4GB 2024 გაუქმებულია – მიზეზი ქვეყანაში შექმნილი ვითარებაა

ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი 4GB წელს არ გაიმართება – მიზეზი ქვეყანაში შექმნილი ვითარებაა.
“გაუმართლებლად მიგვაჩნია ამ დღეებში ფესტივალის ჩატარება. ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს!” – წერენ ფესტივალის ორგანიზატორები ფესტივალის ფეისბუკგვერდზე.
ფესტივალი წელს 23-25 მაისს უნდა გამართულიყო – უკვე გაყიდული ბილეთების დაბრუნება 10 ივნისის ჩათვლით არის შესაძლებელი.
4GB, რომელიც ეძღვნება ავტოავარიაში დაღუპული ერთ-ერთი პირველი ქართველი დიჯეის, გიორგი ბაქანიძის ხსოვნას, ყოველწლიურად ტარდება 2011 წლიდან.

2013-2017 წლებში 4GB-ს ზედიზედ ხუთჯერ მიენიჭა წლის საუკეთესო ფესტივალის ტიტული ქართული ელექტრონული მუსიკის დაჯილდოების ცერემონიალის, ელექტრონავტის, მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული