დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა – რამდენიმე ქალაქში კი ღონისძიებები გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგარეო უწყების ინფორმაციით, მსოფლიოს ღირსშესანიშნაობებზე საქართველოს დროშა გამოისახა, რამდენიმე ქალაქში კი დამოიკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა. კერძოდ, 26 მაისის აღსანიშნავად, ნიქოზიის ამფითეატრზე საქართველოს ეროვნული დროშა გამოისახა. 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სტრასბურგში კი ევროპის საბჭოს შენობა განათდა. ასევე, საქართველოს […]
ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს – გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებ მეგობარ საქართველოს მშვიდობას, კეთილდღეობასა და ახალ მიღწევებს

გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ მოძმე ხალხს ეროვნულ დღესასწაულს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, – სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ქართველ კოლეგას, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნა. „დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მეგობარ საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარება ყველა სფეროში სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული […]
ბეჟან ჯავახია 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი – 26 მაისი ჩვენ მოვიპოვეთ ევროპელთა მხარდაჭერით!

დღეს, 26 მაისს საქართველო მისი დამოუკიდებლობის 106 წელს ზეიმობს. სრულიად საქართველო ერთიანდება ამ დიდებული თარიღის ირგვლივ და იხსენებს წარსულს, რომელმაც ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა. წელს საქართველო, პირველად ისტორიაში, ამ დღეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება, სტატუსით, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამაარსებლების ევროპული კურსის გაგრძელებაა. საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან და მას არაფერმა უნდა შეუშალოს […]
სომხეთში, წყალდიდობის გამო, 230-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა – არის მსხვერპლი

სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობის გამო 230-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახური იუწყება. უწყების ცნობით, წყალდიდობის შედეგად დაინგრა გზები და ხიდები, ათობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, დაღუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი. მდინარე დებედის ნაპირებიდან გადმოსვლის შედეგად, დაზიანდა საქართველოსა და სომხეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ნაწილი და საქართველოსკენ მიმავალი […]
ნინო ლაცაბიძე – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყველას გვაერთიანებს, 26 მაისი საამაყოა თითოეული ქართველისთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის

რუსთავის მერიის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ასმეექვსე წლისთავს, რუსთავშიც მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავენ. მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით, წლევანდელი 26 მაისი, რუსთავში ღონისძიებების მრავალფეროვნებითაა გამორჩეული. ინფორმაციის მიხედვით, უკვე მეორე წელია, რუსთაველები მთავარ სახელმწიფო დღესასწაულს, დამოუკიდებლობის სკვერში აღნიშნავენ. სწორედ, აქ იმართება 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები წელსაც. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, კოლეგებსა და სტუდენტებს, საქართველოს მომავალ თაობასა და მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. „დღეს 26 მაისია – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავარი ეროვნული დღესასწაული, ახალი სახელმწიფოს დაბადების დღე, ჩვენი სამშობლოს ისტორიის ღირსეული ფურცელი, მარადიულყოფის, ერთგულებისა და თავგანწირვის სიმბოლო! ქვეყნისათვის ამ დიდებულ […]
რუმინეთის საგარეო უწყება – რუმინეთი ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოსა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ

ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ დღეს! მზად ვართ განვავითაროთ ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა და დაკავშირებადობის პროექტები შავ ზღვაში, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყება ხაზს უსვამს, რომ რუმინეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. „რუმინეთი ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოსა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ. ფუნდამენტური ღირებულებებისა და რეფორმებისადმი ერთგულება მთავარია“, – აღნიშულია უწყების […]
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ხვალ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 27 მაისის სხდომაზე, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს. პროექტი “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ არის ინიცირებული და განსახილველად პირველი მოსმენით გადის. მმართველ უმრავლესობას ცვლილებები საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მაღალი კვორუმით გადაწყვეტილებების მიღების წესში შეაქვს და ე.წ. “ანტიჩიხური მექანიზმი” შემოაქვს. საქმე ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მისაღებ ისეთ გადაწყვეტილებებს ეხება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული […]
„სპექტაკლში „მეფე ლირი“ ვმონაწილეობ, არ მგონია, რომ სცენაზე პოლიტიკის ადგილია” – მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი

მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკა და თეატრი ერთმანეთთან არაფერ შუაშია და რომ სცენაზე პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის: „ყველას აზრს პატივს ვცემ მიუხედავად იმისა, ვიზიარებ თუ არა მას! თუმცა ამ უკანასკნლეში, ჩემი აზრი არ ემთხვეოდა სხვების პოზიციას და ამიტომ ხელი, რომ არ შემეშალა, თავად ვარჩიე გავსულიყავი „პაკლონიდან“. ჩემი გასვლა […]
სამხედრო მოსამსახურემ დამოუკიდებლობის დღეს შეყვარებულს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა – დღის კადრები

სამხედრო მოსამსახურემ დამოუკიდებლობის დღეს შეყვარებულს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა – დღის კადრები დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურემ შეყვარებულს ხელი სთხოვა. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტში წყვილი “იმედის” პირდაპირ ეთერში იყო. ფოტოებს სოციალურ ქსელში Nina Yorke ავრცელებს: