საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი – ნუ იჩქარებთ ჩემი გადაწყვეტილების გამო მოღალატის იარლიყის მიწებებას – ღალატი, ორპირობა და ფარისევლობა ის იქნებოდა, ამ თანამდებობაზე დავრჩენილიყავი

ნუ იჩქარებთ ჩემი გადაწყვეტილების გამო მოღალატის იარლიყის მიწებებას – ღალატი, ორპირობა და ფარისევლობა ის იქნებოდა, ამ თანამდებობაზე დავრჩენილიყავი და ან საკუთარი მთავრობა მეკრიტიკებინა უცხოელ პარტნიორებთან ან ისე წარმომედგინა ჩემს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, თითქოს ყველაფერი გადასარევად იყოს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დიპლომატი გოჩა ჯავახიშვილი წერს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა დატოვა. როგორც […]
„ბიოლმა“ სტანდარტული მუშაობა განაახლა – რა სიახლეები აქვს ველნეს კურორტს

1 მაისიდან Bioli Medical Wellness Resort-მა სტანდარტული მუშაობა განაახლა, ველნეს კომპლექსი მომხმარებელს რამდენიმე სიახლით ხვდება, როგორც „კომერსანტს“ Bioli Medical Wellness Resort-ის დამფუძნებელმა თამაზ მჭედლიძემ უთხრა, პირველ ეტაპზე „ბიოლმა“ კოტეჯები განაახლა, რომელსაც სახურავზე თავისი სივრცე ექნება მოწყობილი. „რომ ვთქვა რომ ყველაფერი მოვასწარი, მოგატყუებთ, პირველ ეტაპზე სივრცემდე მოსასვლელი გზა მოვაწესრიგეთ და ჩვენ სივრცეში არსებული კოტეჯები განვაახლეთ, სახურავზე […]
“ამერიკას ამ მასშტაბის სანქციები ერთდროულად არასდროს არავისთვის არ შემოუღია!” – სააკაშვილი

აშშ-ის მხრიდან, სანქციების დაწესებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება და წერს: “ამერიკას ამ მასშტაბის სანქციები ერთდროულად არასდროს არავისთვის არ შემოუღია! მნიშვნელოვან მომენტში, 2008 წელს აშშ ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად ჩაერთო, ახლა კიდევ უფრო საშიში მომენტი გვიდგას და ამერიკა ისევ გვეხმარება. ოღონდ უნდა გვახსოვდეს, ამ დახმარების ეფექტურობა და განგრძობადობა ჩვენი საზოგადოების შემდგომ აქტიურობაზეა დამოკიდებული. ამერიკელები იცავენ იმ ქვეყნებსა […]
3 ოპოზიციური პარტია თბილისის საკრებულოში ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდა

ოპოზიციის ნაწილი თბილისის საკრებულოში ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდა. სხდომებს აღარ დაესწრებიან “ლელო”, “გირჩი-მეტი თავისუფლება” და “ნაციონალური მოძრაობა”. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ საყოველთაო ტერორის ფონზე “ოცნებამ” თანამშრომლობისთვის სივრცე აღარ დატოვა. მათი თქმით, ხელისუფლება აქტივისტებს და პოლიტიკოსებს სასტიკად უსწორდება და შესაბამისად პოლიტიკური ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში ვეღარ გაგრძელდება.
ყაზბეგს განაშენიანების რეგულირების გეგმა ამ დრომდე არ აქვს და დოკუმენტზე მუშაობაც შეჩერებულია

ყაზბეგის განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ), რომელიც 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე არ არის მიღებული და დოკუმენტზე მუშაობაც შეჩერებულია. როგორც „კომერსანტს“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, საკრებულოს მიერ კონცეფცია უკვე დამტკიცებულია, თუმცა ამ ეტაპზე დოკუმენტზე მუშაობა შეჩერებულია და როდიდან გაგრძელდება ცნობილი არ არის. „2019 წელს დავიწყეთ გეგმის შემუშავება. პირველ ეტაპზე კოვიდმა შეგვიშალა ხელი და მაგის გამო […]
დაასამარა ამერიკამ დემოკრატია – ჰააგის სასამართლოს სანქციებს დავადებო

დაასამარა ამერიკამ დემოკრატია – ჰააგის სასამართლოს სანქციებს დავადებო პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ენტონი ბლინკენის მიერ ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების სანქცირების დაანონსებას ეხმიანება. ჩიბურდანიძე განმარტავს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ, ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების სანქცირება დემოკრატიაზე შტურმია. „დღევანდელი პოლიტიკის შემყურე, არა მარტო ქართველები ამბობენ- თურმე რამხელა თამაში ყოფილა, როგორი ბინძური, სად არის დემოკრატია? დაასამარა ამერიკამ დემოკრატია […]
ცოლზე ფიზიკურად ძალადა, უკრძალავდა ტელეფონით სარგებლობას და სახლში კეტავდა – მკვლელობის საქმის დეტალები

რუსთავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები – პროკურორის ცნობით, ბრალდებულმა ფირაშვილმა ცოლზე ფიზიკურად იძალადა, გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც. კერძოდ, ფირაშვილი მარიამ სოფრომაძეს კუთვნილი მობილური ტელეფონით სარგებლობას უკრძალავდა, სახლში კეტავდა და ოჯახის წევრების ნახვის უფლებას არ აძლევდა. ქეთევან სონიძის ცნობით, ძალადობაზე ინფორმირებული იყო როგორც ბრალდებულის, ასევე, მოკლულის ოჯახის წევრებიც, თუმცა სამართალდამცავი უწყებისთვის არავის მიუმართავს. რუსთავის […]
ერთსულოვნად მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ტურიზმის ინდუსტრიას ნამდვილად ემუქრება საფრთხე – თამარ თანდაშვილი

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის თანადამფუძნებლის, თამარ თანდაშვილის თქმით, ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე სექტორის წარმომადგენლებმა ერთხმად დააფიქსირეს, რომ ინდუსტრიას ნამდვილად ემუქრება საფრთხე. ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, თამარ თანდაშვილმა BMG-ისთან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, რომელიც 20-ზე მეტი დარგობრივ ასოციაციას აერთიანებს, „რუსულ კანონს“ არ ემხრობა. „საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის განცხადება, რომელიც გავაკეთეთ უცვლელია – ჩვენ […]
აპრილში jobs.ge-ზე 7 884 ვაკანსია გამოქვეყნდა – PMCG

Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა მზარდია. PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2024 წლის აპრილში 7 884 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც მარტთან შედარებით 5.2%-ით მეტია. პუბლიკაციის მიხედვით, გასულ ექვს თვეში, ანუ 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, jobs.ge-ზე 41 187 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2022-2023 წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 7.4%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ნოემბრიდან […]
უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის განმავლობაში უკრაინაში 547 ბავშვი დაიღუპა

როგორც უკრაინის გენერალური პროკურატურა იტყობინება, დასტურდება, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ქვეყანაში დაიღუპა 547 უკრაინელი ბავშვი. საბრძოლო მოქმედებების პერიოდში დაიჭრა 1348 ბავშვი. 23 მაისს უკრაინის ხელისუფლება იუწყებოდა, რომ გარდაიცვალა 4 წლის გოგონა, რომელიც მძიმედ დაიჭრა 29 აპრილს რუსეთის ჯარების მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად. ეს უკრაინაში ომის განმავლობაში ბავშვის დაღუპვის უკანასკნელი დადასტურებული შემთხვევაა. […]