“იგივეს იზამენ საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს” – იოზვიაკი

“რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს: “ევროკავშირის ელჩებმა დღეს საქართველოში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს. იგივეს იზამენ საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს (27 მაისს) და კიდევ უფრო საფუძვლიანად ივნისში. ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება”.

ჰამასისა და ჰეზბოლას ლიდერები ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჩავიდნენ

ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანია და ჰეზბოლას გენერალური მდივნის მოადგილე ნაიმ ქასემი ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაკრძალვის ცერემონიაზე ჩავიდნენ – ინფორმაცია ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა. ისმაილ ჰანია ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების უმაღლესი ლიდერია. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ირანის ისლამური […]

კობახიძე და დარჩიაშვილი ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე გაემგზავრნენ

მთავრობის ინფორმაციით, პრემიერი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. “მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

საფრანგეთის პარლამენტის საგანგაშო რეზოლუცია – ოლიგარქი ივანიშვილი და საქართველოს მომავალი

საფრანგეთის პარლამენტის ევროპის საბჭოს კომიტეტმა საქართველოს შესახებ 8 გვერდიანი რეზოლუცია დაამტკიცა, სადაც საუბარია რუსულ კანონზე და საქართველოს ხელისუფლების ანტიევროპულ პოლიტიკაზე. რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია როგორც ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი: ეს კანონპროექტი, შთაგონებული რუსული კანონმდებლობით, იქცა სიმბოლოდ, რაც ადასტურებს გზიდან გადახვევას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც სურს ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ისინი მიდიან იმ […]

მადლობა ერთგულებისთვის – კარფურის ლოიალობის პროგრამა “მაიქლაბი” 5 წლისაა (რ)

კარფურის ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია მაჯიდ ალ ფუტაიმი წარმოადგენს, ლოიალობის პროგრამა “მაიქლაბის” 5 წლის იუბილეს აღნიშნავს. კამპანიის ფარგლებში ფრანგული ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებებითა და ხელმისაწვდომი ფასებით გაანებივრებს, რათა გამოხატოს მადლიერება კარფურის მიმართ არსებული ნდობისა და ერთგულებისათვის. 22 მაისიდან – 4 ივნისის ჩათვლით, მომხმარებლებს კარფურის ყველა ფილიალში 50%-მდე ფასდაკლებები დახვდებათ – […]

ჰამასისა და ჰეზბოლას ლიდერები ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჩავიდნენ

ირანის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანია და ჰეზბოლას გენერალური მდივნის მოადგილე ნაიმ ქასემი ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაკრძალვის ცერემონიაზე ჩავიდნენ. ისმაილ ჰანია ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების უმაღლესი ლიდერია, რომელიც კატარში ცხოვრობს, თუმცა რეგიონში ხშირად მოგზაურობს. რაისის დაკრძალვის ცერემონიაზე მყოფი ჰანიას კადრები ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა: Hamas Chief Ismail […]

საია: 21 მოსამართლე უვადოდ დაინიშნა, უცნობია ჩატარდა თუ არა მათთან გასაუბრებები

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 15 ხმით უვადოდ გაამწესა 21 მოსამართლე. თუმცა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ უცნობია ჩაატარა თუ არა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ მოსამართლეებთან გასაუბრებები, რასაც პროცედურა ითვალისწინებს. საია-ს განცხადებით, უვადოდ გამწესებულ მოსამართლეებთან გასაუბრების შესახებ ინფორმაცია საბჭოს ვებგვერდზე არ გამოუქვეყნებია: „სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მოულოდნელი იყო უვადოდ დასანიშნ მოსამართლეების კენჭისყრა, ვინაიდან, პროცედურა ითვალისწინებს სამწლიან გამოსაცდელ […]

“ჯი-თი მოტორსმა” BMW-ს პრეზიდენტის ჯილდო მოიპოვა

“ჯი-თი მოტორსი” BMW-ს პრეზიდენტის ჯილდოს გამარჯვებული გახდა. აღნიშნული ჯილდო BMW საქართველოს გუნდმა ოპერირების პირველივე წელს, 44 ქვეყანას შორის მოიპოვა. კომპანია საავტომობილო ბრენდს ოფიციალურად 2022 წლის 1 სექტემბრიდან წარმოადგენს, ეს მიღწევა კი ბაზარზე მისი წარმატებული ოპერირების პირდაპირი შედეგია. “ჯი-თი მოტორსის” განცხადებით, აღნიშნული ჯილდო BMW საქართველოს გუნდის შრომისმოყვარეობის დასტურია, რაც ემსახურება მომხმარებლებისთვის საუკეთესო პროდუქტისა და სერვისის შეთავაზებას. […]

ჩინეთმა დაიწყო ან ემზადება რუსეთის ფედერაციისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებისთვის – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა ჩინეთი დაადანაშაულა რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაში, რომელსაც მოსკოვი, სავარაუდოდ, უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს. მანამდე პეკინი უარყოფდა მოსკოვისათვის ლეტალური იარაღის მიწოდებას. “დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ გვაქვს მტკიცებულება რუსეთსა და ჩინეთს შორის უკრაინაში გამოყენებისთვის განკუთვნილი შეიარაღების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის შესახებ“, – აღნიშნა შაპსმა ლონდონში გამართულ თავდაცვის კონფერენციაზე. ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის […]

FP: დიდი ალბათობით, ევროკომისია არ დაადასტურებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს

Foreign Policy-ს ცნობით, თუ საქართველოს მთავრობა რუსულ კანონს არ გაიწვევს, ოქტომბერში შესაძლოა ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ დაუდასტუროს. ამ ინფორმაციას გამოცემა Foreign Policy ევროკავშირის მაღალი თანამდებობის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, ევროკავშირში განიხილავენ სხვადასხვა შემაკავებელ ზომებს იმ შემთხვევაში ქართული ოცნება რუსულ კანონს არ გაიწვევს. Foreign Policy-ს ცნობით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ დადასტურება მოვლენათა განვითარების ყველაზე […]