ნორვეგია, ესპანეთი და ირლანდია პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას გეგმავენ

ნორვეგია, ესპანეთი და ირლანდია პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას უახლოეს მომავალში აპირებენ. ისრაელმა ნორვეგიიდან და ირლანდიიდან ელჩები გამოიწვია. ნორვეგიის პრემიერმინისტრმა იონას ჰარ სტოერემ თქვა, რომ ნორვეგია პალესტინას, როგორც სახელმწიფოს, ოფიციალურად 28 მაისს აღიარებს. “პალესტინას აქვს დამოუკიდებელი სახელმწიფოობის ფუნდამენტური უფლება. ახლო აღმოსავლეთში ვერ იქნება მშვიდობა მისი აღიარების გარეშე” – თქვა ნორვეგიის პრემიერმინისტრმა. სტორერეს თქმით, ტერორისტული და ომის დანაშაულები […]
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ფრანკფურტის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Imex Frankfurt 2024 მიიღო მონაწილეობა. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი. Imex Frankfurt 2024-ზე ბიუროს წევრი 10 კომპანია და აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი მონაწილეობდა. სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის, საქმიანი ტურიზმის მიმართულების, ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ პრეზენტაციები […]
2012 წელთან შედარებით, მთელი რიგ პროდუქტებზე ფასები გაორმაგებულია – საქსტატის მონაცემები

საქსტატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მთელ რიგ სასურსათო პროდუქტებზე საშუალო წლიური ფასი ბოლო 12 წლის მანძილზე გაორმაგებულია. გთავაზობთ 19 სახეობის პროდუქტის საშუალო წლიურ ფასებს 2012-დან 2023 წლამდე, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს აქვს გამოქვეყნებული:
ლარში აღებულ 180 ათას სესხზე პროცენტი მცირდება

მომავალი თვიდან ლარში აღებულ სესხებზე ყოველთვიური შენატანი მცირდება. რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტმა დღეს, 22 მაისს მიიღო. ლარში გაცემული სესხის პროცენტი 0,25 ერთეულით მცირდება. საქართველოში ლარში 180 სესხია გაცემული. შემცირებული პროცენტი ავტომატურად აისახება გადასახდელ თანხაში. ბანკში ხელშეკრულების განახლება არ არის საჭირო. ყველა მსესხებლისთვის ინდივიდუალურად შეიცვლება პირობები: ეს დამოკიდებულია დარჩენილ სესხსა და ყოველთვიურად […]
ევროკავშირმა დაამტკიცა რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინისთვის გამოყენება

ევროკავშირმა ოფიციალურად დაამტკიცა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული ქონების გამოყენება უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად – აცხადებს ევროპული საბჭო 21 მაისს. ამ ნაბიჯის შედეგად კიევის სამხედრო საჭიროებებს მიმდინარე წელს შესაძლოა 3 მილიარდი ევრო დაემატოს. უკრაინა თავის დასავლელ მოკავშირეებს კვლავ მოუწოდებს, გააძლიერონ და დააჩქარონ დახმარების მიწოდება მისი არმიისთვის, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთში იგერიებს უფრო მრავალრიცხოვან და უკეთ შეიარაღებულ რუსეთის ძალებს. […]
ევროპის ჩემპიონატის წინ შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა სია დაასახელეს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა დღეს, 22 მაისს, გამართულ პრესკონფერენციაზე დაასახელა ევროპის ჩემპიონატის წინ, საწვრთნელ შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა შემადგენლობა. სიაში 26 ფეხბურთელი შედის. ესენი არიან: · მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი · მცველები: საბა კვერკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩელეიშვილი. · […]
“მისი განაცხადს მიღმა დატოვება ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო” – რა განაცხადა სანიოლმა აზაროვზე?

რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციანი განაცხადი დაასახელა, სიაში ვერ მოხვდა ირაკლი აზაროვი, სანიოლმა კი ეს გადაწყვეტილება ასე ახსნა: “აზაროვის განაცხადს მიღმა დატოვება ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. ლევან შენგელიამ და გიორგი წიტაიშვილმა მარტში დიდებულად წარმოაჩინეს თავი და ევროპის ჩემპიონატზე წასვლას იმსახურებდნენ, სამივე ფეხბურთელის განაცხადში შეყვანა არ შემეძლო” – განაცხადა […]
მიხეილ სააკაშვილი – სიმშვიდე, როგორიც ხელისუფლებას უნდა, არის სასაფლაოზე: საქართველოს მოკვლა და ამგვარი დამშვიდება – ჩვენ ვართ მზად ნებისმიერი დათმობისთვის: ნეიტრალური ნომერი, საერთო სია!

ახლა ერთობა არის მთავარი. სასოწარკვეთაში ვვარდები ხოლმე, როდესაც იწყებენ ლაპარაკს ისევ პარტიულ განსხვავებებზე. მეგობრებო, რა დროს პარტიული განსხვავებებია? ქვეყანას ვკარგავთ, საქართველო იღუპება, საქართველო აღარ იქნება მსოფლიო რუკაზე, ვის გაახსენდება თქვენი პარტიები და თქვენი პროგრამები? – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა. მან პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებას ერთობისა და აქტიურობისკენ მოუწოდა. „ჩვენ […]
ანა ნაცვლიშვილი – თუ ეს კანონი საბოლოოდ ამოქმედდა, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება, რომ მიზანმიმართულად ბლოკავს აშშ-სთან ურთიერთობის სრულიად სხვა ეტაპზე გადაყვანას

თუ ეს კანონი საბოლოოდ ამოქმედდა, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება და მოლაპარაკების პროცესს ბლოკავს! – ეს იმას ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ბლოკავს აშშ-სთან ურთიერთობის სრულიად სხვა ეტაპზე გადაყვანას, მათ შორის აშშ-სთან უვიზო რეჟიმს, თავდაცვის სფეროში დახმარებას და უპრეცედენტო პაკეტს თავდაცვის სფეროში, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა […]
ხატია დეკანოიძე – ვფიქრობ, ასეთი მკაცრი დასკვნა, სადაც ვენეციის კომისია მიღებულ კანონზე პირდაპირ ამბობს, რომ უნდა გაიწვიონ სასწრაფოდ და გაუქმდეს, ძალიან იშვიათია

ზოგადად, ვფიქრობ, რომ ასეთი მკაცრი დასკვნა, სადაც ვენეციის კომისია მიღებულ კანონზე პირდაპირ ამბობს, რომ უნდა გაიწვიონ სასწრაფოდ და გაუქმდეს, ძალიან იშვიათია, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ვენეციის კომისიის გასკვნა შეაფასა. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ვენეციის კომისია ამბობს, რომ ზუსტად იგივე კანონმდებლობა მიღებული იყო რუსეთში და ხაზგასმულია თუ რატომ არის ეს კანონმდებლობა რუსული. […]