26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

26 მაისს, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ეროვნული გმირი, 85 წლის გახდებოდა. მერაბ კოსტავა ბევრჯერ იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს გადასახლებიდან 1987 წელს დაბრუნდა და სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო. 34 წლის წინ, 13 ოქტომბერს ის საეჭვო ვითარებაში სოფელ ბორითთან ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
“მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს” – რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა

TST სპორტი ევრო 2024-ის შესახებ ინტერვიუების სერიას აგრძელებს, ამჯერად მათი გადაცემის სტუმარი ვეტერანი ფეხბურთელი და საფეხბურთო მენეჯერი ნუკრი რევიშვილი გახლდათ. ნუკრიმ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. რევიშვილის თქმით, ევროპის ჩემპიონატის 26-კაციან განაცხადში ირაკლი აზაროვის ვერმოხვედრა, მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. “ორი აზრი არ არსებობს, რომ ირაკლი საქართველოში გამორჩეული ფეხბურთელია. ყველა მწვრთნელს თავის შეხედულება აქვს, თავიანთი მონახაზი აქვთ, იგივე […]
კახეთში მდინარე ალაზანი ადიდდა, დაიტბორა სავარგულები

მდინარე ალაზნის ადიდების გამო ქვემო ალვანში დაიტბორა ფერმა და სავარგულები. ადგილობრივებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მოვარდნილმა წყალმა გაარღვია დამცავი ჯებირები. დატბორილია სოფელ ქვემო ალვანის შესასვლელი. წყალმა წაიღო სასოფლო სამეურნეო სავარგულები. დატბორილია ნათესების და გზების ნაწილი. სოსო ბაბულაიძის თქმით, ქვემო ალვანში დაიტბორა მეცხოველეობის ფერმა და მიმდებარე ტერიტორია. “მწყემსებს საქონელი დროულად, რომ არ გამოეყვანათ, დაეხრჩობოდათ. ალაზანი ახლაც […]
საქართველომ თავად უნდა აირჩიოს გზა – მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ წერილში წერს: „საქართველომ თავად უნდა აირჩიოს გზა“. „ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სალომე, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, გულწრფელად მოგილოცოთ ქართველ ხალხს და ასევე თქვენ“, – წერს პრეზიდენტი მაკრონი სალომე ზურაბიშვილს. „იმ დროს, როცა რუსეთმა დააბრუნა ომი ევროპის კონტინენტზე, მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო […]
უხვმა ნალექმა კახეთში პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა კახეთში პრობლემები შექმნა. კერძოდ, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ახმეტის და თელავის მუნიციპალიტეტში. ადგილობრივების თქმით, ადიდებულია მდინარე ალაზანი. მოვარდნილმა წყალმა გაარღვია დამცავი ჯებირები და დატბორა სოფელ ქვემო ალვანის შესასვლელი და სამეურნეო სავარგულები. დაიტბორა ასევე, ერთ-ერთი ფერმა და მიმდებარე ტერიტორია. “საშინელი წვიმა იყო,მთელი ღამე არ გადაუღია. ღამით დაიწყო წყალმა ადიდება, რის შემდეგ ჯებირი გაარღვია და […]
ხარკოვში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

რუსული ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ხარკოვის საოლქო პროკურატურა იუწყება. „ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად 12 ადამიანის დაიღუპა და 68 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა“, – ნათქვამია განცხადებაში. უწყების ცნობით, 10 დაღუპულის იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გუშინ ხარკოვი რამდენჯერმე დაბომბეს, მათ შორის ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრს“ საჰაერო ბომბებით დაარტყეს.
მიხეილ სარჯველაძე – დიდებული დღე თითოეული ქართველისთვის, ვინც ამ ქვეყნის ნამდვილი გულშემატკივარია და ვისთვისაც მნიშვნელოვანია, საქართველოს ინტერესი მუდმივად იყოს ნომერ პირველი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, საქართველოს მოქალაქეებს, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ეს არის დღე, როდესაც აღდგა ნანატრი, საქართველოს დამოუკიდებლობა და ფუნდამენტი ჩაეყარა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს. „ვულოცავ, მთელს საქართველოს, ამ დიდებულ დღესასწაულს. დიდებულს თავისი არსით, შინაარსითა და მნიშვნელობით – ეს არის ის, რაც არაერთი ქართველის, სახელოვანი მამულიშვილის ოცნება და იდეა […]
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სვანეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სვანეთშიც აღნიშნავს. „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გიმასპინძლებთ სვანეთში, მესტიაში. ღონისძიების ადგილი: მესტიის მერიის მიმდებარე ტერიტორია. 14:00-15:30 ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი; 14:00-19:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა; 14:00-19:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; 14:00-19:00 კვების სივრცე: ადგილობრივი მზარეულის მიერ დამზადებული ქართული კერძები; 14:00-19:00 საგამოფენო სივრცე – „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“; 14:00-17:00 საბავშვო და ახალგაზრდული […]
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა!

1918 წლის 26 მაისს გოლოვინის გამზირზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ამიერკავკასიის სეიმმა უკანასკნელი სხდომა ჩაატარა. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა. იმავე დარბაზში შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა, რომელმაც „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ ერთხმად დაამტკიცა. 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა. 📸საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
დღეს ღირსი ექვთიმე ათონელის ხსენების დღეა

ღირსი ექვთიმე მთაწმინდელი დაიბადა X საუკუნის სამოციან წლებში. საოცრად და განსაკუთრებულად დაიწყო წმიდანის ცხოვრება: მამამისი წმიდა იოანე მთაწმინდელი ერისკაცობაში საქართველოს მეფის დავით კურაპალატის მხედართმთავარი იყო. წმიდა იოანემ დატოვა ოჯახი, ცოლ-შვილი, ნათესავები, სასახლის კარის ბრწყინვალე ცხოვრება, რადგან ჰქონდა „ცეცხლი იგი ქრისტეს სიყვარულისაჲ გულსა მისსა მძაფრად აღტყინებული“; ოთხთა ეკლესიის ლავრას მიაშურა და იქ მოღვაწე მამებისაგან მიიღო მონაზვნობის […]