სააკაშვილი: დიდი ძალის გამოღვიძება ხდება – ჩემს წიგნსაც “ძალის გამოღვიძება” ჰქვია

ჯერ ბრძოლის საწყის ეტაპზე ვართ. საქართველოში ძალიან მძლავრი გამოღვიძებაა, დიდი ძალის გამოღვიძება ხდება – სხვათა შორის, ჩემს წიგნს “ძალის გამოღვიძება” ჰქვია. ახლა ის ახალი ტირაჟით გამოიცემა. იქ ვწერ – ჩემი გზავნილი მომავალი თაობის ლიდერებისთვის. მიმაჩნია, რომ ეს ახალგაზრდები უკვე ლიდერები არიან. სწორედ მათ უნდა მივცეთ საშუალება, რომ წინ გამოვიდნენ.
გრეის ჰოპერის ტექჯილდოზე რეგისტრაცია 24 მაისამდე გრძელდება

თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომლის მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება ტექსფეროში, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს. რეგისტრაცია 24 მაისამდე ვებგვერდზე შეგიძლიათ. ჯილდო 5 კატეგორიაში გაიცემა: ტექნოლოგიური ლიდერის კატეგორიაში ჯილდო გადაეცემა ტექნოლოგიების ინდუსტრიაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე მყოფ ქალს, რომელსაც აქვს გამორჩეული მიღწევები და საკუთარი საქმიანობით საზოგადოებაში […]
„ლიმონათი ბორჯომისგან“ საერთაშორისო ჯილდოების მფლობელია

„ლიმონათი ბორჯომისგან“ ლონდონში გამართულ საერთაშორისო დაჯილდოება – Zenith Global’s Annual InnoBev Awards-ზე მონაწილეობდა და 2 ნომინაციაში – „საუკეთესო პრემიალურ სასმელი“ და „პროდუქტის მარკეტინგული კამპანია“ გაიმარჯვა. Zenith Global’s Annual InnoBev Awards ყოველწლიურად ტარდება და სასმელების ინდუსტრიის მსოფლიო ბრენდებს სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს. დაჯილდოებას წელს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქმა უმასპინძლა. 18 კატეგორიის 4 ნომინაცია მოიცავს ინოვაციის, მარკეტინგის, ტექნოლოგიებისა და […]
წვიმა ელჭექით, სეტყვა და ძლიერი ქარი – კვირის ბოლოს ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო 23-25 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 23-24 მაისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლოა სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. დასავლეთ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ქ. თბილისში 23 […]
ქართველი და მსოფლიო კინემატოგრაფისტები – პრემია „ელისოს“ ჟიურის „თეგეტა“ და „თეგეტა ქარსი“ წარადგენენ

14 ივნისს ნატო ვაჩნაძის მშობლიური გურჯაანი კინოენაზე ახმაურდება. სიმბოლურად, მსახიობის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქალაქი ნატო ვაჩნაძის ფონდის მიერ ახლად დაარსებულ პრემია „ელისოს“ დაჯილდოებას უმასპინძლებს. პრემია „ელისო“ წელს პირველად გაიმართება. გამარჯვებულები სამ ნომინაციაში დასახელდებიან: საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი. ჟიური 2023 წელს გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ქართული პროდუქციის ან კოპროდუქციის ფილმებს […]
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით ტურიზმის სექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, ტურიზმის სექტორში, მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა: ირაკლი ლექვინაძემ, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ; მაია ომიაძემ, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და იუსტინა პაულაუსკაიტემ, Twinning-ის პროექტის მუდმივმა მრჩეველმა. ირაკლი ლექვინაძემ მომხმარებლის უფლებების […]
EU-ს რამდენიმე ქვეყანა საქართველოსთვის სანქციების დაწესებას ითხოვს – Financial Times

ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი საქართველოსთვის შემზღუდავი ზომების დაწესებას ითხოვენ. ინდივიდუალური სანქციების გარდა, საუბარია უვიზო მიმოსვლის შეჩერებასა და ევროკავშირის სახსრების გაყინვაზე. მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებული რუსული კანონია. ინფორმაციას ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა Financial Times ავრცელებს. გამოცემის თანახმად, საკითხზე მომავალ კვირაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ. მომავალ კვირაში დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების […]
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 მაისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლოა სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. დასავლეთ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. თბილისში 23 მაისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 მაისს მოსალოდნელია […]
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები გოგა ხაინდრავას დაჯარიმებას ითხოვენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 7 ნოემბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, გოგა ხაინდრავას დაჯარიმებას ითხოვენ. შესაბამისი შუამდგომლობა სხდომაზე ადვოკატებმა შოთა თუთბერიძემ და ბექა ბასილაიამ დააყენეს. როგორც შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, გასულ სხდომაზე, როცა გოგა ხაინდრავა საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა, მან ადვოკატებს გარდა იმისა, რომ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, დედაც შეაგინა. ადვოკატების თქმით, ვინაიდან […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია – „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მერვე საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია – „გლობალიზაცია და ბიზნესის საერთაშორისო გამოწვევები“, ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ასევე უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, მათ შორის, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სენატორი მიხაელ ჰარცი, პროფესორები ვილჰელმ ჰაუზერი და შტეფან ჰუტერი, პანონიის უნივერსიტეტის ბიზნესისა და […]