ბაჩო ოდიშარია უარყოფს, რომ კანში ოჯახის წევრები სახელმწიფო დაფინანსებით წაიყვანეს

კანის კინოფესტივალზე კინოცენტრის დელეგაციის წევრთა ოჯახის წევრების ყოფნაზე ბიუჯეტის ფული არ დახარჯულა. ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრში კინოექსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ოდიშარია, რომელიც ამავე დროს პოსტივის წამყვანია, ფეისბუკის პირად გვერდზე წერს. ოდიშარიამ განმარტება მას შემდეგ გააკეთა, რაც კინოცენტრის ოფიციალურმა გვერდმა დელეგაციის კანში ყოფნის ამსახველი ფოტოალბომი დადო სახელწოდებით “ქართული დელეგაცია კინოფესტივალიდან ნაყოფიერი შედეგებით დაბრუნდა”. ალბომში […]

გიგა ბოკერია – ყველა, ვინც წინასწარ საუბრობს პარტიებს შორის საარჩევნო დაჯგუფებაზე, უპასუხისმგებლოდ იქცევა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ კოორდინაციას საფრთხის ქვეშ აყენებს

ყველა, ვინც წინასწარ საუბრობს პარტიებს შორის საარჩევნო დაჯგუფებაზე, უპასუხისმგებლოდ იქცევა და ზოგადად ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ კოორდინაციას საფრთხის ქვეშ აყენებს , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანების საკითხს გამოეხმაურა. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პარტიები შეჯერდნენ იმაზე, თუ რას გააკეთებენ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია […]

საია – იუსტიციის საბჭომ უვადოდ გაამწესა 21 მოსამართლე – უცნობია ჩატარდა თუ არა გასაუბრებები

რატომ არ იცავს გამჭვირვალობის პრინციპს იუსტიციის უმაღლესი საბჭო? – იუსტიციის საბჭომ 15 ხმით უვადოდ გაამწესა 21 მოსამართლე. ამ მოსამართლეებთან გასაუბრების შესახებ ინფორმაცია საბჭოს ვებგვერდზე არ გამოუქვეყნებია, შესაბამისად უცნობია ჩატარდა თუ არა საერთოდ გასაუბრებები და თუ ჩატარდა რატომ არ მიეცა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მონიტორინგის შესაძლებლობა, – ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. საია-ს განცხადებით, სადამკვირვებლო […]

რუსლან აბაშიძემ ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. „მთავრობის თავმჯდომარემ ირანის პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს თანაგრძნობა გამოუცხადა” , – ნათქვამია ინფორმაციაში.

„უნისონში, ეროვნული ბანკის ყველა ნაბიჯი ადეკვატური და სწორი იყო“ – ლევან სურგულაძე

ფინანსისტი ლევან სურგულაძე მიიჩნევს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება დროული და სწორი გადაწყვეტილება იყო. ასე შეაფასა მან BMG-სთან სებ-ის დღევანდელი გადაწყვეტილება, რომლითაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25-დან 8%-მდე შემცირდა. “ვფიქრობ, რომ შემცირება იყო დროული. რადგან 8.25% მაღალი იყო იმ სიტუაციაში, მით უმეტეს, იმ დინამიკის გათვალისწინებით, რაც ბოლო პერიოდში გვაქვს. ეკონომიკური ფუნდამენტალებიც კარგ მდგომარეობაშია, ინფლაცია სამიზნეზე ნაკლებია. ამ […]

წელს რეფინანსირების განაკვეთის მეტ შემცირებას არ ველით – ლაშა ქავთარაძე

წელს რეფინანსირების განაკვეთის მეტ შემცირებას არ ველით, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ bm.ge-სთან განაცხადა. მისი თქმით, 2025 წელს ფაქტობრივი ინფლაცია დიდად არ იქნება მიზნობრივი დონიდან გადახრილი. „არსებულ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, ვფიქრობდით, რომ შესაძლოა ყოფილიყო შემცირება. ჩვენ ვპროგნოზირებდით, რომ წლის განმავლობაში სებ-ს ექნებოდა შესაძლებლობა 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების. ეს გაკეთდა ახლა და არ ვფიქრობთ, […]

ლიბერთი განათლებისთვის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2024 წლის ნახევარფინალისტები ცნობილია

ათასწლეულის ფონდის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და ლიბერთისთან თანამშრომლობით, საქართველოში 2015 წლიდან ხორციელდებაათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, რომლის მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციებისა და STEM განათლების პოპულარიზება. ლიბერთი, კონკურსის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, წელსაც აგრძელებს ინოვატორი ახალგაზრდების მხარდამჭერას და ტრადიციულად მესამე ადგილზე გასულ გუნდის წევრებს, სასწავლო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, შვეიცარიაში […]

იოზვიაკი: EU-ს ელჩებმა დღეს საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს

ევროკავშირის ელჩებმა დღეს საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს. იმავეს გააკეთებენ EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს (27 მაისს) და კიდევ უფრო საფუძვლიანად ივნისში. ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება.

გაიცანით უნიჭიერესი ანდრია ფოცხიშვილი

ანდრია ფოცხიშვილი ქართული საბალეტო ხელოვნების ამომავალი ვარსკვლავია. უნიჭიერესი ბალერონი სულ უფრო მაღალი კლასის საშემსრულებლო ხელოვნებას გვაჩვენებს. ანდრია ფოცხიშვილების გვარის ღირსეული წარმომადგენელია – გელოდი ფოცხიშვილის შვილიშვილსა და დავით ფოცხიშვილის შვილს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ვიდეო,რომელსაც “არტ ინფო” გიზიარებთ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის გამოსაშვები საღამოდანაა, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.

ბოკერია: მნიშვნელოვანია, პარტიები შეჯერდნენ, რას გააკეთებენ რეჟიმის დამარცხების მერე

მნიშვნელოვანია, რომ პარტიები შეჯერდნენ იმაზე, რას გააკეთებენ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, ანუ შინაარსზე. პრეზიდენტი ზურაბიშვილის ინიციატივაზე, რათა ხალხმა იცოდეს, რომ ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, არავის ხელში აღმოჩნდება კონცენტრირებული ძალაუფლება და პირველივე 100 დღეში გატარდება ის რეფორმები, რომელიც ამას არ დაუშვებს. ამიტომ ვუჭერთ ჩვენ – ევროპული საქართველო პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას მხარს. რაც შეეხება ყველას, ვინც წინასწარ საუბრობს […]