ლევან იოსელიანი – საჭიროა ყოველდღიური შრომა, რათა დამოუკიდებლობა შენარჩუნდეს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ თავისით არაფერი მოდის

საჭიროა ყოველდღიური შრომა, რათა დამოუკიდებლობა შენარჩუნდეს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ თავისით არაფერი მოდის, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი დღის მნიშვნელობა განსაკუთრებულია. “გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღევანდელი დღის მნიშვნელობა განსაკუთრებულია, ეს არის სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტი,ბურჯი რაზეც დამოუკიდებელი საქართველო დგას. ამ დღეს სჭირდება შრომა, […]
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო კონცეფციით – „საქართველო ღვინის სამშობლო“ მცხეთაშია წარმოდგენილი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო ქალაქ მცხეთაში წარმოდგენილია კონცეფციით – „საქართველო ღვინის სამშობლო“. პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაში 10-მდე ადგილობრივი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს. წარმოდგენილია ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური და საინფორმაციო მასალა, მათ შორის, ქართლის რეგიონის ღვინისა და ვაზის ჯიშების […]
“არსენალში” არასდროს ვითამაშებ, მათ ტიტულების მოგება არ აინტერესებთ” – “ლიონის” ფორვარდმა “მეთოფეები” დაიწუნა

“ლიონის” 21 წლის ფორვარდმა გიფტ ორბანმა რამდენიმე თვის წინ საოცნებო გუნდის შესახებ ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ მაშინ ნიგერიელი “გენტის” რიგებში თამაშობდა. ორბანის თქმით, “არსენალში” ტრანსფერს არასდროს დათანხმდება, რადგან “მეთოფეებს” ტიტულების მოგების ამბიციები არ გააჩნიათ. აი, რას ამბობდა ორბანი “ლიონში” გადასვლამდე. “მინდა ერთ დღეს ტოპ ლიგაში ვითამშო. ცხოვრებაში უმაღლესი მიზნები უნდა დაისახო. ვინ იტყვის უარს მაღალ ანაზღაურებაზე? […]
Step Inn Kazbegi: ჯავშნების გაუქმების გამო, დღეში ათასობით ლარის დანაკარგი გვაქვს

ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები “რუსული კანონის” და მასთან დაკავშირებული პროტესტის ეფექტს უკვე გრძნობენ, ეს გავლენა კი ჯავშნების გაუქმებაში გამოიხატება. ეს ვრცელდება, როგორც ინდივიდუალურ ჯავშნებზე, ასევე საქმიან ტურიზმზე. სასტუმრო ბიზნესი განმარტავს, რომ, მაგალითად, კონფერენციების ნაწილში, ზოგიერთი ღონისძიება ან სრულად გაუქმდა, ან გადაიდო. სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები ამ პერიოდს, ტურიზმისთვის ყველაზე რთულ და კრიტიკულ – პანდემიურ წლებსაც ადარებს. ახლაც, […]
სომხეთში წყალდიდობის გამო დაკეტილია საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა

სომხეთ- საქართველოს დამაკავშირებელი სახელმწიფოთაშორისი გზა ორივე მიმართულებით დაკეტილია, მიზეზი სომხეთის ლორეს ოქლში მდინარე დებედას ადიდებაა. როგორ სომხეთის საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება წყალი ნაპირებიდან გადმოვიდა. წყალდიდობა უხვმა ნალექმა გამოიწვია. უწყება მძღოლებს საქართველოს საზღვართან მისასვლელად ალტერნატიული გზით სარგებლობას ურჩევს. მედიის ცნობით, ვანაძორ-ალავერდის საავტომობილო გზის 31-ე კილომეტრზე დატბორილი და დაზიანებული დაახლოებით 50 მეტრის სიგრძის მონაკვეთი. სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების […]
ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს – დარწმუნებული ვარ, წარმატებით გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების ყველა სფეროში გაფართოებაზე

ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გადმოგცემთ თქვენ და მთელ თქვენს ხალხს გულწრფელ მილოცვას მეგობარი საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, – აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მისალოც წერილშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნა. „აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები სათავეს იღებს ჩვენი მეგობარი ხალხების ურღვევი ნებისა და […]
შალვა პაპუაშვილმა – სალომე ზურაბიშვილის მოქმედებები განსაკუთრებით ბოლო ორი წელია აცდენილია ქართველი ხალხის ნებას – ის უკვე კონსტიტუციის დარღვევის მეორე წრეზე მიდის

ქალბატონი სალომეს მოქმედებები განსაკუთრებით ბოლო ორი წელია აცდენილია ქართველი ხალხის ნებას, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადებები. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის უკვე კონსტიტუციის დარღვევის მეორე წრეზე მიდის. „ეს აცდენა გამოიხატა, მათ შორის კონსტიტუციის დარღვევაში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადასტურდა, რომლის საფუძველზე საპარლამენტო […]
სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა “ბოლო სიმღერა” სამარცხვინოდ შეასრულა – თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში უკანასკნელად წარდგა საზოგადოების წინაშე. წულუკიანის თქმით, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა სამარცხვინო იყო. “სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, თავისუფლების მოედანზე, “ბოლო სიმღერა” სამარცხვინოდ შეასრულა. ეს იყო მისი ბოლო გამოსვლა, ამ რანგში – მადლობა ღმერთს. დაავიწყდა, რომ არსებობს ლევილი. დაავიწყდა, რომ ლევილში დღეს, პირველად იმართება და აღინიშნება […]
“საქართველომ თავად უნდა აირჩიოს თავისი გზა” – არჩევანი, რომელიც საქართველომ უნდა გააკეთოს

ემანუელ მაკრონმა საქართველოსა და ქართველებს მიმართა. მან ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. საქართველოსთვის გამოგზავნილ წერილში წერია, რომ ქვეყანამ თავის გზა უნდა აირჩიოს. “ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სალომე, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, გულწრფელად მოგილოცოთ ქართველ ხალხს და ასევე თქვენ. იმ დროს, როცა რუსეთმა დააბრუნა ომი ევროპის კონტინენტზე, მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა […]
ჩვენთან რომ რეალურად თავისუფალი ბაზარი იყოს, მთავრობა საერთოდაც ვერ გაბედავდნენ ამგვარი კანონის შემოტანას – თინა სტამბოლიშვილი

ჩვენთან რომ რეალურად თავისუფალი ბაზარი იყოს, ანუ კაპიტალიზმი – ეს დიდი კომპანიები დიდი ხანია ყელში სწვდებოდნენ მთავრობას, ეგ კი არა – საერთოდაც ვერ გაბედავდნენ ამგვარი კანონის შემოტანას, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში კომუნიკაციების ექსპერტი თინა სტამბოლიშვილი სოციალურ ქსელში მსხვილი კომპანიების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ აქტივობებს. მისი თქმით, საზოგადოებას კლიპები მოსწონს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, რისი გაკეთებაც […]