სტამბოლის აეროპორტი მსოფლიოში პირველად მზის ენერგიაზე სრულად გადავა

სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში მსოფლიოში პირველად ელექტროენერგიის მოთხოვნილებას მზის ენერგია სრულად დაფარავს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია daily sabah-ი იუწყება. გამოცემის ცნობით, აეროპორტის ფუნქციონირებისთვის ყველა საჭირო ენერგიას მზის ელექტროსადგური გამოიმუშავებს, რომელიც ესქიშეჰირის პროვინციაში 3 მლნ კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდება. ესქიშეჰირის ახალი მზის ელექტროსადგურის სიმძლავრე 199.32 მეგავატი იქნება, ხოლო პროდუქტიულობა წელიწადში 340 მილიონ კვტ/სთ-ს მიაღწევს, რასაც მთლიანობაში დასამონტაჟებლად […]
კონგრესმენები: ჩვენ ვეხმარებით ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სვლაში

ამერიკის კონგრესის ორივე პალატაში საკანონმდებლო ინიციატივებია წარდგენილი, რომლებითაც სენატორები და კონგრესმენები ქართველი ხალხის დასავლურ მისწრაფებას მხარდაჭერას უცხადებენ. მმართველი გუნდის წევრებს კი დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ ქმედებებზე პასუხისმგებელობის დასაკისრებლად, შეზღუდვებს უწესებენ. კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც კონგრესის ქვედა პალატაში „მეგობარი აქტი“ წარადგინა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ამერიკელი კანონმდებლების რეაგირების უმთავრესი მიზანი ისაა, რომ ქართველ ხალხს სიტყვის თავისუფლება და […]
შინაგან საქმეთა სამინისტრო 26 მაისს გორში აღნიშნავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს გორში უმასპინძლებს. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილი ღონისძიება, საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხვალ 11:00 საათიდან დაიწყება. ღონისძიებაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თემატიკაზე შექმნილი ისტორიულ ინსტალაციებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციისა და საგანგებო […]
“ქართული განათლება საფრთხეშია!” – ვაკის პარკიდან პროფესორ-მასწავლებლების მსვლელობა დაიწყო

პროფესორ-მასწავლებლების, მეცნიერებისა და აკადემიური წრეების სხვა წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული მსვლელობა – “ქართული განათლება საფრთხეშია”, ვაკის პარკიდან დაიწყო. ცნობილია, რომ მსვლელობის მონაწილეები თსუ-ის პირველ კორპუსთან მივლენ და შემდეგ სტუდენტებთან ერთად პარლამენტთან გადაინაცვლებენ. “ჩვენ, საქართველოში არსებული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, მკვლევრები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ვუერთდებით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო სამართლიან და დემოკრატიულ სამოქალაქო პროტესტს, რომლის […]
ცოტნე ანანიძე – 26 მაისს, თანამებრძოლები მოგვიკლეს და სანქციები არავის უხსენებია – ეს არის შერჩევითი სამართალი

26 მაისს, თანამებრძოლები მოგვიკლეს და სანქციები არავის უხსენებია – ეს არის შერჩევითი სამართალი, – ასე ეხმაურება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე შესაძლო სანქციების დაწესების საკითხს. ანანიძე იმედოვნებს, რომ „გაუგებრობა აღმოიფხვრება“. „იმ ფონზე, როდესაც ქვეყანამ უამრავ გამოწვევას გაუძლო, გააუმჯობესა ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა და სხვა უამრავი მიმართულება, პარტნიორულ […]
ხარკოვში დაიბომბა საცხოვრებელი უბანი. არიან დაღუპულები და დაჭრილები

შაბათს, დღის მეორე ნახევარში, რუსულმა ჯარებმა ხარკოვის საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს. ქალაქის მერ იგორ ტერეხოვის წინასწარი ინფორმაციით, საავიაციო დაბომბვის შედეგად ძლიერი ცეცხლი გაუჩნდა სამშენებლო ჰიპერმარკეტს. ტერხოვის ცნობით, ამ დროისთვის დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო რამდენიმე დაიჭრა. “როგორც ჩანს, იერიში განხორციელდა კონკრეტულად სავაჭრო ცენტრზე, სადაც ბევრი ადამიანი იყო – ეს არის აშკარა ტერორიზმი”, – წერს მერი და თავის […]
„აკადემიური საზოგადოების გაერთიანება მნიშვნელოვანია“ – 25 მაისს პროფესორ-მასწავლებლების მარში ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ

„ქართული განათლება საფრთხეშია“-ს ორგანიზებით, ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო მარში პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით დღეს, 25 მაისს, 17:00 საათზე ვაკის პარკიდან იწყება და, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გავლით, გმირთა მოედანზე დასრულდება. დაგეგმილი საპროტესტო მარშის შესახებ Facebook-ზე ვრცელდება ინფორმაცია: „ჩვენ, საქართველოში არსებული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, მკვლევრები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ვუერთდებით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო სამართლიან და დემოკრატიულ […]
შენგელიას 11 ქულა და “ვირტუსის” გამარჯვება ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში

თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონიამ” იტალიის სერია A-ს ნახევარფინალური სერია რთული გამარჯვებით დაიწყო. ბოლონიელების მეტოქე “ვენეციაა”, რომლის ღირსებასაც გიგა ჯანელიძე იცავს, თუმცა ქართველ ფორვარდს სათამაშო დრო ძალინ მხირე აქვს. სერიის პირველ მატჩში ბოლონიელებმა დიდი ბრძოლა გადაიტანეს და “ვენეცია” ოვერტაიმში – 103:89 დაამარცხეს. არადა, “ვირტუსი” კომფორტულად იგებდა. პირველი ტაიმის შემდეგ 15 ქულით იგებდნენ და თითქოს იოლი გამარჯვება […]
“ ეს “აქცია“ იყო თეატრის რამდენიმე მსახიობის მიერ მოფიქრებული, მე არ ვიზიარებ მათ შეხედულებებს“ – რას წერს მსახიობი თემურ გვალია

თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი, თემურ გვალია მსახიობების “პერფორმანსთან“ დაკავშირებით ამბობს, რომ გუშინდელი პროტესტი, რამდენიმე მსახიობის მიერ იყო მოფიქრებული და თავად აღნიშნული მსახიობების პოზიციას არ იზიარებს. საქმე ეხება თუმანიშვილის თეატრის დასის მსახიობების პროტესტს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, სადაც მსახიობი ზურა ყიფშიძე და გიორგი ყიფშიძე სხვა მსახიობებთან ერთად, სცენაზე პროტესტის ნიშნად დგანან. “ახლა მომისმინეთ! გუშინ „მარჯანიშვილის თეატრში“ გაიმართა […]
პროფესორ-მასწავლებლების მარში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ პროფესორ-მასწავლებლები მარშს მართავენ. ისინი ვაკის პარკთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ მიემართებიან. „აგენტების კანონს“ აპროტესტებენ უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, მკვლევრები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი. “ვუერთდებით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო სამართლიან და დემოკრატიულ სამოქალაქო პროტესტს, რომლის ჩახშობა საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა. გარდა პირდაპირი ძალადობისა, საუნივერსიტეტო საზოგადოების – სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების სამართლიანი […]