ლევან ხაბეიშვილი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე ლევან ხაბეიშვილი ფიზიკური ანგარიშსწორებიდან 23 დღის შემდეგ პროკურატურამ დაზარელბულად ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიაში ავრცელებენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ხაბეიშვილს შესაბამისი დადგენილების გადმოცემის თაობაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა შეატყობინა:
„ერეკლე ბენაშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი პარტიის თავმჯდომარეს 23 დღის შემდეგ დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ პროკურორმა მის მიმართ გამოიტანა დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე,“ — აცხადებენ პარტიაში.
ლევან ხაბეიშვილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს 2024 წლის 1 მაისს მიმდინარე აქციაზე.
აღნიშნულ საქმეზე ისევე როგორც აქციის სხვა მონაწილეებსა, პოლიტიკოსებზე და აქტივისტებზე ძალადობაში ამ დრომდე არავინაა ბრალდებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი