მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებთ, არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს შესახებ მომხსენებლები ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი გაიწვიონ. ამის შესახებ განცხადებას PACE-ის საქართველოს შესახებ მომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი) და ედიტე ესტრელა (პორტუგალია) ავრცელებენ. „ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ჩვენს შეშფოთებებთან დაკავშირებით ავტორიტეტული იურიდიული არგუმენტები გვთხოვეს. ეს არგუმენტები ახლა […]

ევროკომისია შენგენის ვიზების გაძვირდების მიზეზად ინფლაციასა და მომსახურე პერსონალის ანაზღაურების ზრდას ასახელებს

11 ივნისიდან შენგენის ზონის ვიზები გაძვირდება. ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, ზრდასრული პირებისთვის ვიზის ღირებულება 80-დან 90 ევრომდე, 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი, 40-დან 45 ევრომდე გაიზრდება. ცალკეულ შემთხვევებში ღირებულებამ შესაძლოა, 135 ან 180 ევროც შეადგინოს, თუ ქვეყნის მიმართ ევროკავშირის სავიზო რეჟიმის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის სპეცპროცედურა გამოიყენება. ევროკომისია ღირებულების […]

PACE-ს თანამომხსენებლები საქართველოს მთავრობას: არ დაძლიოთ პრეზიდენტი ვეტო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს მთავრობას რუსული კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებენ. მოწოდება ამ კანონზე ვენეციის კომისიის სასწრაფო მოსაზრებას ეფუძნება. “ჩვენ ქართველმა კოლეგებმა გვთხოვეს ავტორიტეტული სამართლებრივი არგუმენტები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით. ეს არგუმენტები ახლა ვენეციის კომისიის ცალსახა დასკვნაშია მოყვანილი. ამიტომ, მმართველ გუნდს მოვუწოდებთ, არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და გააუქმონ ეს კანონი, როგორც ეს ვენეციის კომისიის […]

„თქვენ მთხოვთ, რომ პასუხი გავცე იმ ადამიანს, რომელსაც საქართველოს ხელოვანებმა სრული უნდობლობა გამოუცხადეს?“- შტეფან შულცი, IPOA-ს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დირექტორი

„თქვენ მთხოვთ, რომ პასუხი გავცე იმ ადამიანს, რომელსაც საქართველოს ხელოვანებმა სრული უნდობლობა გამოუცხადეს?“- შტეფან შულცი, IPOA-ს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დირექტორი IPOA-ს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დირექტორი შტეფან შულცი ავტორ-შემსრულებლების ასოციაციის სამომავლო გეგმებზე საუბრობს და არ სურს ყოფილი ასოციაციის ხელმძღვანელის ბრალდებებს უპასუხოს, რომელსაც მისი თქმით ხელოვანებმა სრული უნდობლობა გამოუცხადეს. მის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ „თქვენ მთხოვთ, რომ […]

ბიზნეს სექტორში დასაქმებული ზესტაფონში საშუალოდ 46,8%-ით მეტ ხელფასს იღებს, ვიდრე თბილისში – საქსტატი

ბიზნეს სექტორში დასაქმებული ზესტაფონში საშუალოდ 46,8%-ით მეტ ხელფასს იღებს, ვიდრე თბილისში – საქსტატი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ზესტაფონში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2210,9 ლარია. თბილისში აღნიშნული მაჩვენებელი 1505,8 ლარს შეადგენს, რაც ზემოთ ხსენებულს 46,8 პროცენტით ჩამორჩება. საქსტატის თანახმად, ბიზნეს სექტორში ზესტაფონის მოსახლეობის მხოლოდ 13%, ანუ 6,9 ათასი კაცია დასაქმებული. ბიზნეს სექტორში […]

“თუ რუსეთს ვებრძვით – მაშინ რაის რამდენიმე ცენტრი? – თუ გაზს ერთად ვყლაპავთ, ცალ ცალკე რატომ უნდა ვიყოთ?” – მიშა მშვილდაძე

თუ რუსეთს ვებრძვით – მაშინ რაის რამდენიმე ცენტრი? – თუ გაზს ერთად ვყლაპავთ, ერთად გვირტყამენ და ერთად ვიმარჯვებთ, ან ვმარცხდებით, ცალ ცალკე რატომ უნდა ვიყოთ აუცილებლად რამეში? უნგრეთის და პოლონეთის მაგალითი მოყავთ ხოლმე, უნგრეთში გაერთიანდა ოპოზიცია და წააგეს და პოლონეთში რამდენიმე ცენტრად დაჯგუფდა და მოიგესო – ეს არგუმენტი ამ სტატუსს შეიძენდა სხვა ყველა პირობა რომ […]

“გაშიშვლდა “დასავლეთი”! რა უშნო ყოფილა” – ნიკოლეიშვილი

US Embassy Tbilisi, Georgia გაშიშვლდა “დასავლეთი”! რა უშნო ყოფილა, როგორი სასტიკი, როგორი უსამართლო!!! დიდო თუ “დიადო ამერიკავ” და ევროპავ, რა პატარები ყოფილხართ, პოლიტიკურ ჭრილში!!!! თქვენნაირ სამართლიანობაზე ვოცნებობდით, და როგორი მიკერძოებული და შერჩევითი ყოფილა, თქვენი “სამართალი”!!! თანასწორობაო, შემოგნატროდით, ადამიანის უფლებებიო, ღირებულებებიო, დიდი და პატარა ქვეყანა თანასწორიაო, კანონის უზენაესობაო!!! როგორი ილუზორული ყოფილა თქვენი თანასწორობაც, დემოკრატიაც, ღირებულებებიც ( […]

“ქართული ოცნება, რა მაგრა ვუთხარიი? იიშ…” – ფოფხაძე

Venice Commission რა იცით თქვენ კანონების კითხვა და გაგება, თქვე წყალწაღებულებო.. თან კაცო ქართულ ენაზე რო გვიგზანიან დასკვნას, ემანდ მერე თარჯიმანს არაფელი დააბრალოთო… დაგწყვიტათ ჭირმა ჩვენი დაღუპვა რო გინდათ იმიტომ თქვე ომის და იმის, ფრიგეიევროპის პარტიავ თქვენ.. P.S. ქართული ოცნება / Georgian Dream ნახეთ რა მაგრა ვუთხარიი? იიშ…

იოსელიანი ქურასბედიანზე: მიუღებელია ე.წ დაბულინგება, მითუმეტეს, ქალი პოლიტიკოსების

კატეგორიულად მიუღებელია ადამიანის დამუნათება, ე.წ დაბულინგება განსხვავებული პოლიტიკური თუ ნებისმიერი მოსაზრების გამო, მითუმეტეს, როცა საუბარი არის ქალებზე, იმ პირობებში, როცა ქალებს ისედაც ბევრი სირთულის დაძლევა უწევთ პოლიტიკაში და ბევრ სირთულესთან გამკლავება, ამ პირობებში კიდევ უფრო მიუღებელია ქალი პოლიტიკოსების მიმართ რაიმე ტიპის შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი გამონათქვამების გაჟღერება.

FT-ის სტატია არასწორად ასახავს ნიდერლანდების პოზიციას — საელჩო

საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს განცხადებით, Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ნიდერლანდების წარმომადგენლების განცხადებებს. Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ოთხი ქვეყანა, ნიდერლანდების ჩათვლით, რუსული კანონის მიღების გამო საქართველოსთვის სანქციების დაწესებას, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მოითხოვს. ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნები ამისგან ცალკე განიხილავენ საქართველოს მთავრობისთვის „სხვაგვარი ზომების გატარებას“. […]