“ღალატი ის იქნებოდა, ისე წარმომედგინა ჩემს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, თითქოს ყველაფერი გადასარევად იყოს” – გოჩა ჯავახიშვილი

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი: არაფერი ისე არ მტანჯავს და მტკივა, როგორც ჩემი ერთი მუჭად დარჩენილი (არა შეკრული) ხალხის დაპირისპირების ყურება. რა დღეში ჩავიგდეთ თავი. ნეტავ გვიღირდეს მაინც. ვაღიარებ, რომ პოლიტიკურ პარტიებს მუდამ ვერიდებოდი. საქართველოს ექსკლუზივი არაა ეს- ხელისუფლებაში მოსულ, ძალაუფლების შარბათმორეულ პოლიტიკურ ძალას, ნიადაგ ებრძვის ცდუნება თავი სახელმწიფოდ, უფრო მეტიც-სამშობლოდ გამოაცხადოს და შექმნას […]
ცოლის და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – იმ ვითარების აღდგენა, რაც და როგორც ხდებოდა, მას ძალიან უჭირს

იმ ვითარების აღდგენა, რაც და როგორც ხდებოდა, მას ძალიან უჭირს. მოტივთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ეს გარკვეული წინაპირობებით იყო გამოწვეული, – ამის შესახებ 20 წლის ცოლის, მარიამ სოფრომაძისა და სიდედრის, ინგა ბეგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ფირაშვილის ადვოკატმა გიორგი ძოწენიძემ განაცხადა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარს განიცდის. „მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება, […]
ვლადიმერ ბოჟაძე – 78-ე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ იმ ადამიანს, ირაკლი კობახიძეს, ვინც თავისი ხელით ჩაწერა ეს მუხლი კონსტიტუციაში

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ განცხადებებს და სანქციების თემას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, 106 წლის წინ, ეს კანონი რომ ყოფილიყო მიღებული, ბოლშევიკები საქართველოს ანექსიას ვერ მოახერხებდნენ. „ჩვენ ორ დღეში უნდა აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, თუმცა 106 წლის წინ, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, მაშინდელ […]
სურსათის ეროვნული სააგენტო – გაყინული პელმენის ნიმუშში სალმონელა გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქალაქ ხაშურში, შპს „რითეილ ჯგუფის“ სარეალიზაციო ობიექტი (მის: დ. აღმაშენებლის ქ. N5) შეამოწმეს და ლაბორატორიული კვლევის მიზნით, გაყინული ნახევარფაბრიკატის – ციმბირული პელმენის (სავაჭრო სახელწოდებით “ხინდა“, მწარმოებელი შპს “G&A GROUP”, ქ. თბილისი, დ. თავდადებულის ქ.29, ს/კ 404943683, დამზადების თარიღი: 19.04.2024 წ) ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 5 ნიმუშში […]
„ხინდას“ პელმენში სალმონელა გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქალაქ ხაშურში, შპს „რითეილ ჯგუფის” სარეალიზაციო ობიექტი (მის: დ. აღმაშენებლის ქ. N5) შეამოწმეს და ლაბორატორიული კვლევის მიზნით, გაყინული ნახევარფაბრიკატის – ციმბირული პელმენის (სავაჭრო სახელწოდებით “ხინდა”, მწარმოებელი შპს “G&A GROUP”, ქ. თბილისი, დ. თავდადებულის ქ.29, ს/კ 404943683, დამზადების თარიღი: 19.04.2024 წ) ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 5 ნიმუშში […]
თბილისი ვაშინგტონიდან სავიზო შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება

საქართველოს მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ოპოზიციური ჯგუფები ამერიკის გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, რაც საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს მოჰყვა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 23 მაისს საქართველოსთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც მმართველი პარტია “ქართული ოცნებისთვის” შემოღებულ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკაზე და ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის გადახედვის დაწყებაზეა საუბარი. “ქართული ოცნების” განცხადების მიხედვით, საქართველოს მმართველი პარტია […]
ბლინკენი განცხადებას “ქართული ოცნების” წევრებისთვის სავიზო შეზღუდვებზე აკეთებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, სოციალურ ქსელ “ექსზე” განაცხადა, რომ ის შეიმუშავებს სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე. განცხადება მის ოფიციალურ გვერდზე დღეს, 23 მაისს, სულ რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა. “ვაცხადებ ახალი სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, მათ შორის „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „უცხოეთის გავლენის“ […]
მიხეილ სააკაშვილი – ამერიკას ამ მასშტაბის სანქციები ერთდროულად არასდროს არავისთვის არ შემოუღია! – ბლინკენის განცხადებაში ნათლად წერია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო

ამერიკას ამ მასშტაბის სანქციები ერთდროულად არასდროს არავისთვის არ შემოუღია! – ბლინკენის განცხადებაში ნათლად წერია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო, ეს დასავლეთის მხრიდან რეალობის საბოლოოდ აღიარებაა იმისა, თუ რა მოხდა 2012 წელს, – ასე ეხმაურება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სავიზო სანქციების დაწესების თაობაზე აშშ-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. სააკაშვილის შეფასებით, ამერიკელები […]
პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა გიორგი ფირაშვილმა მის 20 წლის ცოლზე და სიდედრზე შურისძიება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გოგონა ძალადობის შედეგ მასთან სახლში არ ბრუნდებოდა

პროკურორ ქეთევან სონიძის განცხადებით, ბრალდებულმა გიორგი ფირაშვილმა მის 20 წლის ცოლზე, მარიამ სოფრომაძეზე და სიდედრზე, ინგა ბეგაშვილზე შურისძიება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გოგონა ძალადობის შედეგ მასთან სახლში არ ბრუნდებოდა. როგორც საქმის პროკურორი აღნიშნავს, ბრალდებულს დანაშაული წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და სანადირო თოფი მკვლელობამდე, პირველ აპრილს შეიძინა, რომელსაც ტყვიებთან ერთად ავტომანქანაში ინახავდა. „დანაშაული ჩადენილია გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციული […]
არჩილ გორდულაძე – დამოუკიდებელი ქვეყნის უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას შეიძლება სანქციებით დაემუქრონ კანონის მიღებისთვის – ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს

გუშინ ევროკავშირის წევრმა საფრანგეთმა მიიღო კანონი უცხოური ჩარევის პრევენციის შესახებ, რომელიც ქართული კანონის გაცილებით უფრო მკაცრი ვერსიაა, ამავე კანონზე საუბრობს ნატოს წევრი ქვეყანა – თურქეთიც, მსგავსი კანონები მიღებულია სხვადასხვა ქვეყანაში და მხოლოდ საქართველოში აღმოჩნდა დემოკრატიისთვის შეუსაბამო, – ამის შესახებ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა. არჩილ […]