პოლონეთი აპირებს შექმნას კომისია, რომელიც ქვეყანაში რუსეთისა და ბელორუსის გავლენას შეისწავლის

პოლონეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ წუხელ სამართალდამცველებმა დააკავეს კიდევ სამი ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით დივერსიული აქტების მოწყობასა და საბოტაჟში. იმავე ბრალდებით ადრე ცხრა პირი დააკავეს. „ევრონიუსის“ ცნობით, ამ ფონზე პოლონეთის მთავრობის მეთაურმა რუსეთი პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე ხელოვნური მიგრაციით გამოწვეული დაძაბულობის შექმნაშიც დაადანაშაულა. “დღეს მივიღეთ დადასტურება, რომ პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარზე დაძაბულობა არ არის […]

შაპსი: ჩინეთი რუსეთს ლეტალურ იარაღს უკვე აწვდის ან ახლო მომავალში მიაწოდებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა, რომელსაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს. თავდაცვის უწყების ხელმღვანელის თქმით, ბრიტანეთის დაზვერვას ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებაც აქვს. “აშშ-ს და ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურებს აქვთ მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ჩინეთი რუსეთს ლეტალურ იარაღს აწვდის ან უახლოეს მომავალში მიაწვდის. ვფიქრობ, რომ ეს მოვლენების მნიშვნელოვანი განვითარებაა”. – თქვა […]

“უბრალოდ ჩემს პოზიციას გამოვხატავ” – რას ამბობს სამენოვანი ბანერის ავტორი

სამ ენაზე – ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებზე – შესრულებული ბანერი წარწერით: „ჩემი ოცნება ნეიტრალური საქართველოა“, გამოჩნდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის წინ. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ბანერის სიახლოვეს მყოფმა კაცმა, ის არის ინსტალაციის ავტორი, ჰქვია გიორგი დობორჯგინიძე, არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიისა და მოძრაობის წევრი და უბრალოდ თავის პოზიციას გამოხატავს. მისი თქმით, საქართველომ ნეიტრალიტეტის […]

ირაკლი კობახიძე და ილია დარჩიაშვილი ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ. ცნობისთვის, ირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური პირების სამგლოვიარო ცერემონია გრძელდება. ებრაჰიმ რაისს ხუთშაბათს […]

“ამდენი ორატორი, ამდენი განათლებული ადამიანი, მე, ყველაზე მაგარ ოცნებებში არ წარმომედგინა.გენაცვალეთ თქვენ! ბიჭებო და გოგოებო“- მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდებს

“ამდენი ორატორი, ამდენი განათლებული ადამიანი, მე, ყველაზე მაგარ ოცნებებში არ წარმომედგინა.გენაცვალეთ თქვენ! ბიჭებო და გოგოებო“- მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ქართველი ახალგაზრდებით ამაყობს. სააკაშვილის თქმით, როდესაც პარტიულ პლატფორმა შეიქმნება სახელად უნდა ერქვას ევროპა და არა, პარტიული პროგრამები. მისი თქმით „რუსულ რეჟიმს უნდა დავუპირისპიროთ ერთიანი პროდასავლური ძალისხმევა“. “[ამბობენ] აი, […]

კანის კინოფესტივალზე ოჯახის წევრები “საკუთარი ხარჯებით” წაიყვანეს – ბაჩო ოდიშარია

კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი და POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია ამტკიცებს, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ოჯახის წევრები კანის კინოფესტივალზე მათ საკუთარი ხარჯებით წაიყვანეს. “ცოლებისა და შვილებისადმი ეს ბაბლი რომ პერვერსიულადაა განწყობილი და ყველა შესაძლო ხერხით იყენებს ინსტრუმენტად, სიახლე აღარავისთვისაა, უბრალოდ ეს მგონი პირველი შემთხვევაა, სადაც ფაშისტური ვნებები ბოლომდე გაშალეს და მცირეწლოვანი ბავშვების ირგვლივ ქილიკი, მეუღლეების დამუნათება გაიხადეს […]

150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპერები 1 ივნისს გამოვლინდებიან

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2024 წლის 14 თებერვალს მეთორმეტედ გამოაცხადა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის თერთმეტი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 215 სტარტაპი დაფინანსდა. დაინტერესებულ პირებს 14 თებერვლიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ ბიზნეს იდეა, რომელთა შეფასება განახორციელეს კონტრაქტორმა ექსპერტებმა. კონკურსით შერჩეული საუკეთესო 150 სტარტაპი გადამზადდა ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა […]

გიგი წერეთელი – ვენეციის კომისიასთან პარანოიალური იდეებით ბრძოლა, თითქოს მათ დასკვნა ვიღაცამ დააწერინა ან ვინმე მართავს, მიუთითებს, რომ ხელისუფლებას რაციონალური ნაბიჯების რესურსი არ დარჩა

ვენეციის კომისიასთან პარანოიალური იდეებით ბრძოლა, რომ მათ ეს ვიღაცამ დააწერინა ან ვინმე მართავს, მიუთითებს, რომ ხელისუფლებას რაციონალური ნაბიჯების რესურსი არ დარჩა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც ვენეციის კომისიისა დასკვნასა და მასზე „ქართული ოცნების“ რეაგირებას გამოეხმაურა. როგორც გიგი წერეთელი აღნიშნავს, ვენეციის კომისიის დასკვნა ძალიან მკაფიო იყო. მისივე თქმით, როგორც წესი […]

“ვირტუსმა” “ტორტონა” შენგელიას წინამძღოლობით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით “ვირტუსმა” ბოლონიაში “ტორტონა” გაანადგურა და იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალური სერიის 2 მოგებით დაწყების შემდეგ “ტორტონამ” საპასუხო მატჩებიდან მაქსიმუმი გამოწურა და შინ ორივე მატჩის მოგებით სერია გაათანაბრა. რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა “ვირტუსმა” მოედნის უპირატესობით ისარგებლა და სერიის გადამწყვეტ მატჩს უმასპინძლა, რომელშიც “ტორტონა” 92:63 დაამარცხა და სერია 3:2 მოიგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი ფორვარდი […]

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ფრანკფურტის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Imex Frankfurt 2024 მიიღო მონაწილეობა. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი. Imex Frankfurt 2024-ზე ბიუროს წევრი 10 კომპანია და აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი მონაწილეობდა. სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის, საქმიანი ტურიზმის მიმართულების, ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ პრეზენტაციები […]