ იმუშავებდა. “ჩემო მეგობრებო, აღარ ვარ ტელევიზია POSTV-ის თანამშრომელი. მიმყავდა დილის გასართობი გადაცემა “პოსტ ალიონი”. ორი კვირის წინ, აქციებზე პირველი შეტაკებების შემდეგ დავწერე კომენტარი, […]
ირმა სოხაძე: POSTV-ზე ჩემი გადაცემა დროებით შეჩერდა, არ არის ახლა ამის დრო

ირმა სოხაძის თქმით, “საერთო გადაწყვეტილებით” პროპაგანდისტულ არხ POSTV-ზე მისი გადაცემა დროებით შეჩერდა, რადგან მომღერალი ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენების გამო ახლა ამის დრო არ არის. “გადაცემა გაჩერდა, იმიტომ რომ მეც მიმაჩნია… პირველ რიგში მე ვთქვი, რომ არ არის ახლა ამის დრო და ყველა დამეთანხმა. ისეთი გადაცემაა, ძალიან მხიარული, სულ სხვაგან არის… რასაკვირველია [უკავშირდება] მიმდინარე მოვლენებს და […]
ერთი არგუმენტიც ვერ მოვისმინე, კანონი რატომ არის ცუდი?! – მამა შალვა რუსულ კანონზე

მამა შალვა კეკელიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა. „ეს დღეებია ვადევნებ თვალს გამომსვლელებს, მათ შორის პარლამენტშიც და არცერთი ოპოზიციონერისგან ერთი არგუმენტიც ვერ მოვისმინე, კანონი რატომ არის ცუდი?! ჩვენ, მოაზროვნე ადამიანებს გვჭირდება არგუმენტები, ეს მონური დამოკიდებულება არ გვექნება არავისთან. ჩვენი მეგობრები ახლობლები გადიოდნენ აქციებზე და ვეკითხებოდი რატომ იყო კანონი რუსული. აქციაზე 90%-ს კანონი წაკითხული არ […]
დეპუტატები სპეციალური საგამოძიებოს ხელმძღვანელს მიმართავენ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები თამარ კორძაია და ხატია დეკანოიძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს მიმართავენ და მოუწოდებენ, გამართოს ბრიფინგი და საზოგადოებას გააცნოს მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაცია აქტივისტებზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე პოლიციის მხრიდან ძალადობის საქმეების შესახებ: „მე მივმართავ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, დროა გამოვიდეს და წარუდგინოს საზოგადოებას ანგარიში რა კონკრეტული ღონისძიებები განახორციელა 2 მაისს აქციაზე […]
თამარ კორძაია – სუვერენიტეტის დათმობა არ ხდება – მავნებლობაა, როდესაც ასეთ დეზინფორმაციას ავრცელებს ხელისუფლება, თითქოს, ჩვენს სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება

სუვერენიტეტის დათმობა არ ხდება – მავნებლობაა, როდესაც ასეთი ტიპის დეზინფორმაციას ავრცელებს ხელისუფლება, თითქოს, ჩვენს სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „სუვერენიტეტის დათმობა არ ხდება. ეს არის საერთაშორისო შეთანხმება, სადაც სახელმწიფოები ურთიერთვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს იღებენ და ეს ხდება სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილების ფარგლებში. როდესაც ასეთი ტიპის დეზინფორმაციად ავრცელებს ხელისუფლება, თითქოს, […]
დავით ბაციკაძე – დღეს, დასავლურ სამყაროში ლიბერალური დღის წესრიგი ბატონობს

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ბაციკაძის განცხადებით, „ლიბერალები, ეცდებიან, მხარი დაუჭირონ საკუთარ დღის წესრიგს და დაეხმარონ თავიანთ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მის მართვაში, თუმცა, არჩევნების შედეგად ევროპარლამენტში ლიბერალებს კონსერვატორები ჩაანაცვლებენ“. ამის შესახებ ბაციკაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას ისაუბრა. „დღეს, დასავლურ სამყაროში, ლიბერალური დღის წესრიგი […]