პროკურატურამ რუსთავში, მეუღლისა და სიდედრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ რუსთავში მეუღლისა და მეუღლის დედის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მაისს, რუსთავში, ბრალდებულმა მეუღლეს და მეუღლის დედას, რომლებიც ჩვილ ბავშვთან ერთად საბავშვო ეტლით გადაადგილდებოდნენ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სანადირო თოფიდან […]

“ქართველი ხალხის აქტი” – სენატს კიდევ ერთი კანონპროექტი წარედგინება

“ამერიკის ხმის” ინფორმაციით, სენატორების, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ შედგენილ პაკეტს – “ქართველი ხალხის აქტი” ეწოდება. მათივე ცნობით, კანონპროექტის ინიციირება სენატში ამ კვირაში მოხდება. კანონპროექტის თანახმად, მოგზაურობის აკრძალვა და სხვა სანქციები დაუწესდებათ იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან „საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ხელის შეშლაში“ და დგანან „კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და “უცხოელი აგენტების შესახებ კანონის” […]

რუსეთს გოტლენდის კუნძულის დაკავება სურს – შვედეთის არმიის მეთაური

შვედეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის, მიკაელ ბიდენის თქმით, რუსეთს ბალტიის ზღვაში მდებარე გოტლენდის კუნძულის დაკავება სურს. ბიდენმა ამის შესახებ გერმანულ გამოცემა RND-სთან ისაუბრა. გოტლენდის კუნძული ბალტიის ზღვაში შვედეთსა და რუსეთის ექსკლავ კალინინგრადის ოლქს შორის მდებარეობს და სტრატეგიული მნიშვნელობისაა. “მე დარწმუნებული ვარ, რომ გოტლენდის კუნძულს თვალი დაადგა. პუტინის მიზანია ბალტიის ზღვაზე კონტროლის მოპოვება. ამას უდიდესი გავლენა ექნება […]

“ემოციურად მეც საკმაოდ ავღელდი” – რატი იონათამიშვილი

გულწრფელად გეტყვით, როცა ეს წავიკითხე, ემოციურად მეც საკმაოდ ავღელდი. მართლაც გამაოგნებელია, რა ძალები და როგორ ებრძვიან საქართველოს, ამ ქვეყნისა და ჩვენი გუნდის ლიდერებს. რას ერჩის ეს ძალა საქართველოს? მხოლოდ იმას, რომ აქ მეორე ფრონტი არ გაიხსნა და იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება ქართველი ხალხის გარდა, არავის მორჩილი არაა. ამის გამო, ეს ადამიანები ჩვენ დაშანტაჟებას ხან სანქციებით […]

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გადაწყვიტა, დაწესდეს სრებრენიცის გენოციდის ხსოვნის დღე

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა სრებრენიცის გენოციდის დღის ყოველწლიურად აღნიშვნას მიუხედავად ბოსნიელი სერბებისა და სერბეთის წინააღმდეგობისა. რეზოლუციას 84-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 19, თავი შეიკავა 68-მ. რეზოლუციის მიხედვით, რომელიც გერმანიამ და რუანდამ დაწერეს, 11 ივლისი დაწესდება სრებრენიცის გენოციდის ხსოვნის საერთაშორისო დღედ. ამ ზომის მომხრეები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელია იმისთვის, რომ ბოსნიელი მუსლიმების ხოცვა-ჟლეტა […]

ჩინეთმა აშშ-სა და ევროკავშირის მანქანებზე შესაძლოა 25%-იანი გადასახადი დააწესოს – Bloomberg

სავაჭრო დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, ჩინეთი მზადაა დააწესოს 25%-მდე გადასახადები ევროკავშირისა და აშშ-ის ავტომწარმოებლების იმპორტირებულ მანქანებზე ამის შესახებ Bloomberg იუწყება. სააგენტო წერს, რომ ჩინეთმა გამოაცხადა, რომ მზად არის დააწესოს 25%-იანი გადასახადი იმპორტირებულ დიდძრავიან მანქანებზე, რადგან იზრდება სავაჭრო დაძაბულობა შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. ჩინეთის სავაჭრო პალატამ ევროკავშირში განაცხადა, რომ ინფორმირებული იყო პოტენციური ნაბიჯის შესახებ. ახალი გადასახადის დაწესება […]

„მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება გრძელდება

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ფერმერების მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სპეციალურ პროგრამას „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 5 მლნ ლარია. პროგრამაში მიმდინარე წლის 21 მაისს გამოცხადებული რეგისტრაციის შედეგად, სოფლის განვითარების სააგენტოში 23 მაისის მდგომარეობით შემოსულია დაახლოებით 4,3 მლნ ლარის დაფინანსების მოთხოვნით 3,000 -ზე მეტი განაცხადი. სააგენტო აგრძელებს […]

Politico – აშშ-ის სენატი საქართველოს პოლიტიკოსების წინააღმდეგ ორპარტიულ სასანქციო პაკეტს განიხილავს

აშშ-ის სენატი საქართველოს პოლიტიკოსების წინააღმდეგ ორპარტიულ სასანქციო პაკეტს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის თანახმად, სასანქციო კანონპროექტს სენატორები ჯინ შაჰინი (დემოკრატი) და ჯიმ რიში (რესპუბლიკელი) წარადგენენ, იგი მიმართული იქნება საქართველოს უმაღლესი დონის პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის ევროკავშირისკენ გზისთვის ძირის გამოთხრაში. “ქართველი ხალხის კანონი” (Georgian People’s Act) 23 მაისს […]

ლევან ხაბეიშვილი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე ლევან ხაბეიშვილი ფიზიკური ანგარიშსწორებიდან 23 დღის შემდეგ პროკურატურამ დაზარელბულად ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიაში ავრცელებენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ხაბეიშვილს შესაბამისი დადგენილების გადმოცემის თაობაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა შეატყობინა: „ერეკლე ბენაშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი პარტიის თავმჯდომარეს 23 დღის შემდეგ დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ პროკურორმა მის მიმართ გამოიტანა დადგენილება დაზარალებულად ცნობის […]

ლევან ხაბეიშვილი დაზარალებულად ცნეს

პროკურატურამ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი დაზარალებულად ცნო. საუბარია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დროს პოლიციელების მხრიდან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე. “23 დღის შემდეგ პროკურატურა იძულებული გახდა პარტიის თავმჯდომარეს დაზარალებულის სტატუსი მისცეს და ამის შესახებ შესაბამისი დადგენილების გამოცემის თაობაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა შეატყობინა. ერეკლე ბენაშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი პარტიის თავმჯდომარეს 23 დღის შემდეგ დაუკავშირდა და […]