ნუ მიეცემით უიმედობას, ეს ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა აქამდე თქვენი მოყვანილია – პრეზიდენტი

ნუ მიეცემით უიმედობას, ეს ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა აქამდე თქვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეების მოყვანილია, შენარჩუნებულია და დღეს, ჩვენვე უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ წინაპრების მიერ მოპოვებულ და გადმოცემულ საგანძურს, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს გავუფრთხილდეთ. „მივესალმები პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის […]
ლატვია ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული გზისადმი – ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ლატვია ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული გზისადმი, – ამის შესახებ უწყება სოციალურ ქსელ X-ში წერს. „ლატვია ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და მშვიდობისა და კეთილდღეობის საუკეთესო სურვილებს გადასცემს. ლატვია ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული გზისადმი, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია”, – ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მილოცვაში.
ვისთვის იქნება დღეს ბოლო მატჩი “ნაპოლიში” და გავა თუ არა გუნდი კონფერენს ლიგაზე?

ევროპული საკლუბო ფეხბურთი სეზონს ასრულებს და გზას ევროპის ჩემპიონატს, შემდეგ კი კოპა ამერიკას უთმობს. ბოლო მატჩს ჩაატარებს ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიც”. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, “დიეგო მარადონაზე” “ლეჩეს” უმასპინძლებს (20:00 სთ). მანამდე ცოტა ადრე (18:15 სთ) ითამაშებს გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” და სეზონს “სელტასთან” სტუმრობით დაასრულებს. საქართველოს ნაკრების საჩემპიონატო განაცხდში მყოფი რამდენიმე ფეხბურთელის მატჩებიც გველის… “ნაპოლიმ” […]
მერაბ კოსტავა – საქმე № 131

„კეთილი, სამართლიანი, გულისხმიერი, არაქედმაღალი, მორწმუნე, ცოტა ჯიუტი, რომლის გადარწმუნებაც რთულია. ბევრს კითხულობს, უყვარს კლასიკური მუსიკა, მღერის საოპერო არიებს.ზედმიწევნით კარგად იცის ისტორია. შეუძლია პატიმრებზე ზეგავლენის მოხდენა. არავის ენდობა, სარგებლობს პატივისცემით. შეუძლია აღელვებული პატიმრების დამშვიდება. არ აღიარებს დანაშაულს. დანიშნული მკურნალობის მიმართ დაუმორჩილებელია. იტანს შიმშილს. იწონის 67კგ. წამოგება ადვილია, თუნდაც სხვის დასაცავად, ან ბუნტის დროს“. ასეთია გამომძიებლების მიერ […]
შალვა პაპუაშვილი – ჩვენ არასდროს შეგვშლია მტრისა და მეგობრის გარჩევა, მოყვარეს მუდამ მოყვრულად ვხვდებოდით, ხოლო მტრებისთვის „ავი მუსაიფები“ ვიყავით, ამ პრინციპით მოვედით დღემდე და ასე იქნება მომავალშიც!

ჩვენ არასდროს შეგვშლია მტრისა და მეგობრის გარჩევა, მოყვარეს მუდამ მოყვრულად ვხვდებოდით, ხოლო მტრებისთვის „ავი მუსაიფები“ ვიყავით. ამ პრინციპით მოვედით დღემდე და ასე იქნება მომავალშიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ჩვენი სამშობლო ევროპასა და მსოფლიო ერთობაში თანასწორი ადგილის დამკვიდრებისკენ ისწრაფვის. “ჯარისკაცებო, თქვენ დღეს […]
ირაკლი კობახიძე – ჩვენი ქართული ოცნებაა 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში აფხაზ და ოს ძმებსა და დებთან ერთად – ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ თითოეულ ქართველს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ზეიმობთ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 3000 წელია, ქართველები ერთგულად შრომობდნენ, იბრძოდნენ და თავს სწირავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს […]
ირაკლი კობახიძე – დღეს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას და მის ეროვნულ ინტერესებს იცავს

საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, დღეს ქართული საზოგადოება ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, დღეს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას და მის ეროვნულ […]
შალვა პაპუაშვილი – მტერ-მოყვარეები ხშირად ცდილობდნენ ქართველების დაბნევას, უცხო დროშაზე სწორებას და სხვა მზის დაფიცებას, ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო – დიდება საქართველოს!

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – მრავალ თაობათა ნანატრ სიხარულს, ერთ მუშტად შეკრული ერის ნების გამოხატულებას და ქართული სულის ამოძახილს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს დღე საუკუნეების მანძილზე მტრებთან ბრძოლაში სისხლად დაღვრილი ძალისხმევის და მიწასთან დაუნებებელი ჭიდილის შედეგია. მისი თქმით, ბრძოლა […]
პრემიერი – საქართველოს უახლესმა ისტორიამ და თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა განსაკუთრებული სიცხადით დაგვანახა, რომ სუვერენიტეტი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე ეფექტიანი გარანტიაა

ღმერთის მფარველობით და თითოეული ჩვენგანის შრომითა და ბრძოლით, ჩვენ აუცილებლად ავიხდენთ ქართულ ოცნებას და შევქმნით ერთიან და ძლიერ საქართველოს, რომელიც სუვერენიტეტით, ღირსებით და ფასეულობებით დაიკავებს კუთვნილ ადგილს საერთო ევროპულ ოჯახში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისში, წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კობახიძის თქმით, დღეს, როგორც არასდროს უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოს ეროვნული იდენტობის […]
ლევან დავითაშვილი – ჩვენთვის სწორედ დამოუკიდებლობის დღეა ეროვნული დღესასწაული, რადგან დამოუკიდებლობას განსაკუთრებული ფასი აქვს ქართველებისთვის

ყველა ქართველს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს – დამოუკიდებლობის დღე არის ეროვნული დღესასწაული, გამორჩეული ყველა დღესასწაულს შორის და სიმბოლურია, რომ ჩვენთვის სწორედ ეს დღეა ეროვნული დღესასწაული, რადგან დამოუკიდებლობას განსაკუთრებული ფასი აქვს ქართველებისთვის, – ასე ულოცავს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს. პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დილიდან თბილისში, თავისუფლების მოედანზე იმყოფება და 26 […]