“აშშ-ის მიერ მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად, ვეტოს აუცილებლად დავძლევთ” – კახა კალაძის განცხადება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა და სხვადასხვა თემებზე კომენტარი გააკეთა: “ამერიკის შეერთებული შტატები აწესებს სანქციებს იმის გამო, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი იღებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ. ასეთი ქმედებები წარმოუდგენელია, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ. რადგან აქ საუბარია ქვეყნის ინტერესებზე,სუვერენიტეტზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის.რამდენიმე დღის […]

IT სექტორში დასაქმებულთა ხელფასი გაორმაგდა და 7 000-მდე ლარს შეადგენს – კვლევა

გალტ & თაგარტმა კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში IT სექორის განვითარებას ეხება. როგორც დოკუმენტშია მოცემული IT სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2021 წელთან შედარებით, 2023 წელს გაორმაგდა და 6 940 ლარი შეადგინა. რაც შეეხება დასამებულთა რაოდებობას, 2023 წელს 30.2 ათასი ადამიანი შეადგინა, როცა დარგი 2021 წელს 5,000- მდე ადამიანს ასაქმებდა.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საერთაშორისო სასამართლოს მიერ დადგენილი გამაფრთხილებელი ზომები, მათ შორის მოთხოვნა, რომ ისრაელმა რაფაჰში სამხედრო ოპერაცია შეაჩეროს, სავალდებულოა – ისრაელმა მათ პატივი უნდა სცეს

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისრაელი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილოს და რაფაჰში სამხედრო ოპერაცია შეაჩეროს. „საერთაშორისო სასამართლოს მიერ დადგენილი გამაფრთხილებელი ზომები, მათ შორის მოთხოვნა, რომ ისრაელმა რაფაჰში სამხედრო ოპერაცია შეაჩეროს, სავალდებულოა. ისრაელმა მათ პატივი უნდა სცეს“, – წერს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოსე მანუელ ალბარესი X-ზე. ცნობისთვის, გუშინ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებმა გადაწყვეტილება […]

ტალინის აეროპორტში სამხედრო თვითმფრინავების პარკინგი აშენდება

ტალინის აეროპორტი სამხედრო თვითმფრინავების განთავსებას შეძლებს: მათთვის პარკინგი არსებული ასაფრენი ბილიკის გვერდით აშენდება. სამუშაოები 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება. სადგომებს Nordecon-ი აშენებს, რომელმაც აეროპორტთან 7.5 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას news.err-ი ავრცელებს. აეროპორტის მენეჯმენტმა კომპანია Tallinna Lennujaam-მა E- კლასის თვითმფრინავების პარკირების შექმნას აეროპორტის განვითარების გრძელვადიანი გეგმის ნაწილი უწოდა. ახალ სადგომზე შესაძლებელი იქნება მინიმუმ […]

26 მაისის ღონისძიებების პროგრამა მთლიანად საქართველოში

26 მაისის ღონისძიებების პროგრამა საქართველოში ქვეყნდება, სადაც სხვადასხვა ქალაქებში დაგეგმილი ღინისძიებებია დაანონსებული. ახალქალაქი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ახალქალაქში, ცენტრალურ მოედანზე, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები. 14:00-18:30 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; 14:00-18:30 კვების სივრცე; 14:00-18:30 საგამოფენო სივრცე – „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“; 14:00-18:30 საბავშვო გასართობი […]

“არ მაქვს ამის პრობლემა, პირდაპირ გეტყვით, როდესაც ქვეყნის ინტერესი დგას პირველ ფლანგზე, საკუთარი თავი აქ ნაკლებად საინტერესოა” – კალაძის კომენტარი

თბილისის მერი, კახა კალაძე სანქციებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მას ჟურნალისტმა უთხრა, რომ ერთ დღეს შეიძკება თავად აღმოჩნდეს დასანქცირებულთა სიაში. „წარმოუდგენელია ასეთი ქმედებები, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ დავძლევთ ვეტოს, იმიტომ, რომ აქ საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, საუბარია სუვერენიტეტზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ამის მზაობაზე, ჩვენ […]

ქვეყნის სტაბილურობის გარანტი არაა სამხედრო გზა, ჩვენ ვერ დავამარცხებთ ვერც სამხრეთელ და ვერც ჩრდილოელ მეზობელს ომში. გარანტი არის რაც შეიძლება მეტი ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი და არ წარმოადგენდე საშიშროებას

ქვეყნის სტაბილურობის გარანტი არაა სამხედრო გზა, ჩვენ ვერ დავამარცხებთ ვერც სამხრეთელ და ვერც ჩრდილოელ მეზობელს ომში. გარანტი არის რაც შეიძლება მეტი ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი და არ წარმოადგენდე საშიშროებას ქვეყნის სტაბილურობის გარანტი არაა სამხედრო გზა, ჩვენ ვერ დავამარცხებთ ვერც სამხრეთელ და ვერც ჩრდილოელ მეზობელს ომში. ერთადერთი გარანტი სტაბილურობის და უსაფრთხოების ეს არის რაც შეიძლება მეტი ქვეყნისთვის […]

დაუყოვნებლივ გაიწვიეთ – რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლები რუსულ კანონზე

თსუ-ის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა ჯგუფი რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და „ქართულ ოცნებას“ კანონის დაუყოვნებლივ გაწვევისკენ მოუწოდებს. ამ დროისთვის[16:30 სთ] განცხადებას ხელს აწერს 35 ადამიანი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტის ხელახლა ინიციირება და მიღება მას შემდეგ, რაც მან 2023 წლის გაზაფხულზე გამოიწვია ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი პროტესტი, ხოლო პარლამენტმა და „ქართულმა ოცნებამ“ მკაფიო პოლიტიკური ნება […]

ფინანსთა მინისტრის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე თანამდებობას ტოვებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი თანამდებობას ტოვებს. თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია გელაშვილმა LinkedIn-ზე დაწერა. „საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა სამინისტროს. შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გავაგრძელებ. კოლეგებს და პარტნიორებს – განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირადად ვერ დავემშვიდობე – მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს! გილოცავთ […]

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები აქციას და მსვლელობას დღესაც გამართავენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები აქციას და მსვლელობას დღესაც გამართავენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციასა და მსვლელობას დღესაც გამართავენ. არსებული ინფორმაციით, დღეს, 17:00 საათზე, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, ვაკის პარკიდან პარლამენტის მიმართულებით, აღნიშნული კანონის საწინააღმდეგო მარშს აანონსებენ. 19:00 საათზე კი, საკანონმდებლო ორგანოს წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები აქციას გამართავენ. […]