ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები – მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებთ, არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაიწვიონ, რისი რეკომენდაციაც ვენეციის კომისიამ გასცა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს შესახებ მომხსენებლები ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი გაიწვიონ. ამის შესახებ განცხადებას PACE-ის საქართველოს შესახებ მომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი) და ედიტე ესტრელა (პორტუგალია) ავრცელებენ. “ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ჩვენს შეშფოთებებთან დაკავშირებით ავტორიტეტული იურიდიული არგუმენტები გვთხოვეს. ეს არგუმენტები ახლა […]
მთავრობამ წაშალა ფოტო, რომელზეც ირანში საქართველოსა და რუსეთის თვითმფრინავები ერთად ჩანს

მთავრობის ადმინისტრაციის Facebook-გვერდიდან რამდენიმე წუთში წაშალეს ფოტო, რომელზეც ირანში პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიალზე ჩასული ირაკლი კობახიძის ფონზე რუსული და ქართული თვითმფრინავები ერთად ჩანს. კობახიძის მეთაურობით ქართული დელეგაცია ირანში ირანის პრეზიდენტის დაკრძალვას დაესწრო. კობახიძის გარდა, დაკრძალვაზე იყო დელეგაცია რუსეთიდან, ასევე, ჰამასისას და ჰეზბოლას ლიდერები. ცერემონიალს არცერთი დასავლელი ლიდერი არ ესწრებოდა.
უცნობია ჩატარდა თუ არა საერთოდ გასაუბრებები და თუ ჩატარდა რატომ არ მიეცა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მონიტორინგის შესაძლებლობა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო გაუმჭვირვალედ მუშობსც – ამის შესახებ საია საგანგებოდ გვარცელებულ განცხადებაში საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაცია უმაღლესი საბჭოს მიერ 21 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ეხმაურება და წერს, რომ უცნობია, ჩატარდა თუ არა გასაუბრებები და თუ ჩატარდა, რატომ არ მიეცა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მონიტორინგის შესაძლებლობა. საიას ცნობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 21 მაისის სხდომის დღის წესრიგი სულ ოთხ საკითხს ითვალისწინებდა. […]
“50 000 $ უწევს თითოს თუ მეტი არა! – იქნება დავიბრუნოთ ჩვენზე წართმეული ფული!” – სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი: ამ 12 წლის განმავლობაში ოცნებამ და მათთან დაახლოებულმა ბიზნეს ოჯახებმა რაც ფული იშოვეს ეგ რომ გავყოთ 3,5 მილიონ მოსახლეზე ნეტა თითოს რამდენი გვერგება? მე რაც მოვთვალე დაახლოებით 50 000 $ უწევს თითოს თუ მეტი არა! – ხო და იქნება დავიბრუნოთ ჩვენზე წართმეული ფული!
მე-3 ქვეყანაში/ქვეყნიდან გადაზიდვის ნებართვის მიღებას კომპანიები 3 ასოციაციისგან შეძლებენ

მე-3 ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესი დამტკიცდა. დადგენილება განსაზღვრავს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის და მის გაცემაზე უარის თქმის წესსა და პირობებს. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სანებართვო დოკუმენტები გადამზიდავ კომპანიებზე მხოლოდ შესაბამისი ასოციაციების გავლით გაიცემა, შესაბამისად, იმისთვის, რომ გადაზიდვისთვის საჭირო ნებართვა კომპანიამ მოიპოვოს შესაბამისი ასოციაციის წევრი უნდა იყოს. ახალ რეალობაში […]
ლიეტუვის სეიმი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საპასუხო ზომები განიხილონ

ლიეტუვის სეიმი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საპასუხო ზომები განიხილონ. ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის (სეიმი) მიერ “საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ” მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნული. “[ლიეტუვის პარლამენტი] ღრმა შეშფოთებას გამოხატავს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივობების შეზღუდვას ისახავს მიზნად და შინაარსით […]
რუსეთი ბალტიის ზღვის საზღვრების “დაზუსტებაზე” საუბრობდა, თუმცა პროექტი პორტალიდან წაიშალა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეთავაზება – გადაეხედათ რუსეთის საზღვაო საზღვრისთვის ბალტიის ზღვის აღმოსავლეთით, ოთხშაბათს ოფიციალური პორტალიდან წაიშალა. ოფიციალურ განცხადებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობდა, რომ საზღვრის საბჭოთა დროინდელი 1985 წლის დადგენილება ეყრდნობოდა მეოცე საუკუნის შუა წლებში არსებულ საზღვაო გრაფიკებს და ცხრილებს, შესაბამისად სრულად არ ასახავდა უფრო თანამედროვე კარტოგრაფიულ კოორდინატებს. ამ დოკუმენტმა ნატოს წევრი სახელმწიფოების – ფინეთის, შვედეთის, […]
ირლანდია, ესპანეთი და ნორვეგია პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებას აპირებენ

ირლანდია, ესპანეთი და ნორვეგია ამბობენ, რომ 28 მაისს პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარებას ოფიციალურად გამოაცხადებენ. მათი თქმით, იმედოვნებენ, რომ სხვა დასავლური სახელმწიფოებიც მსგავს ნაბიჯებს გადადგამენ. ისრაელმა ამ ქვეყნებიდან ელჩები გაიწვია. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ღაზაში “ჰამასის” წინააღმდეგ მიმდინარე ომში ცეცხლის შეწყვეტის ძალისხმევის დაჩქარებისთვისაა გამიზნული. “ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი აღიარება და ჩვენი მიზეზები წვლილს […]
რუსეთი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების სიმულაციის წვრთნებს იწყებს

სამშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გაშვების მზადების სიმულაციის წვრთნების პირველი ეტაპი დაიწყო. მოსკოვმა ეს წვრთნები, როგორც თვითონ უწოდებს, დასავლელი ოფიციალური პირების, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის „მებრძოლ განცხადებებს“ დაუკავშირა და განაცხადა, რომ ეს რუსეთის უსაფრთხოებას დაემუქრა. ბირთვული შეიარაღების ანალიტიკოსები ამბობენ, რომ წვრთნები გამაფრთხილებელი სიგნალია პუტინისგან, […]
20 წ. | ლადო კილასონია – ფოკუსირება დეტალებზე

“უმცროსი ბორჯღალოსნები” 2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადებას “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე აგრძელებენ. ლადო კილასონიას შეგირდებმა 4 მაისს საფრანგეთთან გამართული გასახურებელი თამაშის (17:26) შემდეგ რამდენიმე დღე დაისვენეს და შეკრება განაახლეს. წვრთნები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შაბათ-კვირა კი დასვენების დღეებია. “მზადების სტილში ბევრი არაფერი შეცვლილა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ საფრანგეთთან თამაშის შემდეგ მეტ ყურადღებას […]