„ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ ეს აქამდე მივიდა, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი“ – ბასი

სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი ეხმაურება ამერიკის სახელმწიფო მდივნის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა გამოაცხადა. „დღეს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში. როგორც აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ღრმად დამწუხრებული […]
“ქართული ოცნებისთვის” სავიზო შეზღუდვებზე ბლინკენის განცხადების სრული ტექსტი

სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს, 23 მაისს საქართველოსთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს მმართველი პარტიის “ქართული ოცნებისთვის” სავიზო შეზღუდვების პოლიტიკაზე საუბრობს. განცხადების სათაურია: “საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”. განცხადებას ხელს აწერს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება“ შეიმუშავა და […]
“მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა” – ახალგახსნილი ბუტიკ-კაფე “ფუსფუსი”

მარტში ქართულ ბაზარს ახალი კვების ობიექტი „ფუსფუსი“ შეემატა. ბიზნესად ქცეული “ტკბილი” ჰობი, რომელიც მომხმარებლებისთვის ცნობილი თავისი გოზინაყებით გახდა, მომხმარებლებს უკვე საკუთარ კაფეში მასპინძლობს. დეტალურად კვების ობიექტზე „ფუსფუსის“ დამფუძნებელმა, ნათია ყურშუბაძემ „ქალების ნარატივში“ ისაუბრა. „კაფეში მომხმარებლებს ამ ეტაპზე შვიდი სახეობის დესერტს ვთავაზობთ, ასევე ხუთი სახეობის სენდვიჩს და ფუნთუშებს. ეს უკანასკნელი შეიძლება ითქვას, რომ „ფუსფუსის“ ნიშად იქცა”, […]
ანექსირებულ ყირიმზე შეტევის შემდეგ რუსეთი ირწმუნება, რომ სამი ამერიკული რაკეტა ჩამოაგდო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ყირიმზე სარაკეტო შეტევა, თუმცა სამიზნეების და შედეგების შესახებ არაფერი უთქვამს. რუსული და უკრაინული მედიასაშუალებების და ტელეგრამ-არხების ცნობით, ანექსირებულ ყირიმში, სიმფეროპოლის და ალუშტის რაიონებში გასულ ღამით რამდენიმე აფეთქება მოხდა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ალუშტაში სამიზნე იყო რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო ობიექტი. ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა შუაღამის შემდეგ ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მოწინააღმდეგის“ […]
„ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ ეს აქამდე მივიდა, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი“ – ბასი

სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი ეხმაურება ამერიკის სახელმწიფო მდივნის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუსიხსმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა გამოაცხადა. “დღეს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში. როგორც აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ღრმად დამწუხრებული […]
„დღევანდელი განცხადება მიანიშნებს ჩვენ ერთგულებაზე ქართველი ხალხის მიმართ“ – კონგრესმენი კიტინგი სანქციებზე

“დღევანდელი განცხადება სავიზო შეზღუდვებსა და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვაზე, მიანიშნებს ჩვენ ერთგულებაზე ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ეძებს ევროპულ მომავალს”. წერს კონგრესმენი ბილ კიტინგი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე.
„სხვისი რეესტრის შექმნას აპირებდნენ და თავისი შემნეს“ – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა სოცქსელში წერს: „სხვისი რეესტრის შექმნას აპირებდნენ და თავისი შემნეს. ამას ჰქვია: ” ბევრი ვეცადე შენთვისო, ძლივს გამოვიდა ჩემთვისო” ისე კი ბუმერანგის პრინციპია და რა ვიცი აბა, ბუმერანგი ყველა ვარიანტში უკან ბრუნდება.“
„თუ ვეტო დაძლეული იქნება, ამას ძალიან მკაფიოდ ექნება შედეგები“ – მილერი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მეთიუ მილერი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში რუსულ კანონთან დაკავშირებით ამბობს, რომ “თუკი საქართველო გადადგამს ამ ნაბიჯს, თუკი პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას ძალიან მკაფიოდ ექნება შედეგები საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე. ამას ექნება შედეგი სხვა ევროპულ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე და საბოლოოდ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე”. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ამერიკის […]
„ირაკლი, შვილო, ფხიზლად იყავი, გლობალური ომის პარტიას არ ძინავს“ – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოცქსელში წერს: „დღეიდან გვყავს პრემიერი, რომელსაც არა თუ არავინ შეხვდება, არამედ ტელეფონზეც კი არ დაელაპარაკება, არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ…რა იცი, რა მოელანდება…ირაკლი, შვილო, ფხიზლად იყავი, გლობალური ომის პარტიას არ ძინავს…“
ზუგდიდის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

ზუგდიდის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, 61 წლის ქალს კაცმა ბლაგვი საგანი ჩაარტყა. მეზობლებმა სასწრაფო გამოიძახეს, დაშავებული ღამით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მიყენებული დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გ.შ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, ის პოლიციამ გამთენიისას დააკავა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.