ბათუმი – რა ფოტოს ავრცელებს გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს”

არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩემი ქალაქი მკლავს, ავრცელებს ფოტოს და წერს: ბათუმი – სანაპირო ზოლზე შეგროვებული გამოყენებული ნემსები
უკრაინაში შესაძლოა, „უშვილობის” გადასახადი დაწესდეს – რადა კანონპროექტს უკვე განიხილავს

უკრაინის სახალხო დეპუტატმა პარტია „ხალხის მსახურიდან,“ სერგეი გრივკომ დაარეგისტრირა კანონპროექტი (No11264), რომელიც ქვეყანაში „უშვილობის“ გადასახადის შემოღებას ითვალისწინებს. ინფორმაციას unian ავრცელებს. კერძოდ, „დემოგრაფიულ საფასურს“ უკრიანის 21-დან 58 წლამდე მოქალაქეებისგან ამოიღებენ, ხოლო ტარიფები ასეთია: უშვილო პირებზე – დასაბეგრი ობიექტის 1,5% ერთშვილიან პირებზე – დასაბეგრი ობიექტის 1% ორშვილიან პირებზე – დასაბეგრი ობიექტის 0,5% კანონპროექტის მიხედვით, თუ ადამიანს სამი […]
სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე ბრალდებული 9 პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „კანონიერ ქურდობაში“, „ქურდული სამყაროს“ წევრობაში“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერასა და „ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვაში ბრალდებული 9 პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ,,კანონიერი ქურდების“ დავალებით, „,ქურდული სამყაროს“ წევრები ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან ერთად, […]
ლიბერთი განათლებისთვის – ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2024 წლის ნახევარფინალისტები ცნობილია

ათასწლეულის ფონდის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და ლიბერთისთან თანამშრომლობით, საქართველოში 2015 წლიდან ხორციელდება ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, რომლის მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციებისა და STEM განათლების პოპულარიზება. ლიბერთი, კონკურსის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, წელსაც აგრძელებს ინოვატორი ახალგაზრდების მხარდამჭერას და ტრადიციულად მესამე ადგილზე გასულ გუნდის წევრებს, სასწავლო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, […]
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის საჭირო პირობები ჯერ არ შესრულებულა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის საჭირო პირობები ჯერ არ შესრულებულა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟურნე პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ ესპანეთის, ირლანდიისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრების განცხადებას გამოეხმაურა. „საფრანგეთს მიაჩნია, რომ პირობები იმისთვის, რათა აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ამ პროცესზე რეალური გავლენა იქონიოს, ჯერ არ შესრულებულა“, – განაცხადა სტეფან სეჟურნემ. სტეფან სეჟურნემ აღნიშნა, რომ ეს […]
ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე ჩავიდა

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიისთვის ირანში ჩავიდა. ვიზიტის შესახებ აქამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა. სამთავრობო დელეგაცია უკვე ირანშია. “საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების […]
რუსთავში კაცმა 21 წლის ცოლი და სიდედრი მოკლა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთავში მომხდარი მკვლელობების შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების განცხადებით, ახალგაზრდა კაცმა 21 წლის ცოლი და სიდედრი სანადირო თოფით მოკლა. პოლიციამ იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო, კაცი კი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის კ და ლ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. […]
კუპრაძე ბოკუჩავას: ნაცმოძრაობასთან ერთობა ივანიშვილის დამარცხების ფორმულა არაა

“არც მაშინ იყო ნაცმოძრაობასთან ერთობა ივანიშვილის დამარცხების ფორმულა და არც ახლაა” – ლელოს წევრი ირაკლი კუპრაძე ენმ-ს დეპუტატს, თინა ბოკუჩავას პასუხობს. “დიდი პატივისცემით, მაგრამ ცუდი ინფორმატორები გყავს ან ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენი სურვილებია. ლელო სისტემატურად ატარებს შიდა კვლევებს, ბოლო კვლევა აპრილში ჩატარდა და იმავე თვის ბოლოს დასრულდა. კვლევაში საერთოდ არ იყო აქტუალური ნაც.მოსთან ერთობა, რეალურად […]
ვენეციის კომისიის მომხსენებლები გენდერული კვოტირების გაუქმებაზე მსჯელობენ

პარტია ,,ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი ვენეციის კომისიის მომხსენებლების მიერ გამართულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრა „საარჩევნო კოდექსში” გენდერული კვოტირების გაუქმებას ეხებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „მოქალაქეები“ ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დეპუტატი აღნიშნულ კანონს უარყოფითად აფასებს. შეხვედრაზე მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გენდერული კვოტირების გაუქმება პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის საგრძნობლად შემცირებას გამოიწვევს. ,,როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, […]
ნინო წილოსანი – ელისაშვილი უმრავლესობის ლიდერს ვირთხასავით რომ დაესხა თავს, ანა ბუჩუკური ბედნიერი გამომეტყველებით ცდილობდა მდინარაძის სახე ახლოდან გადაეღო, აბსოლუტურად სწორად შეწყვიტა სალომემ ბუჩუკურის ამორალური ქმედება

ელისაშვილი უმრავლესობის ლიდერს ვირთხასავით რომ დაესხა თავს, ანა ბუჩუკური ბედნიერი გამომეტყველებით ცდილობდა მდინარაძის სახე ახლოდან გადაეღო, აბსოლუტურად სწორად შეწყვიტა სალომემ ბუჩუკურის ამორალური ქმედება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სალომე ქურასბედიანის ვიდეოს ეხმაურება, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. მისი თქმით, ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ შეაწყვეტინა სალომე […]