“ამერიკას ამ მასშტაბის სანქციები ერთდროულად არასდროს არავისთვის არ შემოუღია!” – მიხეილ სააშვილი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სავიზო სანქციების დაწესების თაობაზე აშშ-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამერიკას ამ მასშტაბის სანქციები ერთდროულად არასდროს არავისთვის არ შემოუღია! – ბლინკენის განცხადებაში ნათლად წერია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო, ეს დასავლეთის მხრიდან რეალობის საბოლოოდ აღიარებაა იმისა, თუ რა მოხდა 2012 წელს. “ამერიკას ამ […]

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი „ქართველი ხალხის აქტთან“ დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს – ვის დაეკისრება სანქციები

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს. „ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობის შესაძლებლობის შესაზღუდად, საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული უცხოური აგენტების კანონპროექტის საპასუხოდ, აშშ სენატორმა ბენ კარდინმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯინ შაჰინმა, სენატორებმა ჯიმ რიშმა, პიტ რიკეტსმა, კრის კუნსმა და ლინდსი გრემმა წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს […]

კარდინი: უნდა გადავხედოთ ურთიერთობებს – ის არასწორი მიმართულებით ვითარდება

მე უკვე ვთქვი, რომ საქართველოს ეს ნაბიჯი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის მიზეზია. ჩვენ უნდა გადავხედოთ ურთიერთობებს – ის არასწორი მიმართულებით ვითარდება, ესაა ის, რაც არ უნდა მოხდეს და რაც ქართველ ხალხს არ სურს. სენატორი შაჰინი და სენატორი რიში ამ კანონმდებლობაზე მუშაობენ. მე მათთან ერთად ვმუშაობ საგარეო საქმეთა კომიტეტში, რომლის თავმჯდომარეც ვარ და ნამდვილად განვიხილავთ იმას, […]

ევროპის საბჭოს დაკვეთით, გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონზე დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა ჯერემი მაკბრაიდმა მოამზადა

ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი ჯერემი მაკბრაიდი, რომელმაც გამჭვირვალობის ქართულ კანონზე ევროპის საბჭოს დაკვეთით დასკვნა მოამზადა, სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იყო! – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში წერს. დეპუტატი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ორ დოკუმენტს – ევროპის საბჭოს დასკვნის თავფურცელს და ევროპული სასამართლოს საქმიდან „სააკაშვილი […]

საგარეო საქმეთა სამინისტრო – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს 70 -ზე მეტ ქალაქში, მაისი-ივნისის პერიოდში აღინიშნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი, მსოფლიოს 70 -ზე მეტ ქალაქში, მაისი-ივნისის პერიოდში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა. „აღსანიშნავია, რომ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვაშინგტონში, […]

მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ღონისძიებით რუსთავში აღინიშნება

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, რუსთავში, დამოუკიდებლობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება და აქტივობები. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებების ფარგლებში, მოეწყობა თემატური საგამოფენო სივრცეები, რომლებიც მიეძღვნება: ქალაქ რუსთავის ისტორიასა და თანამედროვეობის მნიშვნელოვან მოვლენებს, […]

„დახვდი კობახიძეს“ – თსუ-სთან საპროტესტო აქცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. უნივერსიტეტთან შეკრებილი სტუდენტები და აქციის სხვა მონაწილეები გეგმავდნენ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლექციაზე შეძახილებით შეეცილებინათ, თუმცა, მან შენობაში შესასვლელად არა მთავარი კარი, არამედ სხვა, ალტერნატიული შესასვლელი გამოიყენა და ასე აარიდა თავი აქციის მონაწილეებთან შეხვედრას. „როგორც ამბობენ, შეაპარეს პრემიერ-მინისტრი, რადგან აქამდე, ყოველთვის, წინა შესასვლელით სარგებლობდა. როგორც მხდალ კაცს […]

ფლიკის დიდი დათმობები – როგორ შედგა “ბარსელონასა” და გერმანელი მწვრთნელის შეთანხმება

Diario Sport-ის ინფორმაციით, ჰანს-დიტერ ფლიკი “ბარსელონას” ჩაბარების გამო მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდა. 59 წლის გერმანელი 30%-ით ნაკლებს ხელფასს აიღებს, ვიდრე კატალონიელთა ჯერ კიდევ მოქმედი თავკაცი ხავი. ასევე, გამოცდილი სპეცილიასტი არ მოსთხოვს ზაფხულის ტრანსფერებს კლუბის ხელმძღვანელობას. ფლიკი ხედავს პოტენციალს ამჟამინდელ გუნდში და თვლის, რომ მას შეუძლია შექმნას კონკურენტუნარიანი კლუბი ამჟამინდელ მოთამაშეებთან ერთად. ის აპირებს ახალგაზრდა ფეხბურთელებს ენდოს […]

აშშ-მა უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო

აშშ-მა უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო, – ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. „დღეს, ჩვენ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტი გამოვაცხადეთ. ეს პაკეტი, რომელიც ჩვენი ძალისხმევის ნაწილია, რათა უკრაინას ხარკოვის მახლობლად რუსეთის თავდასხმის მოგერიებაში დავეხმაროთ, უკრაინას ბრძოლის ველზე მისი ყველაზე გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად დამატებით შესაძლებლობებს მისცემს“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ […]

კობახიძემ თსუ შეძახილების ფონზე დატოვა, სტუდენტებს ოცნების მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ

ირაკლი კობახიძეს ლექციების ჩატარება ისევ პროტესტის ფონზე უწევს. თსუ-ის მეორე კორპუსთან მოქალაქეები პრემიერს პროტესტის ნიშნად ბანერებით დახვდნენ. სტუდენტების უკვე ერთ თვეზე მეტია ცდილობენ დისკომფორტი შეუქმნან პრემიერს, რომელიც რუსული კანონის მომხრეა. ახალგაზრდების თქმით, ხელისუფლებას აქვს ბოლო შანსი არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და ქვეყანა საბოლოოდ რუსულ ორბიტაზე არ აღმოჩნდეს. შაბათობით სტუდენტების პარალელურად უნივერსიტეტთან მიდიან ქართული ოცნების ახალგაზრდული […]