ეს არარაობა, ქალის მსგავსი არსება, ბევრი წელი პროკურატურაში მუშაობდა – ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პარტია „საქართველოსთვის“ წევრ ნათია მეზვრიშვილის ფეისბუქსტატუსს, რომლის მიხედვითაც საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას არა მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის – ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო, არამედ, პოლიტიკური მოტივით ტოვებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ეს არარაობა, ქალის მსგავსი არსება, ბევრი წელი პროკურატურაში მუშაობდა. მათ შორის, ირაკლისაც კარგად იცნობს და მაინც ამ უზნეობას […]

ოზურგეთს ევროპის კიდევ ერთი ჩემპიონი ჰყავს

“გიორგი თოხაძემ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში თურქი მეტოქე ანგარიშით 9:0 დაამარცხა. ვულოცავ გიორგის ამ დიდ წარმატებას! – წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე. Previous: ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს- ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი “ქართუ” ეროვნულ ნაკრებს დამატებით […]

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბაჩანა ბრეგვაძის ნაქონი პირადი ნივთები და ადრეულ წლებში მის მიერ გამოცემული წიგნები შეემატა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბაჩანა ბრეგვაძის ნაქონი პირადი (ქუდი და კაშნე) ნივთები და ადრეულ წლებში მის მიერ გამოცემული წიგნები შეემატა. საჩუქრები თსუ-ის ბიბლიოთეკას სახელოვანი უნივერსიტეტელის ქალიშვილმა ანი ბრეგვაძემ გადასცა. „მკითხველს დღეიდან შეეძლება, გაეცნოს დიდი მთარგმნელისა და მწერლის სხვადასხვა წელს გამოცემულ ნაშრომებს: პლატონი – „იონი, დიდი ჰიპია, მენონი“ (1974 წ); ბლეზ პასკალი (1995), „იტალიური ზღაპრები” (1997 წ), […]

უკრაინაში მებრძოლი საქართველოს კიდევ ერთი შვილი დაიღუპა – ნადირაძე

უკრაინაში მებრძოლი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს. „ხარკოვის მიმართულებით ბრძოლაში გმირულად დაეცა, საქართველოს შვილი, ჩვენი ქისტი ძმა სერგო გორნაკაშვილი. დიდება მის გმირ სულს“, – წერს სოციალურ ქსელში ვანო ნადირაძე. ნეტგაზეთი ინფორმაციის გადამოწმებას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს და მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. უკრაინაში რუსეთის […]

შსს-ს სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი მეორე ახალი ევროპული ტიპის „H 145“ გადმოეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას რიგით მეორე “H 145“ ვერტმფრენი შეემატა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მისი ოფიციალური გადმოცემა გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში მოხდა. „ვერტმფრენი აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე, გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით. ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. აღსანიშნავია, რომ ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენის […]

მარტვილში მამის მიერ შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს ინფორმაციას ავრცელებს

სამეგრელოს პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. შსს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1958 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული […]

ნორვეგია რუს ტურისტებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს

ნორვეგია რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვებს ამკაცრებს, – ინფორმაციას ნორვეგიის მთავრობა ავრცელებს. „რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნორვეგიაში ტურისტული და სხვა არააუცილებელი მიზნით ჩადიან, ნორვეგიაში შესვლა აეკრძალებათ”, – ნათქვამია აღნიშნულია ნორვეგიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. „შესვლის წესების გამკაცრების გადაწყვეტილება თანხვედრაშია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიულ ომზე რეაგირებაში მოკავშირეებისა და პარტნიორების გვერდით დგომის მიმართ ნორვეგიის მიდგომასთან“, – აცხადებს […]

რუსეთში გენშტაბის მეთაურის მოადგილე, გენერალი ვადიმ შამარინი დააკავეს

რუსეთში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე, კავშირგაბმულობის მართვის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვადიმ შამარინი დააკავეს. შამარინს დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ედება ბრალი. მუხლი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მედიების ცნობით შამარინის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ჩხრეკის შედეგებზე დაყრდნობით რუსი ოფიცერი სამხედრო საგამოძიებო განყოფილებაშია გადაყვანილი. ცოტა ხნით ადრე დააკავეს 58-ე არმიის ყოფილი მეთაური გენერალი ივან პოპოვი, მას თაღლითობაში […]

“აშშ უნდა იდგეს ქართველი ხალხის გვერდით” – მაკკეინის და ბუშის ინსტიტუტები, Freedom House

მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და Freedom House საქართველოში მიმდიანრე მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. “2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ, სენატორმა ჯონ მაკკეინმა ცნობილი სიტყვები წარმოთქვა, რომ “ჩვენ ყველანი ქართველები ვართ”. დღეს, ჩვენი ორგანიზაცია კვლავ დგას ქართველი ხალხთან და მათ მოთხოვნასთან, ჰქონდეთ თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი” – წერია განცხადებაში. ორგანიზაციების მიხედვით, ქართული ოცნების მიღებული რუსული […]

შსს-ს მეორე სამაშველო ვერტმფრენი უკვე საქართველოშია (VIDEO)

სასაზღვრო პოლიციას მეორე, ევროპული ტიპის სამაშველო ვერტმფრენი, H 145 გადმოეცა. შსს-ს ცნობით, ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ქართულმა ეკიპაჟმა ჩამოიყვანა. “ვერტმფრენი აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე, გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით. ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით”. – წერია შსს-ს განცხადებაში. პირველი H 145 ვერტმფრენი საქართველოს მარტში გადმოეცა. კიდევ ერთ, მესამე სამაშველო ვერტმფრენს კი ქართული […]