არასამთავრობო ორგანიზაციები – საპროტესტო მუხტის შესუსტებისა და აქტივისტების დასჯის მიზნით, ხელისუფლება არაპროპორციული ძალის გამოყენების, მასობრივი დაკავებების, არაადამიანური მოპყრობის და დევნის პრაქტიკას განაგრძობს

„რუსული კანონის“ დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ხელისუფლება საპროტესტო აქციების მუხტის შესუსტებისა და აქტივისტების დასჯის მიზნით, არაპროპორციული ძალის გამოყენების, მასობრივი დაკავებების, არაადამიანური მოპყრობის და სისხლის სამართლებრივი დევნის პრაქტიკას განაგრძობს. საია-ს ინფორმაციით, 15 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაციების […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 17 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 17 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ირაკლი აბაშიძის, ყიფშიძის, გიორგი წერეთლის, ნინო რამიშვილის, […]

ლარი 16 მაისსაც ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა, 43-ვე ვალუტასთან გაუფასურდა

რუსული კანონის მიღების ფონზე ლარი გაუფასურებას განაგრძობს. 60 მილიონი დოლარის გაყიდვის მიუხედავად, ეროვნული ვალუტა დოლართან 2.73 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 4.25 თეთრით. 16 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7323 ლარია, ერთი ევროსი – 2.9577 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.81 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.06 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, […]

„რამდენჯერმე მცემეს, მემუქრებოდნენ, წამართვეს ყველა პირადი ნივთი“ — აქციაზე დაკავებული მოქალაქე

მოქალაქე გიორგი ფოფორაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსული კანონის აქციაზე უმიზეზოდ დააკავეს, შემდეგ კი სპეცრაზმელებმა რამდენჯერმე სცემეს. გარდა ამისა, ფოფორაძის თქმით, წაართვეს მობილური ტელეფონი და სხვა ტექნიკა. „დამიჭირეს უმიზეზოდ, მხოლოდ აქციაზე დგომის გამო. ბევრჯერ გამიმეორა სპეცრაზმმა — აქ რატომ ხარ, რა პროტესტი მოგინდათო?! ნიღბიანების ჯგუფი — გდდ, ხარებას დაჯგუფება, არის „განსაკუთრებული დანაშაულის დაჯგუფება“. რამდენჯერმე მცემეს […]

სლოვაკეთის პრემიერის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე ამ დროისთვის აღარ ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC სლოვაკეთის ვიცეპრემიერზე დაყრდნობით ავრცელებს. პრემიერმინისტრი 15 მაისს დაჭრეს, როდესაც ის ხალხს ესალმებოდა ქალაქ ჰენდლოვაში, კულტურული საზოგადოებრივი ცენტრის წინ. მას რამდენჯერმე ესროლეს. ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენის ადგილზევე დააკავეს. ვიცეპრემიერი ტომას ტარაბა ამბობს, რომ პრემიერის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 59 წლის […]

$60 მილიონის გაყიდვის მიუხედავად ლარი დღესაც გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვის მიუხედავად, ლარი აშშ დოლართან კვლავ გაუფასურდა. 17 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი აშშ დოლართან 0.0273 ლარით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7596 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთანაც. 17 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 ევროს ღირებულებამ 3.0002 ლარი შეადგინა, რაც წინა დღის ოფიციალურ კურსზე […]

„კიდევ შენ ხარო? მირტყამდნენ და მაგინებდნენ“ — გრიგორიადისი გაათავისუფლეს

რამდენიმე დღის წინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი გაათავისუფლეს. გრიგორიადისის თქმით, ის პარლამენტის წინ იდგა მეგობართან ერთად, როცა მოქალაქეების დაკავება დაიწყეს, მათ დახმარებას ცდილობდა, როცა პოლიციელებმა კორდონში შეითრიეს. „საერთოდ ვერ მივხვდით, რაზე დაგვაკავეს. იქ ბევრი ადამიანი დააკავეს კიდევ. გზაში გვირტყამდნენ, გვცემდნენ, გვაგინებდნენ, გვიღებდნენ თან ამავდროულად. რომ ჩამოგატარებენ და გზადაგზა გირტყამენ და გაგინებენ… „კიდევ […]

ლაზარე გრიგორიადისი გაათავისუფლეს

ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს. მისი თქმით, დაკავების შემდეგ ადგილი ჰქონდა სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას. “საერთოდ ვერ მივხვდით, რაზე დაგვაკავეს. იქ ბევრი ადამიანი დააკავეს კიდევ. გზაში გვირტყამდნენ, გვცემდნენ, გვაგინებდნენ, გვიღებდნენ, თან ამავდროულად”, – ამბობს გრიგორიადისი. ლაზარე იხსენებს, რომ პარლამენტის წინ იდგა, როცა მოქალაქეების დაკავება დაიწყეს, მას შემდეგ კი, რაც […]

“ახლა არ შემიძლია გასართობი გადაცემის წაყვანა” – POSTV-ზე სოხაძის გადაცემა შეჩერდა

სამთავრობო POSTV-ზე ირმა სოხაძის გადაცემა შეჩერდა. სოხაძე ფორმულასთან ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე გასართობი გადაცემის წაყვანა არ შეუძლია, შეჩერების ინიციატორი კი თავად იყო. “ჩემი თხოვნა და ინიციატივა იყო, რომ გაგვეჩერებინა გადაცემა იმიტომ, რომ ახლა არ შემიძლია გასართობი გადაცემის წაყვანა. არ ვიცი [დაბრუნდება თუ არა], საერთოდ ვიცით, ვინ სად ვბრუნდებით და რას ვაკეთებთ? ასეთი მღელვარება […]

NGO-ები: რუსული კანონის დასაცავად ხელისუფლება აქციის მონაწილეებზე ძალადობას აგრძელებს

12 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ძალის გადამეტების ფაქტებსა და შესაბამისი უწყებების მხრიდან დარღვევებზე საუბრობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულების უმეტესობაზე იძალადეს ფიზიკურად ან სიტყვიერად. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას უმეტეს შემთხვევებში ანგარიშსწორების სახე აქვს და არ უკავშირდება სამართალდარღვევის აღკვეთას. NGO-ების თქმით, რიგ შემთხვევებში აქციის მონაწილეებზე პოლიციელების მიერ […]