არსებული ინფორმაციით, რუსთავში მამაკაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ადამიანი მოკლეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მოკლულია ორი ქალი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მონაწილეები ფინალური ეტაპისთვის ემზადებიან

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2024 წლის 14 თებერვალს მეთორმეტედ გამოაცხადა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის თერთმეტი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 215 სტარტაპი დაფინანსდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაინტერესებულ პირებს 14 თებერვლიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის მეშვეობით წარედგინათ ბიზნეს იდეა, რომელთა შეფასება განახორციელეს კონტრაქტორმა ექსპერტებმა. „დაინტერესებულ […]
მაჰმუდ აბასი ნორვეგიის, ესპანეთისა და ირლანდიის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას მიესალმება და ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებისკენ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს

მაჰმუდ აბასი ნორვეგიის, ესპანეთისა და ირლანდიის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას მიესალმება, – ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის საინფორმაციო სააგენტო WAFA ავრცელებს. „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება საერთაშორისო სამართლის მიხედვით საყოველთაოდ აღიარებული უფლებაა და პალესტინის სახელმწიფო იმ ქვეყნებს, რომლებსაც პალესტინის სახელმწიფო ჯერ კიდევ არ უღიარებიათ, კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ პასუხისმგებლობა აიღონ, პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლება აღიარონ და გლობალური სისტემის […]
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით ტურიზმის სექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, ტურიზმის სექტორში, მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა: ირაკლი ლექვინაძემ, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ; მაია ომიაძემ, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და იუსტინა პაულაუსკაიტემ, Twinning-ის […]
7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებმა, ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ რუსთაველზე გამართულ აქციებზე დაშავებულების სოლიდარობის ნიშნად, სასამართლოს პროცესი დატოვეს

7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებმა, ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავებულების სოლიდარობის ნიშნად, სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვეს. როგორც ბასილაიამ სასამართლოში აღნიშნა, ამ მოცემულობით, ისინი დღევანდელ სხდომას დატოვებენ, ხოლო დაესწრებიან თუ არა ისინი შემდეგ პროცესებს, ეს შემდეგში გახდება ცნობილი. “მაშინ, როდესაც ფორმიანი ნიღბიანები სასტიკად უსწორდებიან მოქალაქეებს, დღისით, მზისით, ჩვენს […]
მიხეილ სააკაშვილი – ბარბარე რაფალიანცის სახელობის არის ეს ხელისუფლება, სისხლით არიან მოსულები – მათი მიზანია საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარება და მოწინააღმდეგეების განადგურება

ბარბარე რაფალიანცის, 8 თვის ბავშვის სახელობის არის ეს ხელისუფლება, ისინი სისხლით არიან მოსული, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა. როგორც სააკაშვილმა განმარტა, ხელისუფლების მიზანია საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარება და მოწინააღმდეგეების განადგურება, რომ არასდროს არავინ აღარ გაბედოს საქართველოს დაცვა. „ახლა არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ბარბარე რაფალიანცით გააგრძელონ. არ უნდა მივცეთ ესკალაციისა […]
ედერსონმა შესაძლოა, კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს

“მანჩესტერ სიტის” მეკარემ ედერსონ მორაეშმა შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. რომანოს ცნობით, ბრაზილიელი კარის დარაჯი შეთავაზებებს განიხილავს და ტრანსფერის შანსი არც თუ ისე დაბალია. თავის მხრივ, “მანჩესტერ სიტი” სოლიდური თანხის სანაცვლოდ მეკარის გასხვისებაზე უარს არ იტყვის. ედერსონს “ქალაქელებთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულში ეწურება.
“აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც ქართული პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია” – წყარო

MEGOBARI Act-ზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რამდენადაც კონგრესში ექსპერტები მოელოდნენ, რომ საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნება” შარშან პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახლა მიღებას შეეცდებოდა, ამის შესახებ რადიო თავისუფლების ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტს კანონპროექტზე მომუშავე გუნდის წევრმა ანონიმურობის პირობით განუცხადა. კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ავალდებულებს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შესწავლას, მაშ შორის უსაფრთხოების სფეროში. კანონპროეტში […]
“ამცირებს ნდობას ცესკოს მიმართ, გამორიცხავს ოპოზიციის ჩართულობას” – საია საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ხელისუფლებას მოუწოდებს, არ მიიღოს საარჩევნო კოდექსში დაინიციირებული ცვლილებები. ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა გააუარესებს საარჩევნო კანონმდებლობას. “საიას შეფასებით, ამ საკანონმდებლო გაუარესებების ფონზე, აუცილებლობის დასაბუთების გარეშე, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციის უგულებელყოფით – არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, ქართული ოცნების წევრების მიერ ინიციირებული ცვლილებები მორიგ ნაბიჯს წარმოადგენს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების გაუარესებისკენ. წარმოდგენილი ცვლილება, გადაწყვეტილების მიღების […]
როგორი ამინდი იქნება 26 მაისამდე – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-24 მაისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში შენარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლოა სეტყვა. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. დასავლეთ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. თბილისში 23 მაისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა […]