Politico: აშშ-ის სენატი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ორპარტიულ პაკეტს განიხილავს

გამოცემა Politico იტყობინება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ახალ, ორპარტიულ კანონპროექტს განიხილავს. გამოცემა წერს, რომ პაკეტი – “ქართველი ხალხის აქტი” სენატს დღეს წარედგინება. მისი სამიზნეები კი იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეშლაში, ასევე ისინი, ვინც ხელი შეუწყო რუსული კანონის მიღებას და დგანან კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის უკან. […]
ლევან ხაბეიშვილი პროკურატურამ დაზარებულად ცნო

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი 23 დღის შემდეგ პროკურატურამ დაზარებულად ცნო” – ნათქვამია ენმ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. “ერეკლე ბენაშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი პარტიის თავმჯდომარეს 23 დღის შემდეგ დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ პროკურორმა მის მიმართ გამოიტანა დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, ხარება (ზვიად ხარაზიშვილი) და მისი […]
“ოცნების” მაღალჩინოსნების სანქცირების კანონპროექტი – Politico-ს მორიგი სტატია

POLITICO, გავლენიანი გამოცემა წერს, რომ ნანახი აქვს დოკუმენტი, რომელიც დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა შეიმუშავეს და “ქართველი ხალხის აქტი” ჰქვია და რომელსაც, სავარაუდოდ, ხუთშაბათს წარადგენენ. გამოცემა წერს, რომ ეს ყველაფერი მას შემდეგ ხდება, რაც საქართველოს პარლამენტი ემზადება რუსული სტილის “უცხოელი აგენტების შესახებ” კანონის საბოლოო კენჭისყრისთვის, რაზეც ევროკავშირმა გააფრთხილა, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებით შესაძლოა […]
სოფელ შამადელაში სტიქიით დაზიანებული საფეხმავლო ხიდის ნაცვლად საავტომობილო ხიდი მოეწყო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად, შამადელაში ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მდინარე სკაიაზე შამადელა-აბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის და ამავე მდინარეზე არსებული ხიდ-ბოგირის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, აქამდე სოფელი შამადელა მოსაზღვრე სოფელ აბასთუმანს საცალფეხო ხიდით უკავშირდებოდა და საავტომობილო მოძრაობა მხოლოდ შემოვლითი გზით იყო შესაძლებელი. […]
აშშ-ის სენატში, სენატორები “ქართველი ხალხის აქტს” წარადგენენ

შეერთებული შტატების სენატი, წარმომადგენელთა პალატაში “მეგობარი” აქტის შესაძლო ინიცირების პარალელურად, საქართველოსთან დაკავირებით, კანონპროექტის საკუთარ ვერსიას აინიცირებს. ინიციატორები სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი ჯიმ რიში არიან. “ამერიკის ხმისთვის” გაზიარებული ინფორმაციით, სენატში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელსაც “ქართველი ხალხის აქტი” ეწოდება და ქმნის ჩარჩოს, რათა ქართველმა ინდივიდებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის […]
“გისამძიმრებთ, შემდეგი კვირიდან ქვის ხანაში შეიძლება აღმოვჩნდეთ” – ICR ჯგუფის დამფუძნებელი

ბიზნესმენი კახა ხაზარაძე ამბობს, რომ მომდევნო კვირიდან საქართველო შეიძლება ქვის ხანაში აღმოჩნდეს და ამას “ქართული ოცნების” ქმედებებს უკავშირებს. ამის შესახებ ბიზნესმენი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს. “მეგობრებო მოგესალმებით და გისამძიმრებთ, იმიტომ, რომ შემდეგი კვირიდან შეიძლება სულ სხვა გარემოში აღმოვჩნდეთ, ანუ ქვის ხანაში. ჩამოგვეშლება არშემდგარი სახელმწიფო. არშემდგარი იმიტომ, რომ დამონებული ადამიანების ბრბოს ვაძლევთ საშუალებას ელაპარაკონ მსოფლიოს ჩვენი […]
„პეისერა ბანკი საქართველო“ საბანკო ასოციაციის წევრი გახდა

ღია ბანკინგის განვითარებით „პეისერა ბანკი საქართველო“ ქართულ საბანკო ბაზარზე ახალ გამოცდილებას ნერგავს. აღნიშნულის შესახებ „პეისერა ბანკ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. ღია ბანკინგში ჩართვა კომერციულ ბანკებს საბანკო ასოციაციის დახმარებით შეუძლიათ. „საბანკო ასოციაცია არის გაერთიანება, რომელიც კომერციული ბანკების სახელით საუბრობს რეგულატორთან, ასევე, განიხილავს ყველა იმ საჭირ-ბოროტო საკითხს, რომელიც დღეს საქართველოს საბანკო სექტორშია დაგროვებული. […]
გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა

აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, საქართველოს სახელით ტატამზე გურამ თუშიშვილი (+100 კილოგრამი), სოფიო სომხიშვილი (+78 კილოგრამი) და საბა ინანეიშვილი (+100 კილოგრამი) წარდგნენ. გურამ თუშიშვილი ფინალში გავიდა, სადაც სამხრეთკორეელ კიმთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. გურამმა მეორე წრეში თურქი თათაროღლუ დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს ტამირლან ბაშაევს აჯობა, გურამმა ნახევარფინალში უზბეკ ალიშერ […]
რუსეთის თანახმად, მწყობრიდან გამოვიდა ზაპოროჟიეს აესის ელექტრომომარაგების მთავარი ხაზი

რუსეთმა 23 მაისს განაცხადა, რომ მთავარი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც რუსეთის ჯარების კონტროლქვეშ მყოფ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ამარაგებს ელექტროენერგიით, მწყობრიდან გამოვიდა. მაგრამ უსაფრთხოებას მუქარა არ შეჰქმნია, ატომური ელექტროსადგური სათადარიგო ხაზის მეშვეობით მარაგდება. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, რომელიც ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარეობს, ექვსივე რეაქტორი გამორთულია, მაგრამ სადგური გარე ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული ბირთვული მასალის გასაგრილებლად. სადგურის რუსულმა ხელმძღვანელობამ ტელეგრამში დაწერა, […]
“ახლა მართლა რომ აგწიოს ჰაერში და ამით გაუმყაროს გამო@ლევებულ მრევლს გლობალური ომის პარტიის არსებობის რწმენა?”– ჯაფარიძე

კარგი, ეს *ლეობა დაგაწერინა, დაგაწერინა მაგრამ, ახლა მართლა რომ აგწიოს ჰაერში ურეკისკენ მიმავალ გზაზე? და ამით გაუმყაროს საკუთარ გამო*ლევებულ მრევლს გლობალური ომის პარტიის არსებობის რწმენა? ვინ დაგიცავს? ბ-ნი ანზორი? იქნებ მაგიტომ ჩაანაცვლა წინა ირაკლი შენით? თუ ისე უყვარხარ რომ არ იზამს?