ნორვეგია რუს ტურისტებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს

ნორვეგია რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვებს ამკაცრებს, – ინფორმაციას ნორვეგიის მთავრობა ავრცელებს.
„რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნორვეგიაში ტურისტული და სხვა არააუცილებელი მიზნით ჩადიან, ნორვეგიაში შესვლა აეკრძალებათ”, – ნათქვამია აღნიშნულია ნორვეგიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
„შესვლის წესების გამკაცრების გადაწყვეტილება თანხვედრაშია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიულ ომზე რეაგირებაში მოკავშირეებისა და პარტნიორების გვერდით დგომის მიმართ ნორვეგიის მიდგომასთან“, – აცხადებს ნორვეგიის იუსტიციის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი.
ემილი ენგერ მეჰლი. ახალი წესები 29 მაისიდან ამოქმედდება და შეზღუდვა ვრცელდება როგორც მათზე, ვისაც ნორვეგიის მიერ გაცემული ვიზა აქვს, ასევე შენგენის ზონის სხვა ქვეყნების მიერ გაცემულ ვიზებს.
ამასთან, გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია მათთვის, ვინც რუსეთში მცხოვრები ახლო ნათესავების მოსანახულებლად, სამუშაოდ ან სწავლისთვის მიდის.
„ნორვეგიის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება სიტუაციას საზღვარზე და სტორსკოგის სასაზღვრო პუნქტზე და მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ზომები მიიღოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს