თსუ-სთან დაპირისპირება მოხდა – პრემიერ-მინისტრმა უნივერსიტეტის ტერიტორია შეძახილების ფონზე დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თსუ-ს ტერიტორია პროტესტის მონაწილე სტუდენტების შეძახილების ფონზე დატოვა. ასევე, ირაკლი კობახიძის ტერიტორიის დატოვებიდან რამდენიმე წუთში, უნივერსიტეტთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და პროტესტში მონაწილე პირები დაუპირისპირდნენ. ადგილზე კვლავ მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 27 მაისს იმსჯელებს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი 27 მაისის სხდომაზე იმსჯელებს. პრეზიდენტი პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით მიღებულ კანონთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებს და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მხოლოდ ერთ პუნქტს სთავაზობს – კანონი გაუქმდეს ამოქმედებიდან უმოკლეს ვადაში, მომდევნო დღესვე. თავად კანონით კი წესრიგდება შემდეგი ძირითადი საკითხები: უცხოური ძალის ინტერესების […]

I კვარტალში, შსს-მ მივლინებებში 1 მლნ ლარზე მეტი დახარჯა

I კვარტალში, შსს-მ მივლინებებში 1 მლნ ლარზე მეტი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაცია, თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან – „ინფორმაცია სამივლინებო ხარჯების შესახებ“ ირკვევა. I კვარტალში, როგორც თანამდებობის პირების, ასევე სხვა თანამშრომლების მივლინებებზე 1 029 823.96 დაიხარჯა. თანამდებობის პირებზე, ქვეყნის შიგნით სამივლინებო ხარჯებმა 14 779.17 ლარი, ხოლო ქვეყნის გარეთ 25 389.26 ლარი შეადგინა. რაც […]

უარი რუსეთის ჩემპიონატს და სერიოზულ ფინანსურ კონტრაქტს – ნიკა გაგნიძემ მოსკოვის “ლოკომოტივში” თამაში არ ისურვა

Geo Team-ის ინფორმაციით, გორის “დილას” 23 წლის ნახევარმცველმა ნიკა გაგნიძემ მოსკოვის “ლოკომოტივში” კარიერის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. ამავე წყაროს ცნობით, ახალგაზრდა შუახაზელმა უარი სერიოზულ ფინანსურად უკვე გამზადებულ კონტრაქტზე თქვა, ამის მიზეზი კი ისაა, რომ მას რუსეთში თამაში არ სურს. გაგნიძემ კარიერა “დილაში” დაიწყო, შემდეგ ბედი თურქულ “უმრაიენსპორშიც” სცადა, რის მერეც მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა. ახალგაზრდა ფეხბურთელს არაერთი […]

ენტონი ბლინკენი მოლდოვასა და ჩეხეთს ეწვევა

ენტონი ბლინკენი მოლდოვასა და ჩეხეთს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „კიშინიოვში, მდივანი ბლინკენი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება, რათა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტუროს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ენტონი ბლინკენი პრაღაში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იან ლიპავსკის შეხვდება […]

„სანქცირებულთა სიას არ გამოვაქვეყნებთ…“ – ჯიმ ო ბრაიენი

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო ბრაიენმა განაცხადა, რომ არ გამოქვეყნდება იმ პირთა სია, რომლებსაც შეზღუდვები შეეხებათ. „[ენტონი ბლინკენის] გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით ტექნიკურ დეტალს განვმარტავ. [სანქცირებულთა] სიას არ ვაქვეყნებთ. ეს არ არის ის, რის უფლებასაც გვაძლევს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება. ეს [შეზღუდვები] ეხება არა მხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც“, – […]

დე ლაურენტისმა ხვიჩას ფასი დაასახელა და „ახალი კვარაც“ მოძებნა – ვინ იქნება კვარაცხელიას შემცვლელი

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ პსჟ-ში შესაძლო გადასვლის თაობაზე უკვე „ეკიპიც“ იტყობინება. სატრანსფერო ექსპერტი ლოიკ ტანზი წერს, რომ „პარი სენ ჟერმენი“ კლუბი მზადაა 60 მილიონი ევრო გადაიხადოს, ჯერ ოფიციალური წინადადებით „ნაპოლისთვის“ არ მიუმართავს, თუმცა მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. Spazionapoli-ს ცნობით, „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიას გაყიდვაზე მხოლოდ 150 მილიონის შეთავაზებაზე ისაუბრებს, რამეთუ ამ თანხას მიიჩნევს ქართველთან გამოსამშვიდობებლად […]

დასავლურმა ბანკებმა 2023 წელს რუსეთის ხაზინაში 800 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადები გადაიხადეს

დასავლურმა ბანკებმა 2023 წელს რუსეთის ხაზინაში 800 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადები გადაიხადეს, რაც 4-ჯერ მეტია, ვიდრე ომამდელი მაჩვენებელი, 2021 წელს, – ამის შესახებ ჟურნალისტი, გიორგი მდივანი, სოციალურ ქსელში წერს. იგი აქვეყნებს დიაგრამას და აღნიშნავს, რომ აქტივების მიხედვით 7 უმსხვილესი ევროპული ბანკი რუსეთში 3 მლრდ ევროზე მეტ მოგებას იტყობინებოდა 2023 წელს, რაც 2021 წელზე 3-ჯერ მეტია. […]

თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალი არ აქვს – მისამართები და აღდგენის დრო

თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება არ მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს GWP ავრცელებს. სამგორის რაიონი – ვარკეთილის 3, 4 მკ-რ. N411-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 24/05 23:00-დან 25/05 10:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: ვარკეთილი 3, მე-4 მიკროს N 401-N410 კორპუსებს და ნაზი შამანაურის ქუჩას. აღნიშნულ გამორთვას დაემატა: ვარკეთილი 3, მე-4 მკ/რ (სრულად), თაყაიშვილის […]

თსუ-ს II კორპუსთან, სადაც კობახიძე ლექციას ატარებს, აქცია მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებს, აქცია მიმდინარეობს. როგორც თსუ-ს მეორე კორპუსთან შეკრებილი სტუდენტები აცხადებენ, ირაკლი კობახიძე უნივერსიტეტში ცენტრალური შესასვლელიდან არ შესულა და ის ლექციაზე „შეაპარეს“. ამასთან, თსუ-ს სტუდენტები აცხადებენ, რომ უნივესრიტეტის დაცვა მათ შენობაში არ უშვებს. მათივე განცხადებით, კობახიძის ლექციას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან შესულები. „ამჯერადაც გამოავლინა […]