სტუდენტების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი თსუ -ში ლექციის ჩასატარებლად ჩუმად შეაპარეს

სტუდენტების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი თსუ -ში ლექციის ჩასატარებლად ჩუმად შეაპარეს თსუ-ს სტუდენტების პროტესტის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლექციის ჩასატარებლად მივიდა, თუმცა ცენტრალური შესასვლელით არ უსარგებლია. როგორც უნივერსიტეტთან შეკრებილი გაფიცული სტუდენტები აცხადებენ, ირაკლი კობახიძესთან ლექციაზე “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები შეუშვეს და იმიჯი შექმნეს, რომ პრემიერის ლექციას სტუდენტები ესწრებიან. “რაღაც გვირაბებით შევიდა უნივერსიტეტში, რაც კომიკურია. რაღაც სია […]
რატომ არ ჩანან ქუჩებში პარკინგის თანამშრომლები და კონტროლიორები?

რამდენიმე დღეა საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონტროლიორები და ქუჩებში თბილისის პარკინგის თანამშრომლები აღარ ჩანან. აღნიშნულის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, აღნიშნული სპეციალურ გადასამზადებელ კურსს უკავშირდება, რომელსაც თანამშრომლები გადიან. „გადამზადებას გადიან. ეს პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება და დაუბრუნდებიან თავისი მოვალეობის აქტიურად შესრულებას,“ – აცხადებენ მერიაში.
მიქაუტაძეზე მოთხოვნა იზრდება და იზრდება – გიორგის შეძენა ამჟამად ლა ლიგის გუნდებმა მოისურვეს

ნიდერლანდური პრესის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის შეძენა ამჟამად ლა ლიგის გუნდებმა მოინდომეს. 23 წლის თავდამსხმელის დამატებით მადრიდის “ატლეტიკო” და “სევილია” არიან დაინტერესებულნი. ანდალუსიელები ჩვენებურს ფლანგის შემტევის ვარიანტზე განიხილავენ, რადგან ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ფეხბურთელები უკვე ჰყავთ. გარდა ზემოთ ხსენებული 2 კლუბისა, მიქაუტაძის სახელს ლიგა 1-ის “მონაკოს”, “მარსელსა” და “რენსაც” უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ ქართველი თავდამსხმელი […]
აშშ-მა უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო

აშშ-მა უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო, – ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. „დღეს, ჩვენ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტი გამოვაცხადეთ. ეს პაკეტი, რომელიც ჩვენი ძალისხმევის ნაწილია, რათა უკრაინას ხარკოვის მახლობლად რუსეთის თავდასხმის მოგერიებაში დავეხმაროთ, უკრაინას ბრძოლის ველზე მისი ყველაზე გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად დამატებით შესაძლებლობებს მისცემს“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ […]
ვინც საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსვლას აპირებს, ორჯერ დაფიქრდება – მაია წერეთელი

“ტურიზმისთვის მეტი სტუმარი, დამშვიდებული და პოლიტიკურად და ეკონომიკურად სტაბილური ქვეყანა უკეთესია”, – ამის შასახებ სასტუმროების მენეჯმენტკომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაია წერეთელმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „რუსული კანონის“ გამო, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების ტურიზმის სექტორზე გავლენის კომენტირებისას განაცხადა. McInerney Hospitality International-ი Courtyard by Marriott Batumi-ის მმართველი კომპანიაა და როგორც მაია წერეთელი ამბობს, პროტესტს ჯავშნებზე დიდი გავლენა […]
„ჩვენო შვილებო, ახლა მაინც ხვდებით, რამხელა სიცრუე და ბოროტება მოგახვიეს თავს სხვა ქვეყნების აგენტებმა?!” – შოთა ხაბარელის განცხადება

ოცნების დეპუტატი, შოთა ხაბარელი განცხადებას აკეთებს: „ისე უხარიათ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების დასანქცირება სხვა ქვეყნიდან, რომ საერთოდ ვეღარ ხვდებიან, როგორ მოხდა მათი, როგორც აგენტების სრული, აბსოლუტური ლუსტრაცია. მეტი რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ხალხმა თავის თვალით შეხედოს როგორ მტრობენ, ღალატობენ საკუთარ ქვეყანას და რამდენად სხვა ქვეყნებს წარმოადგენენ ეს ადამიანები!!! ახალგაზრდების იმ ნაწილს მივმართავ, ვინც აქციაზე დადიოდა: […]
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა შერეულ გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ძიუდოში აბუ-დაბის მსოფლიო ჩემპიონატი შერეული გუნდური ასპარეზობით დაიხურა. საქართველოს ნაკრებმა, ისევე როგორც შარშან, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენი გუნდი (ნინო ლოლაძე, გიორგი ჩიხელიძე, ეთერ ასკილაშვილი, ლუკა ბაბუციძე, სოფიო სომხიშვილი, გურამ თუშიშვილი) პირველ შეხვედრაში უნგრეთს დაუპირისპირდა და 4:1 გაიმარჯვა. სამწუხაროდ, წარუმატებელი გამოდგა საფრანგეთთან ნახევარფინალი, რომელიც 2:4 წავაგეთ. საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში შედეგიანად იასპარეზა. ისევე როგორც 2023 […]
საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში 228 600 უმუშევარია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, უმუშევრობის დონე ყოველწლიურად მცირდება. 2024 წლის I კვარტალის მონაცემებით, ქვეყანაში 228 600 უმუშევარია და უმუშევრობის დონე პროცენტებში, 14.0%-ს შეადგენს.
რატი იონათამიშვილი – ევროპის საბჭოს დაკვეთით, გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონზე დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა ჯერემი მაკბრაიდმა მოამზადა

ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი ჯერემი მაკბრაიდი, რომელმაც გამჭვირვალობის ქართულ კანონზე ევროპის საბჭოს დაკვეთით დასკვნა მოამზადა, სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იყო! – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში წერს. დეპუტატი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ორ დოკუმენტს – ევროპის საბჭოს დასკვნის თავფურცელს და ევროპული სასამართლოს საქმიდან „სააკაშვილი […]
როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე შაბათ-კვირას მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. „შაბათ – კვირას ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი წვიმის, ელჭექისა და სეტყვის რისკით.ამინდის პირობები საკმაოდ არასტაბილური რჩება და მიზეზი უნდა ვეძებოთ ღრმა დაბალი წნევის ზონაში, რომელიც დროდადრო აგრძელებს გრილი და არასტაბილური ნალექებით სავსე მეტეო პირობების ჩამოყალიბებას. მაისის ბოლო უქმეებზეც ასე იქნება.ამ […]