რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 22 მაისს რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ს შეადგენს. 2024 წლის აპრილში ფასების საერთო დონე წლიურად 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.3 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის შეფასებით, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის ზომიერი ზრდა მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების გამო ნავთობის ფასების ზრდამ განაპირობა. […]

თინა ბოკუჩავა – „ლელოს“ კვლევის მიხედვით, ერთიანი სია, „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობით ამარცხებს ივანიშვილის მთავრობას – ეს არ არის არჩევნები, სადაც პარტიები პარტიული ბუღალტერიით უნდა დაკავდნენ, ეს უნდა იყოს გამარჯვების სია!

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთიანი სიის შემუშავებას მხარს უჭერს. ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არ არის არჩევნები, სადაც პარტიები პარტიული ბუღალტერიით უნდა დაკავდნენ ან თვალონ საკუთარი პროპორცია საერთო სიაში. მისი თქმით, ეს უნდა იყოს გამარჯვების სია! „საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ივანიშვილმა ქვეყანა დააყენა რეფერენდუმის წინაშე – რუსეთი […]

ქართველი და მსოფლიო კინემატოგრაფისტები – პრემია „ელისოს“ ჟიურის „თეგეტა“ და „თეგეტა ქარსი“ წარადგენენ

14 ივნისს ნატო ვაჩნაძის მშობლიური გურჯაანი კინოენაზე ახმაურდება. სიმბოლურად, მსახიობის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქალაქი ნატო ვაჩნაძის ფონდის მიერ ახლად დაარსებულ პრემია „ელისოს“ დაჯილდოებას უმასპინძლებს. პრემია „ელისო“ წელს პირველად გაიმართება. გამარჯვებულები სამ ნომინაციაში დასახელდებიან: საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი. ჟიური 2023 წელს გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ქართული პროდუქციის ან კოპროდუქციის ფილმებს […]

გიორგი ტყემალაძე ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან ერთად ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N17 და N18 კორპუსებთან დასასვენებელი სივრცისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ. გიორგი ტყემალაძის თქმით, ეს სამუშაოები ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს და პროექტის ფარგლებში ტერიტორია ყველა შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება. მისივე […]

26 მაისამდე საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტო 23-25 მაისის საქართველოში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 23-24 მაისს, საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. „23-24 მაისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, […]

რესურსების ამოწურვის გამო გაერომ შეწყვიტა საკვების დარიგება რაფაჰში

21 მაისს გაერომ შეწყვიტა საკვების დარიგება ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰში, რესურსების ამოწურვის და ისრაელის მზარდი სამხედრო კამპანიით გამოწვეული სახიფათო ვითარების გამო. გაერო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ჰუმანიტარული ოპერაციები კოლაფსის პირასაა მთელ ტერიტორიაზე. ბოლო ორი კვირის განმავლობაში რაფაჰს ქაოსურად ტოვებს ასიათასობით ადამიანი, რომლებიც თავშესაფარს კარვების დასახლებებში ეძებენ ან მიდიან ხალხით გადატვირთულ არეალებში, რომლებიც უკვე გაჩანაგებულია ისრაელის […]

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 5 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებსაიტზე ელექტრონულად წარიმართება. ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრირებული 2-დან 6 წლამდე აღსაზრდელები, მათ შორის, ის ბავშვები, რომლებიც სექტემბერში პირველი კლასის მოსწავლეები გახდებიან. თბილისის მერის თქმით, საზაფხულო […]

ესპანეთი, ნორვეგია და ირლანდია პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებენ

პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებს გაეროს წევრი კიდევ სამი ქვეყანა – ესპანეთი, ნორვეგია და ირლანდია. დღეს, 22 მაისს გამოცხადებული გადაწყვეტილება ძალაში ოფიციალურად 28 მაისიდან შევა. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორეს განცხადებით, რომ ომმა ღაზაში ნათლად აჩვენა, რომ მშვიდობის და სტაბილურობის მიღწევა პალესტინის საკითხის გადაწყვეტას უნდა ეფუძნებოდეს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის თქმით პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებენ მშვიდობის, ერთიანობის და […]

სანიოლის სია – ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და იქნება განაცხადში

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. შეგახსენებთ, განაცხადი 26-კაციანი იქნება. “ჯვაროსნები” სადებიუტო ჩემპიონატის პირველ მატჩში თურქეთის ნაკრებს 18 ივნისს დაუპირისპირდებიან. მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი; მცველები: საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი […]

საქართველოს ნაკრების განაცხადი EURO 2024-ზე ცნობილია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ დღეს 22 მაისს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გაფართოებული განაცხადი წარადგინა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება: მეკარეები: · გიორგი მამარდაშვილი, · გიორგი ლორია, · ლუკა გუგეშაშვილი მცველები: · სოლომონ კვერკველია, · გიორგი გველესიანი, · გურამ კაშია, · ჯიმი ტაბიძე, · ლაშა დვალი, · ლუკა ლოჩოშვილი, · ოთარ კაკაბაძე, · […]