ყურუა: იმთავითვე არ მხიბლავს ერთიანი სიის იდეა და მაინცდამაინც ორი პოლუსის დატოვება

პირველ რიგში, ჩემთვის არჩევნები არჩევანთან ასოცირდება და ზოგადად, რაც უფრო მეტია ასარჩევი, რაც უფრო მეტი არჩევანის თავისუფლება გაქვს, მით უფრო კარგი მგონია და იმთავითვე არ მხიბლავს ერთიანი სიის იდეა და მაინცდამაინც ორი პოლუსის დატოვება… ჩვენ მხარს დავუჭერთ ნებისმიერ კონფიგურაციას, რომელშიც დარწმუნებული ვიქნებით, რომ ქართული ოცნების დამარცხების უფრო დიდი შანსია. ზურას სჯერა, რომ ამაშია ახლა ქართული […]
რუსეთის ჯარმა კიდევ უფრო წაიწია ქალაქ ჩასივ-იარისკენ და სოფელ კლეშჩიევკის ცენტრსაც მიუახლოვდა – ISW

რუსეთის ჯარებმა მოახერხეს წინ წაწევა ქალაქ ჩასივ-იარის მიმართულებით, ამის შესახებ 22 მაისის საღამოს ცნობა პროექტმა Deep State-მა გაავრცელა. ცნობაზე თანდართული რუკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აგრესორმა დაიკავა მიკრორაიონ კანალის აღმოსავლეთ გარეუბანი და წინ წაიწია ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრის მახლობლად მდებარე ზელენაიას ქუჩის გასწვრივ. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები თვლიან, რომ რუსეთმა ხარკოვის რეგიონის ჩრდილოეთით მიმდინარე ოპერაცია […]
ჯოზეფ ბორელი – ვენეციის კომისიამ მკაცრად ურჩია საქართველოს, გაიწვიოს უცხოური გავლენის შესახებ კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით – ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ რეკომენდაცია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. “ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ მკაცრად ურჩია საქართველოს, გაიწვიოს უცხოური გავლენის შესახებ კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით. [საქართველოს] ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ რეკომენდაცია საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტების შენარჩუნების თვალსაზრისით”, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი “ტვიტერის” პირად გვერდზე. შეგახსენებთ, ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის […]
პრემიერი – გაუმჭვირვალობა იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელმაც კონკრეტულ სუბიექტებს შეაძლებინა, ორჯერ ეცადათ რევოლუციის მოწყობა ამ ქვეყანაში – არ დაასვენეს ეს ქვეყანა, ამ ვითარებაში, ჩვენ ვერ ვხედავთ სხვა გზას, რომ ქვეყანა დავამშვიდოთ

გაუმჭვირვალობა იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელმაც კონკრეტულ სუბიექტებს შეაძლებინა, ორჯერ ეცადათ რევოლუციის მოწყობა ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას ყველა სცენარი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლარიზაციის დასასრულებალად საჭიროა პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობა და NGO-ების გამჭვირვალობაც სწორედ ამას ნიშნავს. „ჩვენ ყველა სცენარი გვქონდა გათვლილი. არსებული სცენარიც იყო […]
“ავტორიტეტულ პიროვნებას რამე ხომ არ დაუვალებიაო?” – აქტივისტი ლაშა დიაროვი მოსამართლის წინაშე გამოკითხეს

22 მაისს ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე, აქტივისტი ლაშა დიაროვი კრიმინალურმა პოლიციამ სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხა სისხლის სამართლის საქმეზე. რადიო თავისუფლებასთან საუბარში დიაროვი ამბობს, რომ გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით იყო, თუმცა მის მიმართ “ისეთი უცნაური” შეკითხვები იყო, “თან ბრალდებასაც რომ შეიცავდა”. მისივე თქმით, კითხვები დაუსვეს პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციებზეც და გმირთა მოედნის გადაკეტვაზეც. “ყველაზე […]
სალომე ზურაბიშვილმა იტალიის დელეგაციასთან ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროგაერთიანების საქმეთა კომიტეტის დელეგაციასთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციითვე, შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, პრეზიდენტმა მიმდინარე პროცესების ფონზე, მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაზეც დელეგაციამ აღნიშნა, რომ დღეს მათი ვიზიტი სწორედ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერის ხაზგასმაა. […]
პროფესორ-მასწავლებლები მარშს აანონსებენ – “ხელისუფლება ცდილობს შელახოს უნივერსიტეტების ავტონომია”

25 მაისს, 17:00-ზე რუსულ კანონს ქართული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, მკვლევრები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი გააპროტესტებენ. ისინი მარშს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის მიმართულებით მოაწყობენ. “ჩვენ, საქართველოში არსებული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, მკვლევრები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ვუერთდებით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო სამართლიან და დემოკრატიულ სამოქალაქო პროტესტს, რომლის ჩახშობა საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა. გარდა პირდაპირი […]
“БРАТУХА” – დრო ძალიან აჩქარდა, მოკლე მონაკვეთში ვიხილეთ 2 უმნიშვნელოვანესი მოვლენა” – გიორგი თარგამაძე

ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე: “ხალხის მოტყუება უფრო ადვილია, ვიდრე იმაში დარწმუნება, რომ მას ამდენი ხანი ატყუებდნენ”. ჭკვიანი კაცი იყო მარკ ტვენი. ალბათ თავადაც არაერთხელ მოტყუებულა და გაცრუებია იმედი. რთულია იმის აღიარება, რომ ამდენი ხანი ასე უტიფრად და თავხედურად გატყუებდნენ, შენს ნდობას თუ რწმენას ასე უნამუსოდ იყენებდნენ. მაგრამ დღეს საქართველოში და საქართველოსთან მიმართებაში სურათი იმდენად ნათელია და […]
სენატორ მაკკონელის მიმართვა ქართველ ხალხს: “ქართული ოცნება” მზად არის მოაშთოს ქართველთა ევროატლანტიკური მისწრაფებები

რესპუბლიკელი სენატორი და შეერთებული შტატების სენატში უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. სენატში გაკეთებულ განცხადებაში ამერიკელი კანონმდებელი პარტია “ქართულ ოცნებას” “მოსკოვისთვის ხელსაყრელ პარტიად” მოიხსენიებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი. სენატორი იმედს გამოთქვამს, რომ ” თბილისში, ძალაუფლებაში მყოფი პირები [ქვეყნის] სუვერენიტეტს [რუსეთისადმი] მორჩილებაზე მაღლა დააყენებენ”. […]
საელჩო – Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს ნიდერლანდების პოზიციას

საქართველოში ნიდერლანდების საელჩო აცხადებს, რომ „Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ნიდერლანდების წარმომადგენლების განცხადებებს“. შესაბამის განცხადებას საქართველოში ნიდერლანდების საელჩო სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” ავრცელებს. ცნობისთვის, The Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპული დედაქალაქები „საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს“ განიხილავენ. კერძოდ, FT-ის ცნობით, მომავალ კვირას გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა […]