“ვაშაძეს არავინ ეკითხება ლიდერების დანიშვნას” – ჩერგოლეიშვილი

რეჟიმის წინააღმდეგობას ახლა ჰყავს სამი მოქმედი პირი: 1) ხალხი ქუჩაში, რომელიც აქტიურია და ჩვენ ვნახეთ ეს ენერგია, რომელიც გადმოიღვარა. 2) პოლიტიკური სპექტრი – აქამდე არ იყო კარგად საქმე, მაგრამ ახლა კონტურებს ვხედავ, რომ შესაძლოა შეთანხმება მოხერხდეს იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს ცვლილებების მერე. პრეზიდენტს ამაზე მზადყოფნა აქვს და ვიცით საერთაშორისო ორგანიზაციების აზრი, რომ ისინიც მოწადინებულები […]
“ქართველ ქალსაც ეკუთვნის წილი ბედნიერება, სექსი… სულ მარხვა და გლოვაში ვერ იქნება”

მოვიძიე ეს სპექტაკლი youtubeზე და თიზერიც დევს, სამწუხაროა, მე არ მინახავს თეატრში. ქალის ხასიათის გახსნა ქართულ სცენაზე- აბა სხვანაირად ქალის ხასიათი მსახიობმა როგორ უნდა შექმნას? წარბის აწევის და დუელზე გამოძახების საუკუნე არაა, გადასარევ ხასიათს ქმნის მსახიობი, რა ყველაფერზე მითქმა-მოთქმა იცის სამშობლომ… თეატრია… პარლამენტში ნამდვილი სწერვები და ნაშები თქვენი არჩეულია და მსახიობმა მარტოობისგან სასოწარკვეთილი ქალი ითამაშოს […]
მთავრობამ წაშალა ფოტო, რომელზეც ირანში საქართველოსა და რუსეთის თვითმფრინავები ერთად ჩანს

მთავრობის ადმინისტრაციის Facebook-გვერდიდან რამდენიმე წუთში წაშალეს ფოტო, რომელზეც ირანში პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიალზე ჩასული ირაკლი კობახიძის ფონზე რუსული და ქართული თვითმფრინავები ერთად ჩანს. კობახიძის მეთაურობით ქართული დელეგაცია ირანში ირანის პრეზიდენტის დაკრძალვას დაესწრო. კობახიძის გარდა, დაკრძალვაზე იყო დელეგაცია რუსეთიდან, ასევე, ჰამასისას და ჰეზბოლას ლიდერები. ცერემონიალს არცერთი დასავლელი ლიდერი არ ესწრებოდა.
ბათუმის აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ვერ ჯდება

ბათუმის აეროპორტში, სტამბოლი-ბათუმის რეისზე, თვითმფრინავი ვერ ჯდება. ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს. ამ დროისთვის უცნობია, რატომ ვერ ჯდება თვითმფრინავი. ფოტო: “ბათუმელები”
საჯარო სკოლები მშობლების ნაწილს “განსაკუთრებული კატეგორიის” მონაცემებზე წვდომას სთხოვენ

გამოცემა ეტალონი ავრცელებს ინფორმაციას, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლების ნაწილს გადაეცათ დოკუმენტი, რომლითაც “განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების” დამუშავებაზე სთხოვენ ნებართვას. დოკუმენტი ბიომეტრიული მონაცემების გარდა, ითხოვს მშობლისა და შვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მონაცემებს, ასევე, სოციალურ მახასიათებლებს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს. დოკუმენტი, რომელიც მშობლებს ხელმოსაწერად გადაეცათ, ნათქვამია, რომ სკოლა, მოსწავლის კანონიერი მიზნებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, პერსონალური მონაცემები განათლების […]
შოვში ეკლესია და მემორიალი აშენდება – მემორიალის აღმართვისთვის კონკურსი გამოცხადდა

კურორტ შოვში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ეკლესიის სამშენებლოდ და მემორიალის აღსამართად ე.წ. „რკინის წყლის“ მიმდებარე ტერიტორია შეირჩა, სადაც უსაფრთხოების გარანტიების დაცვით შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს. ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, შოვში იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული-პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე- გიორგი ნოდარიშვილი, სოფელ გლოლის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებული -ვახო ბიჭაშვილი და […]
ლიეტუვის სეიმი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაიწვიოს

ლიეტუვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაიწვიოს. რეზოლუციის ტექსტი სოციალურ ქსელში ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავიოლიონისმა გამოაქვეყნა. რეზოლუციაში ლიეტუველი დეპუტატები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო. მათი თქმით, კანონი მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვისკენ და არსებითად […]
გია ხუხაშვილი – გზაჯვარედინზე ვდგავართ, ან რუსეთის იმპერიაში მივდივართ, ან დასავლეთში, რა დროს „ნაცებზე“ აზიზი დამოკიდებულებაა – ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ორ პირობას წავუყენებდი

ოპოზიცია რეალურად ბუჩქებშია, პროცესები დღეს ახალგაზრდებს მიჰყავთ, ოპოზიციის წარმომადგენლებს ტრიბუნაზე არ უშვებენ , – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. გია ხუხაშვილის განცხადებით, ახალგაზრდები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებს მართავენ, თავად უნდა გახდნენ პოლიტიკური სუბიექტები და შემდეგ არჩევნებისთვის რომელიმე პარტიას შეუერთდნენ. „უნდა გამოჩნდნენ, ბუჩქებში ხომ არ დავუწყებ ძებნას […]
ადვოკატის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ მამუკა ხაზარაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ზვიად კორძაძე ავრცელებს. როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს განჩინებებს, რითაც მათ უარი ეთქვათ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ საქმის წარმოებაზე. „სტრასბურგის სასამართლომ დღეს გვაცნობა, რომ წარმოებაში მიიღო მამუკა ხაზარაძის კიდევ ერთი საჩივარი, რომელიც ეხება თბილისის […]
მარნეულის მერია – მარნეულის დელეგაციამ, გერმანიის ქალაქ უზედომში ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალების საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა

მარნეულის დელეგაციამ, გერმანიის ქალაქ უზედომში ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალების საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, პროგრამა მოიცავდა პლენარულ სესიებს, ძირითად გამოსვლებს, სამუშაო შეხვედრებს და სხვადასხვა კულტურულ აქტივობას. „სამიტის ფარგლებში მოეწყო „კულტურის, ღვინის და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმის” პრეზენტაცია, რომელიც დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თემურ შუბითიძემ წარადგინა. ასევე, აღნიშნული […]