კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებებზე – ნამდვილად სამარცხვინო იყო

კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებებზე – ნამდვილად სამარცხვინო იყო ნამდვილად სამარცხვინო იყო ის განცხადება, რაც აღნიშნულ ზეიმზე, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ჰქვია, [პრეზიდენტისგან] ჩვენ მოვისმინეთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გაკეთებული განცხადებები შეაფასა. „დღეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, დღეს არის ზეიმი, შესაბამისად, […]

“ძლიერი ფეხბურთელები უნდა შევიძინოთ, სხვაგვარად ტიტულების მოგებას ვერ მოვახერხებთ” – ტენ ჰაგი

ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “მანჩესტერ სიტი” 2:1 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ “მანკუნიანელთა” მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ასოციაციის თასის მოგება ჩემი სურვილების სიაში ნამდვილად შედიოდა. სეზონის ამაღლებულ განწყობაზე დასრულება ყოველთვის კარგია. გუნდი ვითარდება და მოგებას იწყებს, თუმცა აუცილებელია, რომ მოთამაშეები ჯანმრთელები იყვნენ, როდესაც პრემიერლიგაში თამაშობ, ძლიერი შემადგენლობა გჭირდება. მეტი ფეხბურთელები გვჭირდება, რადგან […]

მთავარი მიზანი და პრიორიტეტია ძლიერი და ერთიანი სამშობლო – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მოქალაქეებს არ უნდა დაავიწყდეთ საქართველოს მთავარი მიზანი და პრიორიტეტი – „ძლიერი და ერთიანი სამშობლო“. მან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართველი ხალხის მიზნებთან აცდენაში“ დაადანაშაულა. „დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რა არის ჩვენი მთავარი მიზნები და პრიორიტეტები. ეს არის ჩვენი ძლიერი და ერთიანი სამშობლო. ამ მიზნისკენ უნდა მიდიოდეს თითოეული მოქალაქე […]

შალვა პაპუაშვილი – ანტიქართული რიტორიკა აცდენილია ამერიკელი ხალხის ნებას, იმედი მაქვს, ამერიკის ხელისუფლება საკუთარი ხალხის ნების მიხედვით იმოქმედებს

ჩემი მოლოდინია, რომ ასეთი ენით, ასეთი ინსტრუმენტებით სტრატეგიული პარტნიორი პარტნიორს არ უნდა ელაპარაკებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, „ანტიქართული რიტორიკა“ აცდენილია ამერიკელი ხალხის ნებას. „ამ საკითხთან დაკავშირებით საეროდ არ ვფიქრობ, იმიტომ, რომ არასერიოზულია ასეთი დამოკიდებულება და რა თქმა უნდა, არ […]

კახა კალაძე – ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი, ქვეყნის გამთლიანების სურვილია

თბილისის მერი, კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე, სამხედრო მომსახურეთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მისი თქმით, ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და გადმოგვცეს ქვეყნის დამოუკიდებლობა, რასაც დაცვა და შენარჩუნება სჭირდება. „ამ დღეს ჩემი მთავარი სურვილი, ისევე როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი, ქვეყნის გამთლიანების სურვილია. სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს. […]

შალვა პაპუაშვილი – ორმა თვემ გვაჩვენა, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდით და სწორი პროპორციული დონე იყო შემოღებული, რომ სრულად უზრუნველყოფილიყო მედიის მიერ საპარლამენტო საქმიანობის გაშუქება

ვფიქრობ, ორმა თვემ გვაჩვენა, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდით და სწორი პროპორციული დონე იყო შემოღებული იმისთვის, რომ სრულად უზრუნველყოფილიყო მედიის მიერ საპარლამენტო საქმიანობის გაშუქება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ვეტოს განხილვის დროს დაუშვებენ, თუ არა ონლაინ მედიის ჟურნალისტებს“. მისივე თქმით, გასული დღეების განმავლობაში […]

ჩვენთვის ქართველი ერის ინტერესი არის წამყვანი, ამიტომ გადავლახავთ ვეტოებს, მივიღებთ კანონებს, რომელიც ქართველი ერის ინტერესს შეესაბამება და მიზნად ისახავს სუვერენიტეტის გაძლიერებას – თეა წულუკიანი

ჩვენთვის ქართველი ერის ინტერესი არის წამყვანი, ამიტომ გადავლახავთ ვეტოებს, მივიღებთ კანონებს, რომელიც ქართველი ერის ინტერესს შეესაბამება და მიზნად ისახავს სუვერენიტეტის გაძლიერებას – თეა წულუკიანი ჩვენ გადავლახავთ ვეტოებს, მივიღებთ ისეთ კანონებს, რომელიც ქართველი ერის ინტერესს შეესაბამება და მიზნად ისახავს ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებას, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის თქმით, მმართველი პარტიისთვის ქართველი […]

ჩემთვის ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი, ქვეყნის გამთლიანების სურვილია – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე, სამხედრო მომსახურეთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მისი თქმით, ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და გადმოგვცეს ქვეყნის დამოუკიდებლობა, რასაც დაცვა და შენარჩუნება სჭირდება. „ამ დღეს ჩემი მთავარი სურვილი, ისევე როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი, ქვეყნის გამთლიანების სურვილია. სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს. […]

საქართველოზე ასეთი ინსტრუმენტებით საუბარი იმ ზომის სახელმწიფოს მხრიდან, როგორიცაა აშშ, არასერიოზულია – პაპუაშვილი სანქციებზე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ამერიკის მიერ სანქციების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომ იმ ზომის სახელმწიფოს მხრიდან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოზე ასეთი ინსტრუმენტებით საუბარი არასერიოზულია. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება არცერთი ქვეყნის შანტაჟის ქვეშ არასოდეს არ იმოქმედებს. „ამ საკითხთან დაკავშირებით, საერთოდ არ ვფიქრობ. იმიტომ, რომ ჯერ ერთი არასერიოზულია ასეთი დამოკიდებულება და არ შეეფერება იმ ზომის […]

რუსი ოლიგარქი ფრიდმანი ლუქსემბურგს $15,8 მლრდ-ის კომპენსაციას სთხოვს

სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა მიხაილ ფრიდმანმა ლუქსემბურგის მთავრობას შესთავაზა, რომ ევროკავშირის სანქციების განხორციელების ფარგლებში, ქვეყანაში გაყინული აქტივებისთვის $15,8 მლრდ-ის ოდენობის კომპენსაციის გადახდაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ იტყობინება. ბიზნესმენის ადვოკატები ლუქსემბურგის ხელისუფლებას გაყინული აქტივების კომპენსაციის მოთხოვნით ჯერ კიდევ თებერვალში დაუკავშირდნენ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ. ფრიდმანი ევროპული ქვეყნის ქმედებებს უკანონო ექსპროპრიაციად მიიჩნევს. მისი შეფასებით, […]