მიხეილ სააკაშვილი – საქართველო, როგორც არასდროს, ახლოსაა დამოუკიდებლობის დაკარგვასთან, სახელმწიფოებრიობის გაუქმებასთან – 2008 წელს, როცა რუსეთი იდგა თბილისის კარიბჭესთან, მაშინ ბევრად უფრო მშვიდად ვიყავი

საქართველო, როგორც არასდროს, არის ახლოს დამოუკიდებლობის სრულ დაკარგვასთან. როგორც არასდროს, არის ახლოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებასთან. 2008 წელს, როცა რუსეთი იდგა თბილისის კარიბჭესთან, მაშინ ბევრად უფრო მშვიდად ვიყავი და დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას არაფერი ემუქრებოდა, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, როდესაც ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მთავარი არის ერთობა. […]

გრიგოლ გეგელია – რუსეთის მსახურმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა არათუ წინ არ წაიყვანა, არამედ რისკის ქვეშ დააყენა ყველა ის მონაპოვარი, რაც ჩვენს სახელმწიფოს ათწლეულების განმავლობაში ჰქონია

ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც რუსულ კანონზე უმკაცრეს შესაძლო განაჩენს წარმოადგენს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას შეუძლებელს ხდის, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. როგორც გეგელია აცხადებს, „რუსეთის მსახურმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოსთვის ევროპისა და აშშ-ს კარი დაიხუროს და ქვეყანამ და ხალხმა არა თუ ვერ ისარგებლოს ახალი შესაძლებლობებით, არამედ ის მიღწევებიც […]

თინა ბოკუჩავა – ვენეციის კომისიის დასკვნა ამბობს, რომ რუსული კანონის შინაარსიც და მისი მიღების ფორმაც არის ანტიდემოკრატიული და შესაბამისად ანტიევროპული – ის პირდაპირ პარალელს ავლებს კრემლის კანონთან

ისეთივე კომიკურია ვენეციის კომისიის მიკერძოებულობაში და არაკომპეტენციაში დადანაშაულება, როგორც ქალბატონ მარიამ ლაშხის განცხადება „ფრიმასონების“ გავლენების შესახებ იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ უმაღლეს ევროპულ და საერთაშორისო ინსტიტუციებზე მორგი თავდასხმა ხდება. ბოკუჩავას შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ საქართველოს საერთაშორისო მეგობრები მტრებად შერაცხონ. […]

ცნობილია, გამართავს თუ არა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ამხანაგურ მატჩს

რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციანი განაცხადი დაასახელა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ამხანაგურ მატჩს არ ჩაატარებს. “2 ივნისს შევიკრიბებით სრულად. შეკრებას გავივლით ავსტრიაში, რადგან წინასწარ შეთანხმებულ ნაკრებებთან ამხანაგურები თბილისში, მათი უარის გამო აღარ გამოვა, რადგან ისინიც ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ”, – განაცხადა […]

ინსტიტუციური ინვესტორების მნიშვნელობის შესწავლა კრიპტობაზრებისთვის

ბოლო წლებში კრიპტოვალუტებმა ფინანსურ სამყაროში რევოლუცია მოახდინა და მიიქცია ცალკეული ინვესტორებისა და დაწესებულებების ყურადღება. მართალია, ადოპტაციაში თავდაპირველად ჩართულმა პირებმა და საცალო მოვაჭრეებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კრიპტობაზრების ფორმირებაში, თუმცა ინსტიტუციური ინვესტორების გაჩენამ ახალი დინამიკა შემოიღო. ამ ტექსტის ძირითადი თემაა ქართული კრიპტობაზარი. ტექსტში ინსტიტუციური ინვესტორების მნიშვნელობას ჩავუღრმავდებით, განვიხილავთ მათი ჩართულობის შედეგებს, მათი მონაწილეობის მიღმა მამოძრავებელ ფაქტორებს და […]

ხარკოვთან შეტაკებისას ქართველი დაიღუპა

ხარკოვთან შეტაკებისას, კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას დაღუპულის მეგობარი ავრცელებს. „როგორ არ მინდა დავიჯერო. სერგო ჩვენთვის მხოლოდ მეგობარი არ იყო, ის იყო სიკეთის, ერთგულების და ნამდვილი მეგობრობის მაგალითი. მისი გული ყოველთვის ღია იყო მათთვის, ვისაც მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებოდა. მადლობა მეგობარო ყველაფრისთვის, რაც გაეცი – მეგობრობისთვის, სიკეთისთვის და ერთგულებისთვის. სერგო ახმეტის რაიონიდანაა, […]

კალიურანდი: ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, ესტონეთი მოლაპარაკებების დაწყებაზე ხმას არ მოგცემთ

საქართველოში ესტონეთის ელჩის, რიინა კალიურანდის თქმით, თუ ქართული ოცნება პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და რუსულ კანონს დაამტკიცებს, ესტონეთი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერს. “თუ ქართული ოცნება პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და კანონს დაამტკიცებს, მცირე შანსსაც ვერ ვხედავ, რომ ესტონეთმა საქართველოს ხმა მისცეს, რათა ევროკავშირმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას. მთავრობამ ძალიან მკაფიო გზავნილი მიიღო, რომ ამას […]

კობახიძემ ირანის ელჩს პრეზიდენტის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა – საქართველოს მთავრობა

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. “მთავრობის მეთაური დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა. ირაკლი კობახიძემ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ირანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა” – წერია მთავრობის პრესსამსახურის […]

ესპანეთი, ნორვეგია და ირლანდია პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებენ

ესპანეთი, ნორვეგია და ირლანდია პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებენ. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ესპანეთი პალესტინას სახელმწიფოდ 28 მაისს აღიარებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ესპანეთს პალესტინის აღიარებისთვის მრავალი მიზეზი აქვს. „ჩვენ პალესტინის აღიარებას მრავალი მიზეზით ვაპირებთ და ეს ყველაფერი შეგვიძლია სამ სიტყვაში შევაჯამოთ – მშვიდობა, სამართლიანობა და თანმიმდევრულობა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ორი სახელმწიფოს […]

„მოსახლეობა ელოდა დასაბუთებულ მსჯელობას და არგუმენტებს, თუმცა ამის ნაცვლად ხელში შეგვრჩა პოლიტიკური მესიჯები“ – აკლაძის კომენტარი ვენეციის კომისიის დასკვნაზე

„მოსახლეობა ელოდა დასაბუთებულ მსჯელობას და არგუმენტებს, თუმცა ამის ნაცვლად ხელში შეგვრჩა პოლიტიკური მესიჯები“ – აკლაძის კომენტარი ვენეციის კომისიის დასკვნაზე თბილისის მერი, კახა კალაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება: „სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ, ნაცვლად სამართლებრივი მსჯელობისა, წარმოგვიდგინა პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასება, სადაც დამახინჯებულია ფაქტები და გვითხრა, რომ კანონი უნდა იქნას გაწვეული, თუმცა არ […]