დღეს, 19 საათზე, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მარში გაიმართება. ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიცია თავად იქცა მთავარ მოძალადედ და ამ მარშით გამოხატავენ სოლიდარობას პროტესტში მონაწილე ყველა დაპატიმრებული და დაზარალებული თანამებრძოლის მიმართ. “რუსული კანონის ინიცირებიდან დღემდე, შეთითხნილი ბრალდებით, პროტესტში მონაწილე 2 ასეულ ადამიანზე მეტი დააკავა პოლიციამ. ათეულობით ადამიანს მისდის საჯარიმო ქვითრები არჩადენილი სამართალდარღვევებისთვის. […]

“ბოროტი ძალები გვართმევენ ქვეყანას” – თავისუფლებისთვის მარშს სტუდენტებიც შეუერთდებიან

თავისუფლებისთვის მარშს, რომელეც თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე გაიმართება, სტუდენტებიც შეუერთდებიან. როგორც სტუდენტების განცხადებაშია ნათქვამი, ისინი 18:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან. “სტუდენტები, 24 მაისს, 18:00 საათზე, ვიკრიბებით რუსთაველის მეტროსთან, საიდანაც მსვლელობით გადავინაცვლებთ თავისუფლების მოედნისკენ და შევუერთდებით მთვარ აქციას – თავისუფლებიდან შსს-მდე. პარალელს ვავლებთ რა, ჰოგვართსის ბრძოლასთან, რადგან ბოროტი ძალები და დემენტორები გვართმევენ ჩვენს ქვეყანას. ხოლო […]

“მასწავლებლები რუსული კანონის წინააღმდეგ” – განათლების კოალიცია დღევანდელ მარშს უერთდება

განათლების კოალიცია თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე დაგეგმილ მარშს უერთდება. როგორც ღონისძიების ანონსშია ნათქვამი, აქციის მონაწილეები დედაენის ბაღში, 18:00 საათზე შეიკრიბებიან და ძირითად მსვლელობას შეუერთდებიან. “მასწავლებლები რუსული კანონის წინააღმდეგ. პროტესტი გრძელდება. ვიკრიბებით დედაენის ბაღში და ვუერთდებით მარშს თავისუფლების მოედანზე”, – წერია განცხადებაში.

უკრაინელი ბიზნესმენის ბიზნეს ცენტრის მშენებლობა კრწანისში 2025 წელს დასრულდება – პროექტის დეტალები

თბილისში, კრწანისი ბიზნეს ცენტრის მშენებლობა მომავალ წელს უნდა დასრულდეს. პროექტის მიხედვით, გორგასლის ქუჩაზე მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება სადაც, საცხოვრებელი, საოფისე და კომერციული ფართები განთავსდება. მშენებლობას შპს „სამრეწველო-საინვესტიციო კორპორაცია მსუბუქი მრეწველობა“ ახორციელებს, რომელმაც მიმდინარე თვეში არქიტექტურის სამსახურისგან მშენებლობის ვადების გახანგრძლივება მოითხოვა. ახალი კალენდარული გრაფიკის მიხედვით, მშენებლობა 14 თვეში უნდა დასრულდეს. კომპანიის ინფორმაციით, მრავალფუნქციური კომპლექსი მოდერნ კლასის აპარტამენტებს, […]

კვარაცხელიას ბოლო მატჩი “ნაპოლის” მაისურით? – ფეხბურთელები, რომელთაც საქართველოს ნაკრებში ელიან…

ევროპული საკლუბო ფეხბურთი სეზონს ასრულებს და გზას ევროპის ჩემპიონატს, შემდეგ კი კოპა ამერიკას უთმობს. ბოლო მატჩს ჩაატარებს ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიც”. კვირას, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, “დიეგო მარადონაზე” “ლეჩეს” უმასპინძლებს (20:00 სთ). მანამდე ცოტა ადრე (18:15 სთ) ითამაშებს გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” და სეზონს “სელტასთან” სტუმრობით დაასრულებს. საქართველოს ნაკრების საჩემპიონატო განაცხდში მყოფი რამდენიმე ფეხბურთელის მატჩებიც გველის… […]

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 24 მაისს – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 24 მაისს – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით, 1 აშშ დოლარი – 2.7268; 1 ევრო – 2.9578; 1 ფუნტი – 3.4704; 1 ლირა კი 0.0846 ლარი ეღირება.

თბილისში 1 400-ზე მეტ აბონენტს გაზი არ აქვს – აღდგენის დრო

“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, გლდანის რაიონში 1432 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, გაზის მიწოდება დღეს, 18:00 საათზე აღდგება.

მეთიუ მილერი – თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნება

თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნება, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მეთიუ მილერი განაცხადა. დიპლომატიური უწყების პრეს-სპიკერი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თაობაზე ვაშინგტონის შეშფოთების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ ის მეგობრობაა, რაც ამერიკასა და საქართველოს ათწლეულებია აკავშირებს. […]

ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი – გაფრთხილება ამინდის შესახებ

ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი – გაფრთხილება ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 მაისიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისის დღის ბოლომდე ქვეყანაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ […]

“სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე” – ენტონი ბლინკენი

“სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე” – ენტონი ბლინკენი აშშ-მა რეჟიმისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ სანქციების პოლიტიკა გამოაცხადა. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების მიხედვით, ახალი პოლიტიკა ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებსა და აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვას. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებული იმ […]