ქუთაისში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალში ყაჩაღობის მცდელობა იყო – ნიღბიანი მამაკაცი შენობაში შევიდა და თანხას ითხოვდა

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში ყაჩაღობის მცდელობა იყო. არსებული ინფორმაციით, ნიღბიანი მამაკაცი შენობაში შევიდა და თანხას ითხოვდა. როგორც ადგილზე აცხადებენ, ნიღბიანმა დაცვის თანამშრომელი დაინახა და გაიქცა. მან თანხის წაღება ვერ მოახერხა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ფილიალში მუშაობა შეჩერებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით.

ნორვეგია რუს ტურისტებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს

ნორვეგია რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვებს ამკაცრებს, – ინფორმაციას ნორვეგიის მთავრობა ავრცელებს. „რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნორვეგიაში ტურისტული და სხვა არააუცილებელი მიზნით ჩადიან, ნორვეგიაში შესვლა აეკრძალებათ”, – ნათქვამია აღნიშნულია ნორვეგიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. „შესვლის წესების გამკაცრების გადაწყვეტილება თანხვედრაშია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიულ ომზე რეაგირებაში მოკავშირეებისა და პარტნიორების გვერდით დგომის მიმართ ნორვეგიის მიდგომასთან“, – აცხადებს […]

ქობულეთის ჰავა – გამაჯანსაღებელი უნიკალური თვისებების მქონე კურორტი

კლიმატურ ბალნეოლოგიური კურორტი ქობულეთი თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე უდიდესი ბენეფიტია კონკრეტული პირებისვის ვინც ჯანმრთელობის გაუმჯობესებით არის დაინტერესებული. ქობულეთი კავკასიის კურორტებიდან ზღვასთან ყველაზე ახლოს, ზღვის დონიდან მხოლოდ 3-5 მეტრის სიმაღლეზეა გაშენებული. ზოგადად ჰაერი თბილი და ტენიანი კლიმატით გამოირჩევა, აღსანიშნავია ის უნიკალური გარემოპირობები რაც ქალაქს სრულყოფილი საკურორტო ზონის სახელს ანიჭებს დასვენებისთვის. შავი ზღვა და მისი გარემოპირობები აერთიენებს მრავალ […]

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია კიევში ჩავიდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდი, სავალუტო ფონდის ევროპის დეპარტამენტის დირექტორის, ალფრედ კამერის ხელმძღვანელობით, კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინაში სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის, ვაჰრამ სტეპანიანის განცადებით, შეხვედრების დროს ყურადღება გამახვილდება იმ საფრთხეებზე, რომლის წინაშეც უკრაინის ეკონომიკა აღმოჩნდა და ასევე მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიზნებზე. „ამ შეხვედრების შემდეგ, 27 მაისიდან, სავალუტო […]

ადვოკატი – იმედი გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო მამუკა ხაზარაძის მიმართ უფლების დარღვევას დაადგენს

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ხაზარაძის მიმართ უფლების დარღვევას დაადგენს. აღნიშნულის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ადვოკატის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი სარჩელი ეხებოდა განჩინებებს, რომლის მიღებაზეც მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ უარი განუცხადა. „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ წარმოებაში მიიღო მამუკა […]

ემანუელ მაკრონი – ჩემი სურვილი ახალ კალედონიაში მშვიდობის, სიმშვიდისა და უსაფრთხოების რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებაა

ჩემი სურვილი ახალ კალედონიაში მშვიდობის, სიმშვიდისა და უსაფრთხოების რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებაა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალ კალედონიაში ჩასვლისას განაცხადა. „ჩემი სურვილი, ისევე როგორც ჩემი მინისტრებისა და მთავრობის სურვილი, ხალხის გვერდით ყოფნა და მშვიდობის, სიმშვიდისა და უსაფრთხოების რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებაა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა. ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა ადგილობრივ ლიდერებსა და […]

შვილს სანადირო თოფიდან ესროლა – მარტვილში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1958 წელს დაბადებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შვილს – 1994 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სახისა და ზურგის არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი ლ.ჯ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული […]

Valtra – შესაძლებლობა ქართული აგროსექტორის გაძლიერებისთვის

საქართველოს ნაყოფიერ მიწებზე, სადაც სოფლის მეურნეობა არა მხოლოდ საარსებო წყარო, არამედ ცხოვრების წესი და ტრადიციაა, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა ფერმერების ცხოვრებას გაამარტივებს და გააუმჯობესებს. ამაში კი ცნობილი ფინური კომპანიის, Valtra-ს ტრაქტორები, რომელსაც საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა აგრი“ წარმოადგენს, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. რატომ გირჩევთ Valtra-ს? პირველი მიზეზი გამოცდილება და ისტორიაა. კომპანია ფინური Valmet-ისა და შვედური Volvo BM-ის შთამომავალია […]

ქუთაისში, ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა

ქუთაისში, “საქართველოს ბანკში” შეიარაღებული, ნიღბიანი პირი შეიჭრა. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ალონსო: მეტოქემ გვაჯობა და ტიტულიც დაიმსახურეს

გუშინ, 22 მარტს, ევროპალიგის ფინალში “ატალანტამ” “ლევერკუზენი” 3:0 დაამარცხა. ამ მატჩის შემდეგ შეწყდა ყველა ტურნირზე ლევერკუზენელთა წაუგებელი 51-მატჩიანი სერია – 42 მოგება და 9 ფრე. “ლევერკუზენის” მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა. “მეტოქემ დღეს აშკარად გვაჯობა და ტიტულის მოგებაც დაიმსახურეს, როდესაც პირველი გოლი გავუშვით, კონცენტრაცია სრულად დავკარგეთ და შანსების შექმნა თითქმის […]