კუნძულ მაიორკაზე ტურისტებისთვის შეზღუდვები ამოქმედდება – დეტალები

კუნძული მალიორკა განთავსების ადგილების 18 000-მდე შემცირებას აპირებს. აღნიშნული პროექტის განხორციელებით კუნძული ტურისტული ნაკადის 4.2%-ს დაკარგავს. ამის შესახებ ინფორმაციას the times-ი ავრცელებს. აღნიშნული ზომების გატარება „ოვერტურიზმთან“ (ტურისტების ჭარბი ნაკადი) საბრძოლველად გადაწყდა. ხელისუფლება აწესებს შეზღუდვებს, რათა კუნძულის ტურისტულმა ცხოვრებამ ადგილობრივ მოსახლეობას ხელი არ შეუშალოს. ბალეარის კუნძულებს უკვე აქვთ მოგზაურობის შეზღუდვები. მათ შემოიღეს ტურისტული გადასახადი, დაწესდა აკრძალვა […]

პაატა მანჯგალაძე – რეჟიმი ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ რუსულია და დაუფარავად გადავიდა ქვეყნის ინტერესების ღალატზე – საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი და ევროკავშირის წევრი ქვეყანა!

რეჟიმი ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ რუსულია და დაუფარავად გადავიდა საქართველოს ინტერესების ღალატზე, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, „რუსული რეჟიმი დასრულდება! საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი და ევროკავშირის წევრი ქვეყანა!“ „რეჟიმი ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ რუსულია და დაუფარავად გადავიდა საქართველოს ინტერესების ღალატზე. ჩვენ ვნახეთ სამარცხვინო და საქართველოს ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი განცხადებები […]

ვაკის პარკიდან გმირთა მოედნისკენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეების მსვლელობა დაიწყო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე პირებმა, რომლებიც ვაკის პარკთან იყვნენ შეკრებილები, მსვლელობა დაიწყეს. აქციის მონაწილე პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები და აკადემიური წრეების სხვა წარმომადგენლები მსვლელობით თსუ-სთან მივლენ. მათი მოთხოვნაა, მთავრობამ აღნიშნული კანონპროექტი გაიწვიოს. „ჩვენ, საქართველოში არსებული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, მკვლევრები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ვუერთდებით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო სამართლიან და დემოკრატიულ სამოქალაქო პროტესტს, […]

ხონსა და წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხონსა და წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ პირებს მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ბენეფიციარებს 10-მდე სხვადასხვა პროფილის, თბილისის წამყვანი კლინიკების, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ, ასევე […]

ხონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება მიმდინარეობს

ხონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება მიმდინარეობს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ხონში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საზეიმოდ, მოეწყობა ქალაქის ცენტრალური მოედანი, გაიმართება შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები: განთავსდება თემატური, ისტორიული კუთხეები, მოხდება, თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის […]

“ასე გამოდი, რომ ჩვენ არ ვყოფილვართ მეგობრები, ვყოფილვართ მტრები” – კალაძე აშშ-ზე

თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გრძნობს თუ არა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იმ შე­დე­გებ­ზე, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბამ გა­მო­იწ­ვი­ოს და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია თუ არა სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბის რის­კე­ბი უპასუხა და განაცხადა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ ამე­რი­კა არის მე­გო­ბა­რი და პარტნი­ო­რი ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ ამ ტი­პის ჩა­რე­ვე­ბი და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის. “რა […]

წალენჯიხის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, რაზეც 25 მლნ ლარამდე დაიხარჯება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ წალენჯიხაში წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს. ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში აშენდება: წყლის გამწმენდი ნაგებობა, წყლის სათავე ნაგებობები, რეზერვუარი. მოეწყობა 60 კმ წყალმომარაგების ქსელი, მაგისტრალური მილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ჭაბურღილებს. პროექტზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 25 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. 2025 წლის ბოლოსთვის 3 […]

საფრანგეთმა ბირთვული პოტენციალის მქონე რაკეტა გამოცადა

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა პირველად გამოცადეს ბირთვული პოტენციალის მქონე ახალი რაკეტა, სახელწოდებით ASMPA-R. ეს რაკეტა ახალია და ის ფრანგული Dassault Aviation-ის მიერ წარმოებული რეაქტიული თვითმფრინავისთვის, Rafale-ისთვისაა განკუთვნილი. ამის შესახებ ინფორმაციას barrons-ი ავრცელებს.

Financial Times – „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა უკრაინის დაფინანსების მიზნით გაყინული რუსული აქტივების გამოყენების გეგმას მხარი დაუჭირეს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა უკრაინის დაფინანსების მიზნით გაყინული რუსული აქტივების გამოყენების გეგმას მხარი დაუჭირეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. Financial Times-ის ცნობით, „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრებმა უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით უზრუნველყოფილი სესხის გაცემის იდეას მხარი დაუჭირეს. სესხის მიზანი 2024 წლის შემდეგ კიევისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენაა. გამოცემა წერს, რომ „დიდი შვიდეულის“ […]

რუსები გვებრძვიან იარაღით და ტანკებით, ამერიკიდან ბრძოლას სანქციებით გვიწყებენ

რუსები გვებრძვიან იარაღით და ტანკებით, ამერიკიდან ბრძოლას სანქციებით გვიწყებენ „არ გამოგივათ ეს, მეგობრებო. ჯობია მეგობრობის ხელი გაუწოდოთ საქართველოს, ვიდრე სანქციებით დაემუქროთ – ამ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის”, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით. როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის განცხადებებით ამერიკა საქართველო ომს უცხადებს. […]