ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას – ენტონი ბლინკენი

ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას – ენტონი ბლინკენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. ენტონი ბლინკენი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს და მიიღებენ ზომებს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. “დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და […]

გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა

აბუ-დაბიში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზეობები დასრულდა. საქართველოს ნაკრებს მეოთხე მედალი გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) მოუტანა. ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორმა, მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს და ბრინჯაოს, ევროპის ჩემპიონატების ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ამდენივე ბრინჯაოს მედალოსანმა და ევროპული თამაშების ჩემპიონმა მედლების კოლექციას მსოფლიო ჩემპიონატის “ვერცხლი” შემატა. ქართველი მძიმეწონოსანი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება. დაამარცხა ალჟირის, თურქეთის ნეიტრალური […]

თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ნაწილს 24 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება კრწანისის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გრიშაშვილის, ისპაჰანლის, დიდი ხეივნის, გულუას, კალანდაძის, ნადიკვარის, სოლომონ მეორეს და ორთაჭალის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელის, სოფელი წავკისის, სოფელი შინდისის და […]

„ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ აქამდე მივიდა“ – ჯონ ბასი სავიზო შეზღუდვებზე

აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ჯონ ბასმა. დიპლომატი გამოეხმაურა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებას სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის შესახებ იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ხელყოფენ. ჯონ ბასი, როგორც შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, „ღრმად დამწუხრებულია“, რომ საქმე აქამდე მივიდა. ბასი […]

კონგრესმენი ბილ კიტინგი – დღევანდელი განცხადება სავიზო შეზღუდვების და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის შესახებ ქართველი ხალხის მიმართ ჩვენი ერთგულების ნიშანია

დღევანდელი განცხადება სავიზო შეზღუდვების და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის შესახებ მიანიშნებს ქართველი ხალხის მიმართ ჩვენს ერთგულებაზე, რომელიც ევროპული მომავლისკენ ისწრაფვის, – ასე ეხმაურება კონგრესმენი ბილ კიტინგი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას. „გუშინ, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს დავუსვი კითხვა საქართველოში კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური აგენტების“ კანონმდებლობის შესახებ. დღევანდელი განცხადება სავიზო შეზღუდვების და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის შესახებ […]

აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს

სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული. „ბოლო […]

კიტინგი სანქციებზე: ეს განცხადება მიანიშნებს ჩვენს ერთგულებაზე ქართველი ხალხის მიმართ

კონგრესმენი ბილ კიტინგი სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის ქართველი ხალხის მიმართ აშშ-ის ერთგულებაზე მიანიშნებს. კონგრესმენი რუსულ კანონს “კრემლის მიერ ინსპირირებულს” უწოდებს. “[ენტონი ბლინკენის] დღევანდელი განცხადება სავიზო შეზღუდვებსა და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვაზე, მიანიშნებს ჩვენს ერთგულებაზე ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ევროპული მომავლისკენ ილტვის”, – წერს კიტინგი. *** აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი […]

„თუკი ვეტო დაძლეული იქნება, ამას ძალიან მკაფიო შედეგები ექნება” – მილერი

„თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნება“, – ამბობს „ამერიკის ხმასთან“ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მეთიუ მილერი. დიპლომატიური უწყების პრეს-სპიკერი ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თაობაზე ვაშინგტონის შეშფოთების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ ის მეგობრობაა, რაც ამერიკასა და საქართველოს ათწლეულებია აკავშირებს. ვაშინგტონის დროით ხუთშაბათ საღამოს, […]

ვენეციის კომისია “უცხოეთის აგენტების” კანონზე: გარკვეულწილად, უფრო მკაცრია, ვიდრე რუსული კანონი

“ზოგჯერ კანონი იმდენად ფართოდ პრობლემურია, რომ კომისია უბრალოდ მოითხოვს, რომ კანონი გაუქმდეს. სწორედ ეს მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში”,- ამბობს “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ვენეციის კომისიის წევრს ამერიკიდან, დევიდ კეი, რომელიც სამართლის პროფესორი და ვენეციის კომისიის დასკვნის თანაავტორია.

“ჟოლი” საექსპორტო ბაზრებს აფართოებს

ქართული ნატურალური პროდუქტების – მურაბების, კომპოტებისა და სხვა პროდუქტების მწარმოებელი კომპანია “ჟოლის“ დამფუძნებელი, გურამ სუხაშვილი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ წელს კომპანია საექსპორტო ბაზრებს აფართოებს. კომპანია 2023 წლის დეკემბრის ბოლომდე ექსპორტს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ახორციელებდა, ხოლო დეკემბრის ბოლოდან, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე, „წისქვილი ჯგუფში“ შევიდა. წელს კი, „ჯოლის“ პროდუქცია სპარსეთის ქვეყნებშიც იქნება წარმოდგენილი. „ჩვენი წარმოება მხოლოდ […]