ჩვენს ქვეყანას მინდა ვუსურვო გამთლიანება და წარმატებული სვლა ევროპული ოჯახისკენ – ირაკლი ნადარეიშვილი

„მსურს, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვულოცო ჩვენი მთავარი დღესასწაული – დამოუკიდებლობის დღე. თითოეულ ჩვენგანს წილად გვხვდა ბედნიერება და ასევე დიდი პასუხისმგებლობა, ვიცხოვროთ დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში და წვლილი შევიტანოთ, მონაწილეობა მივიღოთ ჩვენი ქვეყნის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის კიდევ უფრო გაძლიერებაში” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომელმაც დღეს რუსთაველის გამზირზე ეკონომიკისა და […]

ალექსანდრე ლუკაშენკო – დარწმუნებული ვარ, საზოგადოების სიმწიფე, სიბრძნე, ქართველი ხალხის ურყევი ნება და რაც მთავარია, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესი წარმატებით გადალახავს არსებულ წინააღმდეგობებს

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ქართველ ხალხს, ბელარუსი ხალხის სახელით და პირადად, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ბელარუსი და ქართველი ხალხების იდენტური ღირებულებები, რომელიც ისტორიულ ქრისტიანულ ტრადიციებს, სამშობლოს ჭეშმარიტ სიყვარულს და ჩვენს მიწაზე ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძლიერ სურვილს, ეფუძნება უხსოვარი დროიდან გვაერთიანებს“, – ნათქვამია მილოცვაში. ლუკაშენკოს თქმით, დარწმუნებულია, რომ ასეთი სულიერი სიახლოვე, კეთილგანწყობა და გულწრფელობა თანამედროვე ურთიერთობებში ხელს […]

სტიქიამ ბოლნისში ხიდები და გზები დააზიანა – დატბორილია სასოფლო სამეურნეო სავარგულების ნაწილი და საცხოვრებელი სახლები

ბოლნისში ძლიერმა წვიმამ რამდენიმე საავტომობილო ხიდი, ბოგირი, საცალფეხო ხიდი და მასთან მისასვლელი გზის ნაწილი დააზიანა. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაიტბორა ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული სასოფლო სამეურნეო სავარგულების ნაწილი და საცხოვრებელი სახლები. „სტიქიის ადგილზე დილიდან იმყოფებიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ბოლნისის მუნიციპალიტეტში […]

თინა ბოკუჩავა ბულგარეთში, ნატოს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მიხაილ შერბას შეხვდა

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ბულგარეთში, სოფიაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მიხაილ შერბას შეხვდა. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მიხალ შერბმა შეხვედრის დროს „ღრმა შეშფოთება გამოხატა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე, რაც ხელს უშლის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას“. მათივე ცნობით, 25-27 მაისს, ბულგარეთში, სოფიაში ნატო-ს საპარლამენტო […]

NATO-ს საპარლამენტო ანსაბლეა: საქართველო გზაჯვარედინზე დგას, ეს კანონი უნდა გაუქმდეს

NATO-ს საპარლამენტო ანსაბლეა რუსული კანონის მიღებასა და ქართული ოცნების ანტიდასავლურ რიტორიკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ კანონი დამაზიანებელია საქართველოს დემოკრატიისთვის და ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღირებულებებს მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება. ამასთანავე, რუსული კანონი სერიოზულად დააზარალებს ქართულ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას და ძირს გამოუთხრის აქტიურ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას. “კანონის ხელახლა წარდგენით და მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ […]

სომხეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზა, წყალდიდობის გამო, დაიკეტა

სომხეთის ჩრდილოეთში უხვის ნალექის გამო სოფლები და ქალაქები დაიტბორა. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი, გაანადგურა გზები და ხიდები, ხოლო რამდენიმე დასახლებული პუნქტთან კონტაქტი არ არის. სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ცნობით, უხვი ნალექის გამო, სომხეთ-საქართველოს დამაკავშირებელი სახელმწიფოთაშორისი გზა ორივე მიმართულებით დაკეტილია. ამასთანავე, სომხეთის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, რომ საქართველოს საზღვართან მისასვლელად ალტერნატიული […]

ზურაბიშვილი არის უცხოური კოლონიალური ადმინისტრაციის მეთაური და ასრულებს მეტროპოლიის დავალებებს

საქართველოში უცხოური სადაზვერვო ქსელის მეთაურის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა წავიკითხე. როგორც ლიბერალებს სჩვევიათ, ეს გამოსვლაც ტყუილებზე და მანიპულაციებზე არის აგებული, – წერს პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში. იგი სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის რამდენიმე პასაჟზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა ტყუილები ილაპარაკა. მაგალითად, გოგავას თქმით, როცა ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, მისი დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და საგარეო […]

თუ მთავრობას და პარლამენტს სურთ აჩვენონ NATO-ში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა, უნდა დაუბრუნდნენ დემოკრატიული რეფორმების გზას – NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა

თუ მთავრობას და პარლამენტს სურთ აჩვენონ NATO-ში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა, უნდა დაუბრუნდნენ დემოკრატიული რეფორმების გზას – NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ეგრეთ წოდებული „უცხოურო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიისთვის და ეწინააღმდეგება NATO-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებულ მის მისწრაფებებსა და ღირებულებებს. თუ ეს კანონპროექტი კანონი გახდება, ის სერიოზულად დააზარალებს სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებას და ძირს […]

NATO საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

NATO საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს NATO საქართველოს 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, – აღნიშნულია NATO-ს სამეკავშირეო ოფისის გვერდზე. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

პარლამენტის თავმჯდომარე – მივმართავ ყველას, ამ ქვეყნის შვილებს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს, ერსა და ბერს, დიდსა და პატარას, გავერთიანდეთ საქართველოსთვის, ჩვენი საერთო მომავლისთვის

ჯარისკაცებო, თქვენ დღეს დადეთ ფიცი ჩვენი სამშობლოს დროშის წინაშე და შეკარით პირობა, რომ იქნებით საქართველოს დამოუკიდებლობისა და მშვიდობის უპირველესი მცველები, დამოუკიდებელი საქართველოს ჯარისკაცები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რამდენადაც დამოუკიდებლობა არის ეროვნული იდენტობის შენარჩუნების წინაპირობა, იმდენად ისწრაფვის ჩვენი სამშობლო ევროპასა და მსოფლიო […]