პარლამეტის თავჯდომარე – მივმართავ ყველას, ამ ქვეყნის შვილებს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს, ერსა და ბერს, დიდსა და პატარას, გავერთიანდეთ საქართველოსთვის, ჩვენი საერთო მომავლისთვის

ჯარისკაცებო, თქვენ დღეს დადეთ ფიცი ჩვენი სამშობლოს დროშის წინაშე და შეკარით პირობა, რომ იქნებით საქართველოს დამოუკიდებლობისა და მშვიდობის უპირველესი მცველები, დამოუკიდებელი საქართველოს ჯარისკაცები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რამდენადაც დამოუკიდებლობა არის ეროვნული იდენტობის შენარჩუნების წინაპირობა, იმდენად ისწრაფვის ჩვენი სამშობლო ევროპასა და მსოფლიო […]

2012 წლიდან დღემდე, გამოვიარეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შერყევის არაერთი მცდელობა, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში

2012 წლიდან დღემდე, გამოვიარეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შერყევის არაერთი მცდელობა, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, დღეს ქართული საზოგადოება ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის […]

ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რაჭაში! – ტურიზმის ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი ღონისძიებებს მიძღვნილ ღონისძიებებს რაჭაში, ამბროლაურში მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებს. „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გიმასპინძლებთ რაჭაში, ამბროლაურში. ღონისძიების ადგილი: ამბროლაური, დათუნა სხირტლაძის სახელობის სკვერი. 14:00-18:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; 14:00-18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა; 14:00-18:00 საბავშვო აქტივობები: გააფერადე კავკასიური სოჭი, ღვინის ეტიკეტის შექმნა, პატარა მებაღეები, ლობიანის დამზადების მასტერკლასი, თექისა და […]

მარილის უმსხვილესი მწარმოებლების ათეულშია თურქეთი და რუსეთი – ვისგან ყიდულობს მარილს საქართველო?

აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის (U.S. Geological Survey) მონაცემებით, მარილის გლობალურ წარმოებას 2023 წელს 274 მლნ ტონა იყო. უახლესი სასაქონლო ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში მარილის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ჩინეთი იყო. ქვეყანამ 53 მლნ ტონა მარილი აწარმოვა. მეორე ადგილზეა აშშ 42 მლნ მარილის წარმოებით, მესამეზე – ინდოეთი 30 მლნ-ით. ათეულშია მე-9 ადგილზეა თურქეთი, მეათეზე – რუსეთი. კვლევის მიხედვით, გასულ […]

პრეზიდენტი – ვიცი განცდები და ემოციები, გაურკვევლობა, შიშიც კი და აუტანელი, შემოპარული ფიქრი, რომ რისთვისაც ვიბრძოდით, დღეს ხელიდან ვითომდა გვეცლება, მაგრამ ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს! – დღეს თქვენით და ახალი თაობის შემართებით იბადება ახალი საქართველო

ჩემი წინაპრებისა და ქვეყნის წინაშე ჩემს ვალდებულებად მივიჩნევ ყველაფერი გავაკეთო, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მისი ევროპული მომავლისათვის. საქართევლოში ჩამოსვლამდე, ეს პირობა ჩემს თავს მივეცი და ჩამოსვლის პირველივე დღიდან სწორედ ეს მიზანი მამოძრავებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, „დღეს თქვენით და ახალი თაობის შემართებით […]

ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე, გადამწყვეტი ტური მიმდინარეობს. პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძვიან სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური, გიტანას ნაუსედა, რომელიც არცერთი პარტიის წევრი არაა და რომელსაც მხარს უჭერენ „სოციალ-დემოკრატები“ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე რომელიც მმართველი მემარჯვენე ცენტრის კოალიციიდან იყრის კენჭს. აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ, არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება გიტანას ნაუსედამ მოიპოვა, ხმების 44 პროცენტით. ინგრიდა შიმონიტეს კი […]

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით, 26 მაისის აღსანიშნავად, ქ. ნიქოზიის ამფითეატრზე საქართველოს ეროვნული დროშა გამოისახა. 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ქ. სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობა განათდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ნიუ-იორკში, თაიმსქვერის ბილბორდზე საქართველოს დროშა გამოისახა. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში […]

საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

“საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა”, – ამ განაცხადით დაიწყო ჯერ კიდევ 106 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობა. აქტით, რომელსაც ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე, 5-დღიანი კონსტიტუცია დაემატა, ასეთივე ლიბერალური და თანასწორობაზე დამყარებული. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 106 წელი გავიდა. […]

აშშ-ის საელჩო: ვრჩებით თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად

აშშ-ის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ვაშინგტონი რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად. “ბედნიერად აღგენიშნოთ თქვენი რთულად მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღე. შეერთებული შტატები კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

გუგლი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საძიებო სისტემა გუგლი [Google] საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 26 მაისის დადგომისთანავე Google-ში სპეციალური “დუდლი” გაჩნდა საქართველოს დროშის გამოსახულებით. ე.წ. დუდლს მომხმარებელი იმ გვერდზე გადაჰყავს, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის ნახვაა შესაძლებელი. საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.